პა პე პი პკ პლ პო პრ პუ პყ პჳ
პირ

პირველობა-ჲ

Gk. πρότερον τό
წინმდგომობა, თავდაპირველობა, უპირატესობა
 
პირველობაჲ ვიდრემე უკუე ორკეც: რომელიმე ჟამითა, ხოლო რომელიმე ბუნებითა (ამონ., ტარიჭ., 163,3); პირველობაჲ ოთხ-სახედ მოესწავების: უსაკუთრესად უკუე ჟამითა უპირატესობაჲ არს პირველობა... მეორედ, ბუნებით უპირატესობაჲ... მესამედ, წესისაებრ..., მეოთხედ, პატივისაებრ... მეხუთედ, ვითარმცა ვიტყოდეთ მიზეზსა მიზეზისასა (დამასკ., დიალ., 46,1, ეფრ.);ნეოპლატ. – თუ არს უზიარებელი, თჳსსა სირასა შორის მხუდარ არს პირველობაჲ და არ იწარმოებს სხჳსგან (პრ., კავშ., პეტრ., 99; 61.20-21) ანტ. შემდგომობაჲ; პირველობაჲ ბუნებისაჲ – φύσει πρότερον τό – პირველობაჲ უკუე ბუნებისაჲ არს, რომელი-იგი შემოიყვანებოდის და არარას შემოიტანებდეს და თანად მოიკლვოდის და არარას თანამომკლველ იქმნებოდის, ვითარ-იგი ცხოველი ბუნებით უპირველესი არს აგებულებასა შინა კაცისასა (დამასკ., დიალ., 15,1, არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9