მოქმედება, ძალის (პოტენციის) გამოვლენა, სინამდვილე
- საჴმარ-არს შემეცნებაჲ, ვითარმედ ყოველნი პირველთქუმულნი ძალნი, მეცნიერებითნიცა და ცხოვლობითნი და ბუნებითნი და ჴელოვნებითნი, მოქმედებად ითქუმიან. რამეთუ მოქმედებაჲ არს თითოეულისა არსებისა ბუნებითი ძალი და მოძრავობაჲ. და კუალად, მოქმედებაჲ არს ბუნებითი, ყოვლისა არსებისა თანანერგი მოძრავობაჲ, რომლით ცხად არს, ვითარმედ რომელთა ბუნებაჲ იგივე არს, მათი იგივე არს მოქმედებაჲცა. ხოლო რომელთანი განყოფილ ბუნებანი, მათნი განყოფილ არიან მოქმედებანიცა (დამასკ., გარდ., 132, არს.); სათანადო არს ცნობად, ვითარმედ სხუაჲ არს მოქმედებაჲ და სხუაჲ – მოქმედებითი (ἐνεργητικόν) და სხუაჲ – მოქმედებული (ἐνέργημα) და სხუაჲ – მმოქმედებელი (ἐνεργῶν) (დამასკ., გარდ., არს., 188); სხუაჲ უკუე არს მოქმედებაჲ და სხუაჲ მოქმედებობაჲ (ἐνεργειν) და სხუაჲ რაჲსა და ვითარ მოქმედებაჲ და სხუაჲ მოქმედებული ... (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); მოქმედება უკუე არს თჳთ იგი მოქმედებითი ძალი, ესე იგი არს შემძლებელობაჲ მოქმედებად (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); მოქმედებაჲ, ესე იგი არს მოქმედებითი ძალი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); მოქმედება არს თითოეულისა არსებისა ბუნებითი ძალი და ძრვა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); მოქმედება არს ბუნებითი თითოეულისა არსებისა ცხადმყოფელი ძალი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); მოქმედება არს ბუნებითი და პირველი თჳთმოძრავი ძალი გონიერისა სულისაჲ, რომელ არს მარადის მოძრავი სიტყუაჲ მისი, რომელი ბუნებითად მარადის აღმოწყაროჲს მისგან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); უწყებაჲ სათანადო არს, ვითარმედ მოქმედებაჲ მოძრავობაჲ არს და იმოქმედების უფროჲს, ვიდრე მოქმედებს (დამასკ., გარდ., 189, არს.); რამეთუ არღასადა უწყებულა, თუ რაჲ-მე არს სული ჩუენი არსებით, და არა შესატყჳსა არს პირველ ძალთა და მოქმედებათათვის მისთა თქუმაჲ (ნემეს., პეტრ., 11, 19-21); გუაქუს ძალი, შემწყნარებელი გონებისა და ჴელოვნებათა, არამედ მოქმედებათა მომგებელ ვართ სასწავლოთაგან (ნემეს., პეტრ., 17, 25-27); და სხჳთაცა სახითა მოქმედებაჲ ვნებად იწოდების, ოდეს იყოს გარეშე ბუნებისა; რამეთუ მოქმედებაჲ უკუჱ არს მებრ ბუნებით მიდრეკა, არამედ ვნებაჲ – გარეშე ბუნებისა (ნემეს., პეტრ., 97, 6-8); უკუეთუ მოქმედებათა მიერ პირნი შემოიყვანებიან თქუენებრ, პირთა მიერ მოქმედებანი შემოყვანებულ იქმნენ შემდგომობისაებრ (მქს., პიროს., გელ., 42,4) // შდრ. საქმე (მქს., პიროს., ეფთ., 27,38); რამეთუ ორთავე ამათ მიერ, ბრძანებისა ვიტყჳ და შეხებისა, თჳთ მათ საქმეთა მიერ იცნობებოდა საღმრთოჲ მოქმედებაჲ (მქს., პიროს., გელ., 45,42) // შდრ. საქმჱ (მქს., პიროს., ეფთ., 15,22); ნაწილებრივნი მოცემულსა მათგან [მხოლოთაგან] მოქმედებასა (ταῖς ἐνεργείαις) თჳს გამო თან-მიუქმან შემდგომთა თჳსთა (პრ., კავშ., პეტრ., 71; 46.21-22); მოქმედება და საქმე – მოქმედებაჲ ვიდრემე არს საქმითი და არსებითი ძრვაჲ ბუნებისაჲ (დამასკ., გარდ., 188, არს.); ითქუმიან მოქმედებად საქმენიცა, ვითარ-იგი ზრახვაჲ, სლვაჲ, ჭამაჲ, სუმაჲ და ეგევითარნი (დამასკ., გარდ., 132, არს.); იწოდებიან მოქმედებად საქმენი, ვითარ იგი ხედვაჲ, ზრახვაჲ... (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); განცხადებულად წინააღმდგომისა სულისაჲ არს მოქმედებაჲ (ნაზ., ჰომ., 41, VII, ეფრ.); მოქმედება და ვნება – აწ უკუე მოქმედება არს ბუნებითი აღძრვაჲ, ხოლო ვნებაჲ გარეშე არს ბუნებისაჲ (დამასკ., გარდ., 126, ეფრ.) // სხჳთა სახითა ვნებად იწოდების მოქმედებაჲცა, რამეთუ მოქმედებაჲ უკუე არს ბუნებისაებრი მოძრავობაჲ, ხოლო ვნებაჲ – გარეშე ბუნებისაჲ (დამასკ., გარდ., 126, არს.); მოქმედება და ძალა – სხუაჲ არს ძალითა რაჲმე ყოფაჲ და სხუაჲ – მოქმედებითა (ამონ., ტარიჭ., 78,10); რომელობათაგანნი რომელნიმე სულიერთა გუამთა შინა იხილვებიან... ხოლო რომელნიმე – სულიერთაცა და უსულოთა შინა... ამთგანნი რომელნიმე არიან ძალ და რომელნიმე მოქმედება (დამასკ., დიალ., 38,3, ეფრ.); საღმრთო ბუნების მოქმედება – ვითარმედ ვითარ-იგი მარტივ არს ბუნებაჲ საღმრთოჲ, ეგრეთვე მარტივი და ერთი აქუს მოქმედებაჲ (დამასკ., გარდ., 62, ეფრ.); ამის მადლისათჳს არაწმიდასა პირსა საღმრთოჲსა სულისაჲ მონაცვალე ექმნა მოქმედებაჲ (თტე., რიცხ. 42, გელ., A 1108, 76v); მოქმედებაჲ მოქმედებისაჲ – ἐνεργῆσαι ἐνέργεια ἡ – უღონო არს რომლისავე ბუნებისაგან ჴუმევაჲ საქმისაჲ ანუ მოქმედებაჲ მოქმედებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135v);
- წინა-განმგებელობითი მოქმედებაჲ – προνοητικὴ ἐνέργεια ἡ – და იგი თავადი უპირველესთა მათ დასთა მიერ მოძრავ ჰყოფს თჳსთა მათ წინა-განმგებელობითთა მოქმედებათა მიმღებელობასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); მდგმოობასა შინა და მდგმოობა წინა-განგებითთა მოძრავობათა შინა თანად ერთ-ბუნებად და ერთ-ნებად აქუს (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.3);
- მოქმედება-ჲ ღმრთის-მსგავსი – θεομίμητος ἐνέργεια ἡ – ამისთჳსცა ყოველსავე სამღდელოსა და ღმრთის მსგავსსა მოქმედებასა ღმრთისა მიმართ, უკუე ვითარცა მიზეზისა, აღიყვანებენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3);
- მოქმედება-ჲ ღმრთის სახისა – θεοειδὴς ἐνέργεια ἡ – ხოლო წმიდანი იგი ძალნი წულებრსა რასმე და შეურყეველსა სიმჴნესა ყოვლისავე მის მათისა ღმრთის სახისა მოქმედებისასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.1);
- მოქმედება-ჲ საღმრთო-ჲ – θεία ἐνέργεια ἡ – გარნა ვინაჲთგან საღმრთოთა მოქმედებათა ხატ არიან სამღდელონი ესე შემკობილებანი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.7); ჴორცთაგან განსლვითა მყის მკუდარ იქმნეს ჴორცნი, ხოლო არა განეყო მათგან მოქმედებაჲ საღმრთოჲ (ანასტ. სინ., არს., 128-129);
- მოქმედება-ჲ ღმერთ-მთავრობით-ი – θεαρχικὴ ἐνέργεια ἡ – და მრავალნი, ვინ რაჲმე პოვნეს თჳსნი თჳთებანი ცეცხლისანი, ვითარცა გრძნობადთა მიერ სახე-ყოფად ღმერთ-მთავრობითისა მოქმედებისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.2); რამეთუ ამასცა ღმერთ-მთავრობითისა მოქმედებისა სახე და ხატი აქუს (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.6);
- მოქმედება-ჲ ღმერთ-მამაკაცებრი – θεανδρικὴ ἐνέργεια ἡ – არამედ, განმამაკაცნა რაჲ ღმერთი, ახალი რაჲმე ღმერთ-მამაკაცებრი მოქმედებაჲ მოქალაქობდა ჩუენ შორის (არეოპ., ეპ., ეფრ., 4);
- მოქმედება-ჲ სამღდელო – ἱερατικὴ ἐνέργεια ἡ – ამას თანა ასწავებს და ყოვლისავე ქმნად სამღდელოჲსა მოქმედებისა, ვითარცა ღმრთისა მიერ ქმნულებითა აღსრულებულთაჲთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.2);
- მოქმედება-ჲ საცნაური – νοερὰ ἐνέργεια ἡ – ხოლო შენ, ჵ საყუარელო ტიმოთე, საიდუმლოთა ხედვათა მოსწრაფებითითა წურთითა გრძნობადნიცა დაუტევენ და საცნაურიცა მოქმედებანი (არეოპ., საიდ., ეფრ., 1.1); რომელთამე, ვითარცა საიდუმლოთა, საღმრთოჲსაებრ მოცემისა ზეშთა საცნაურისა მოქმედებისა შევეერთენით (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); ამიერ უკუე ყოველთა საცნაურთა მოქმედებათა განტევებასა მოვიგონებთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); არამედ ვიდრე მოაქამდე ოდენ დადგების ყოველი საცნაურისა მოქმედებისა ჩუენისა ძალი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8);
- მოქმედება-ჲ მრგულივი – κυκλικὴ ἐνέργεια ἡ – ციკლური მოქმედება – ყოველსა მეწარმოესა ვისგანვე და უკუნმქცევსა მრგულივი მოქმედებაჲ აქუს (პრ., კავშ., პეტრ., 32; 26.17-20);
- მოქმედება-ჲ არსების-გამოჲ – απὸ τῆς οὐσίας ἐνέργειαν – შეუძლებელ არს განუყენებლობასა შორის არსებისასა სხეულთაგან, რაჲთამცა არსების-გამოჲ მოქმედებაჲ განყენებულ იყო სხეულთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 16; 15.17);
- მოქმედება-ჲ (ჟამის-შორისი) – მოქმედება დროში – ἐνέργεια ἔγχρονος ἡ – რომელსა ჰქონდის არსებაჲ ჟამსა ქუეშე შეცვულად, ყოვლითურთ არს ჟამსა შორის. და უფროჲს ხოლო მხუდარ მისდა ჟამის-შორისი მოქმედებაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 106; 66.5-7); – ἐργασία ἡ – ვინაჲთგან უკუეთუ წინააღუდგებოდის სიტყუაჲ და სარწმუნოებაჲ ცხორებასა, არად საჴმარ არიან, დაღათუ საკჳრველებათაცა მოქმედებად მიიწინენ (სტით., სომხ. წვალ., IV,19, არს.); – ქმნა, შექმნა – ποιεῖν (ποιέω) – მოქმედებაჲ ითქუმის მოქმედთა ჴელოვნებათაგან, რომელთა-იგი ნაქმარი ჰგიენ, ვითარ-იგი არს ხუროვნებაჲ და სხუაჲ ესევითარნი ხოლო ქმნა ეწოდების, რომელთაჲ-იგი არღარა ჰგიენ ქმნული (დამასკ., დიალ., 51,18, ეფრ.); – ποιητικόν τό – და ბოროტი არცა არს არს, არცა მოქმედება არსთა, ხოლო სახიერებისაგან არსცა არს და კეთილთ-მოქმედებაცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); – მოქმედება, მოძრაობა – κίνησις ἡ – არა სამ, მსგავს ურთიერთას, არამედ ერთ და იგივე არს მოქმედებაჲ სამთავე გუამთაჲ (დამ-ასკ., გარდ., 57, ეფრ.); – πραγματεία ἡ – და ყოველსავე აწ ჩუენ მიერ ქებულსა მღდელთ-მთავრობასა ერთი და იგივე აქუს ყოვლისავე მის მღდელთ-მთავრობისა ძალი და მოქმედებაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2);
- მოქმედება-ჲ მღდელთ-მთავრობით-ი – ἱεραρχικὴ πραγματεία ἡ – განმრჩეველ ყოფაჲ ყოვლისავე მღდელთ-მთავრობითისა მოქმედებისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); – τῶν ἱερῶν πραγματεία ἡ – ჩუენი ესე მღდელთ-მთავრობაჲ ითქუმის და არს განფენითი მის ქუეშეთა ზედა ყოველთა სამღდელოთა მოქმედებათაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3);
- მოქმედება-ჲ ღმრთეებრი – φθάνω τὸ θεῖον – აქ: ღვთის შეწევნა – არ ყოველთადა წარმოდგომილ არს, ვითარ გონებაჲ, ხოლო რომელთადმი ვერ კმა-ეყოფვის გაწუთომად სიმარჯუე გონებრივი, მათ ზედა-მიეფინების მოქმედებაჲ ღმრთეებრი (პრ., კავშ., პეტრ., 135; 82.30-83.1-3; D.§134)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.