სიტყვიერების უნარს მოკლებული
- არაოდეს იყო ღმერთი პირუტყუ, არამედ მარადის აქუს სიტყუაჲ თჳსი მისგან შობილი (დამასკ., გარდ., 42, ეფრ.); ვჰგონებდ სადმე ყოველსავე სწორყოფად წინაშე ღმრთისასწორითა განჰსჯითა და ყოვლისავე ერთად შერაცხჳთა, ერთად და სწორად, მართალთა და უსამართლოთა, სიტყჳერთა და პირუტყუთა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 323r); ხოლო პირუტყუთა მიეცა ცხოველობაჲ და აღმოფშჳნვაჲ (დამასკ., დიალ., 13,2, ეფრ.); საჴმარ უკუე არს უწყებად, ვითარმედ სიტყჳერი ბუნებით ჰმსთავრობს პირუტყუსა (დამასკ., გარდ., 115, ეფრ.)
Antonym: სიტყჳერი
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.