წინარემყოფი
- კუალად ვიქცეთ უკუე და ვთქუათ, ვითარმედ ყოველთა არსთა და საუკუნეთა ყოფაჲ პირველთაგან მყოფისაგან არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.5); ყოველივე ჟამი და საუკუნე მის მიერ არს, ხოლო ყოვლისავე ჟამისა და საუკუნოჲსა და ყოვლისავე ვითარ-რაჲმე მყოფისა დასაბამ და მიზეზ პირველითგან მყოფი იგი არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.5); და ერთბამად რაჲცა-რაჲ ვითარ-რაჲმე არს პირველითგან მყოფისა შორის და არსცა და ითქუმისცა მოგონებად და ცხოველ-ყოფად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.5); და სულნიცა და სხუანი ყოველნი არსნი მისვე ყოველთა მიზეზისა სიტყჳსაგან მქონებელ არიან ყოფასა და კეთილად ყოფასა, არსობასა და კეთილ-არსობასა, რამეთუ მის შორის არს არსობაჲ და კეთილ-არსობაჲ პირველითგან მყოფისა მისგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); თჳთყოფაჲცა იგი პირველითგან მყოფისაგან არს და მისი არსყოფაჲ, ხოლო თჳთ იგი არაყოფა არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); ამისთჳს სიტყუათა მიერ წერილისათა ნამდჳლვე პირველითგან მყოფი იგი ყოვლისავე არსთა მოსაგონებელისათჳს მრავალ-ნაწილ იქმნების (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); ყოველთავე უკუე არსთა დასაბამ და დასასრულ არს პირველითგან მყოფი იგი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.10)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.