ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
აღ- აღბ აღგ აღდ აღზ აღთ აღი აღკ აღლ აღმ აღო აღპ აღრ აღს აღტ აღუ აღქ აღყ აღშ აღძ აღწ აღხ აღჴ

აღორძინება-ჲ

Gk. αὔξησις ἡ
ზრდა, მატება, ცვლილება რაოდენობრივი ან თვისობრივი ზრდის თვალსაზრისით
 
აღორძინება უკუე არს აღმატებისა და უზეშთაესობისა მიმართ ძრვაჲ (დამასკ., დიალ., 48,5, ეფრ.); ხოლო ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ ყოველი აღორძინებაჲ ანუ განჴუმევაჲ ანუ მოკლებაჲ ანუ ჴუებულებაჲ წმიდათა ჴორცთა ქრისტესთაჲ არა ბუნებითად ხილული ღმრთეებისაცა ზედა კაცობრივად მოქმედებად ითქუმის ქრისტესსა (ანასტ. სინ., არს., I 145-147); და ძე უკუე საკუთრებით არს მეორებაჲ გუამოვნებისაჲ იგივეობასა შინა ბუნებისა ანუ აღორძინებასა პირისა თანამონათესავისასა ანუ გზავნაჲ ბუნებისაჲ ერთნათესავობით ცნობილი (ანასტ. სინ., არს., I, 97-99); ხოლო მოძრავობა არიან ქმნაჲ და ხრწნილებაჲ და შეცვალებაჲ, აღორძინებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); საზოგადო სულისა და ჴორცთა არიან, რომელსა სული მისცემს ჴორცთა ... ჭმუნვაჲ, შფოთი, ოფლი და სიკუდილი და ყოველივე საზრდელისა და აღორძინებისა განგებულება (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463v 1313v); რაოდენობითისა შესმენისა შორის ქმნილი გარდაქმნა იწოდების აღორძინებად და მოკლებად (ამონ., ტარიჭ. 171,31); ხოლო მის შორისთაგანითა რაჲსამემიერი [შეიცვალების] ანუ რაოდენობითად და ჰყოფს აღორძინებასა და მოკლებასა, ანუ ვითარებითად და ჰყოფს შეცვალებასა (დამასკ., დიალ, 48,4, არს.); ვინ უკუე არა უწყის...ქმნითა და ხრწნილებითა, აღორძინებითა და მოკლებითა და ვითარებითა და ადგილითი-ადგილად მოძრავობითა ქმნილი შეცვალებაჲ? (დამასკ., გარდ., 37, არს.);

აღორძინებ-ისა //-ადობითი //-ითი (ძალ-ი) − აღორძინების, ზრდის ძალა, უნარი, ენერგია; სულის ამაღორძინებელი ძალა - ἡ αὐξητική δύναμις - არს სხუაჲცა ძალი სულისა, წოდებული ნერგობითად, რომელი ითქუმის მოზარდობისა და აღორძინებისად (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 117I); კაცი…...…ეზიარების უკუე უსულოთა ვიდრემე ჴორცთა ოთხთა ნივთთაგან შემოკრებულობისაებრ და შეზავებულობისა, ხოლო ნერგთა ამისებრცა და მოზარდობითისაებრ და აღორძინებადობითისა ძალისა, მერმეცა თესლოვნებითისა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131r); ეუმეცრები მზრდელობითსა და აღორძინებითსა ძალსა ბუნებისასა (ამონ., ტარიჭ., 119,11); ნერგსა აქუს მოზარდობითი და აღორძინებითი ძალი (დამასკ., დიალ., 2,18, არს.);

აღორძინებითი (ძრვა-ჲ) − ზრდის, განვითარების პროცესი − ἡ αὐξητική κίνησις − და ბუნებითისა ვიდრემე თჳთება არს მზრდელობითი, აღორძინებითი და მშობლობითი ძრვაჲ; ხოლო მგრძნობელობითისა - მიმართებითი აღძრვაჲ; ხოლო გონიერისა და სიტყჳერისა - თჳთმფლობელობაჲ (დამასკ., გარდ., 181, არს.); ბუნებითისა უკუე [ცხორებისა] თჳსება არს მზრდელობითი და აღორძინებითი და მშობლობითი ძრვაჲ (მქს., პიროს., გელ., 25, 5); (შდრ. ზრდაჲ, მქს., პიროს., ეფთ., 8.20); ბუნებითისა ვიდრემე თჳთება არს მზრდელობითი, აღორძინებითი და მშობლობითი ძრვაჲ (დამასკ., გარდ., 181, არს.);

აღორძინებადობითი (წადიერება-ჲ) − ἡ αὐξητική ὂρεξις − საზოგადო სულისა და ჴორცისა არიან, რომელთა სული მისცემს ჴორცთა... ცხოვლობითი, ოცნებითი ...…აღორძინებადობითი და პირუტყუელი წადიერებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9