ერთი არს ყოველთა მიზეზი (πάντων αἰτία ἡ) (ამონ., ტარიჭ., 67,18); [მამაჲ არს] უშობელი, დაუსაბამოჲ, დასაბამი და მიზეზი ყოველთაჲ (αἰτία τῶν πάντων ἡ) (მიქ., მრწ. 2, ეფთ., Jer. 151, 82r) //(თტე., მრწ. 2, თეოფ., Jer. 23, 339v); ყოველთა მიზეზი და ზეშთა ყოველთა მყოფი არცა უარსება არს, არცა უცხოვლო, არცა უსიტყო, არცა უგონებო, არცა ჴორც არს, არცა სახე, არცა ხატ, არცა რომელობაჲ ანუ რაოდენობაჲ ანუ სიმძიმე აქუს, არცა ადგილსა შინა არს, არცა იხილვების, არცა გრძნობადი შესახებელი აქუს, არცა იგრძნობების, არცა საგრძნობილ არს, არცა უწესოება აქუს და შფოთი ნივთიერთა ვნებათაგანითა შფოთებითა, არცა უძალო არს გრძნობადთა დავრდომილებათა თანამოკიდულობითა, არცა ნაკლულევანებასა შინა არს ნათლისასა, არცა ცვალებასა გინა ხრწნილებასა გინა განყოფილებასა გინა მოკლებასა ანუ წარმდინარეობასა, არცა სხუასა რას გრძნობადთაგანსა, არცა რას შინა არს, არცა რაჲ აქუს მათგანი (არეოპ., საიდ., ეფრ., 4); რომელ არს თჳთ იგი უცვალებელი და შეუძრველი დასაბამი და მიზეზი და ძალი (დამასკ., დიალ., 13,1, არს.); ხატი ძისაჲ სრულისაჲ სრული. ცხორებაჲ ცხოველთა მიზეზი, სიწმიდე სიწმიდისა მომცემელი (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 18, S 384, 344r); [ზეშთაარსება] ყოველთა მიზეზ არს და დასაბამ და არსება და ცხორება (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); და კუალად ვითარცა მიზეზთა არსთასა, რამეთუ ყოველივე ყოფად მოყვანებულ იქმნა არს-მყოფელისა მისგან სახიერებისა მისისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); ზეშთაბუნებისად მისსა მიმართმან ნეტარებით შეერთებამან, ვითარმედ ყოველთავე არსთა მიზეზ არს(არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); ამას ყოველთა მიზეზსა და ზეშთა ყოველთა მყოფსა უსახელობაჲცა შეეტყუების და სახელნიცა ყოველთა არსთანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.7); და მის შორის, ვითარცა მიზეზისა, და თავსა შორის თჳსსა შემომკრებელისა დასაბამსა და აღსასრულსა ყოველთა დაბადებულთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.7); არა აქუს ბუნებაჲ სხუასა ცასა დაბადებად თჳნიერ ერთისა, და მაშინ უფროჲს საბასრობელ არიან საზომისა მის და ამაოდ-ჴელოვანისა საზრახვისა და სიცბილისა მათისათჳს, რომელნი-იგი ხედვენ წყლის პერულთა მათ აღბერილთა, ერთისა მიზეზისაგან შექმნილთა ერთსა და მრავალთა, და მერმე შეორგულდებიან ცათა სიმრავლისათჳს, უკუეთუ კმა არს ძალი იგი დამბადებელი არსებად მოყვანებასა მათსა (ბას., ექუს., გ. ათ., 29, 33-38); ბრძენთა მათ ფილაფოსთა … ღმერთი ვერ იცნეს, … მიზეზი გონიერი ყოველთა დაბადებულთაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 2, 32-33); უკუეთუ ბუნებითი თქუას ნებაჲ, ხოლო ამისდა არავის სხუასა, თჳნიერ ღმრთისა ვიცნობთ მიზეზად (მქს., პიროს., გელ., 19,21) შდრ. ბუნებითისა მის ნებისა მიზეზი და დამბადებელი(მქს., პიროს., ეფთ., 4,8); – αἴτιον τό – რამეთუ არარაჲთ არს არსთაგანი მიზეზი ყოველთა არსებისაჲ, ხოლო თჳთ უზეშთაესი არსთაჲ, ვითარცა მიერ კერძოჲ ყოვლისა არსებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); არამედ არცა ვიდრემე ქმნადთაჲ და მომჴდომთა შორის რომელთაჲ შესაძლებელ იყოს და სხუჱბრცა ყოფაჲ, თჳს შორის უკუჱ მქონებელთაჲ მიზეზსა შემოქმედებითსა (ნემეს., პეტრ., 155, 12-15);
მიზეზნი – αἴτιον τῶν αἰτιατῶν τό – ხოლო თჳთ მიზეზნი იგი მიზეზისაგანთა მათსა ზეშთააღმატებულად აღმაღლებულ არიან სიტყჳთა მით თჳსისა მთავრობისაჲთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); ვითარმედ უმეტესად და არსებითად წინამყოფ არს მიზეზისაგანთაჲ ამათი მიზეზთა (τῶν αἰτιατῶν αἴτιον τό) მათთა თანა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); ვინაჲთგან ზეშთა ყოველთა მატებათა არს ყოვლით კერძოჲ და ერთობითი მიზეზი ყოველთაჲ (ἑνιαία τῶν πάντων αἰτία) (არეოპ., საიდ., ეფრ., 5); ღმერთი არს არსებაჲ უმიზეზოჲ, მიზეზი, ყოვლად ძლიერი (αἰτία παναλκής), ყოვლისა მიზეზისა მიზეზოვნისა ზესთა არსებისაჲ. ღმერთი არს უსახელოჲ და შეუწავებელი კაცთა მიერ, მყოფობაჲ ყოვლისა მყოფობისა მოქმედებითი (ანასტ. სინ., არს., II 70-72);
მიზეზი და მიზეზისგანი – αἴτιον καὶ αἰτιατόν τό – მიზეზი და შედეგი – ვითარ ვიტყოდით მიზეზსა და მიზეზისგანსა: ვითარ-იგი სოკრატი უპირველეს არს თჳსისა ხატისასა და მამაჲ უპირატეს და უფროჲს არს ძისა, რამეთუ მამისაგან იშვების ძე (დამასკ., დიალ., 46,5, არს.) // მიზეზსა მიზეზისასა ეფრ.);
მიზეზი მიზეზისგანისაჲ – αἴτιον αἰτιατοῦ τό – შედეგის მიზეზი – უპირველეს არს მამაჲ, ვითარცა მიზეზი მიზეზისგანისა(ამონ., ტარიჭ., 164,37); რამეთუ ვერცა აქუს ზედამიწევნითი განცხადებული სახის მსგავსებაჲ მიზეზთაჲ მიზეზისაგანთა მათ, არამედ მიზეზოვნად ოდენ აქუს მისათუალავი იგი ხატი მიზეზთაჲ(არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); თჳთ მიზეზნი იგი მიზეზისაგანთა მათსა ზეშთააღმატებულად აღმაღლებულ არიან სიტყჳთა მით თჳსისა მთავრობისაჲთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); რაოდენი რაჲ არს სიტყუაჲ სახიერების შუენიერთა ნიჭთა მისთათჳს ყოველივე ზოგად სახელ-ედების მიზეზსა ყოველთა კეთილთაჲსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3);
საჭირო არს, რაჲთა მიზეზოანი თან იქონებდეს მიზეზსა, ვითარ მის-გამო მქონებელი არსებისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 28; 24.12-13); მიიღებს თითოეული [ტომი] უმახლობელესისა თჳსდა მიზეზისა მიერ (αἰτίας) თჳთებათა ზენათა, ვითარ მხუდარ იყოს მისდა გუამოვნებაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 146; 88.25-26; D.§145); შეუძლებს უკუე ყოველი მიზეზი თჳსგნით მიცემად არსებასავე თანა, რომელ მისცემს-და კეთილობასაცა არსებისასა, რომელ მისცა თანტომთა, ვინაჲ მისცე[მ]ს თჳთ თჳთებასაცა თჳსსა (პრ., კავშ., პეტრ., 42; 31.19-22); ყოველი იწადებს კეთილსა, და მიმთხუევაჲ მისი უმახლობელესისა მიზეზისა მიერ ექმნების თითოეულსა. იწადებს ვიდრემე და თჳსსაცა მიზეზსა თითოეული (პრ., კავშ., პეტრ., 31; 26.8-10); – αἴτιον τό – ყოველი მიზეზი და-პირველცა მიზეზოანისა იმოქმედებს და შემდგომადცა მიზეზოანისა უმრავლესთა არს წარმომაყენებელ, ხოლო, არს თუ მიზეზ, უსრულეს და უძლიერეს არს შემდგომთა თჳსთა (პრ., კავშ., პეტრ., 57; 38.14-15);
მიზეზ-ი (საღმრთოჲ) – ღვთაებრივი მიზეზი – τὴς θείας αἰτία ἡ – ყოველსა შორის სირასა ერთი და იგივე აქუს ძალი ერთისა მიერ საღმრთოჲსა მიზეზისგან(პრ., კავშ., პეტრ., 146; 89.7-8; D.§145);
მიზეზ-ი (გუაროვნებით-ი) – ფორმობრივი მიზეზი, გვარეობის, ფორმის მიმცემი მიზეზი – αἰτίας εἰδητικῆς – არ-რომელი ტომი, რომლისავე ჟამის-შორისი, წარმოდგომილ არს მიზეზისგან გუაროვნებითისა(პრ., კავშ., პეტრ., 178; 107.28-30);
მიზეზ-ი (დასაბამებრივი) – დასაბამის მიმცემი მიზეზი – αἱ ἀρχηγικαί αἰτίαι – ყოველსა დასაბამებრივთა მიზეზთა შორის უყოვლიერესსა და ზესთმექონესა წესისასა განსაზიდსა შორის დასასრულთასა მის მიერ გამონაბრწყინნი იქმნებიან მამყოფებელ და ქუედმდებარე სხუათაგან ნაწილებრივთა თანმიცემათათჳს (პრ., კავშ., პეტრ., 71; 45.12-15); – ἀρχικὸν αἴτιον τό – ყოველი თითოეულსა სირასა შორის დასაბამებრივი მიზეზი ყოვლისა თჳს-ქუეშესა სირასა თან მისცემს თჳსისა თჳთე-ბისგან (პრ., კავშ., პეტრ., 97; 59.15-17);
მიზეზ-ი (მამებრივი) – πατρικόν αἴτιον τό – ყოველი მამებრივი მიზეზი ყოველთა აობასა მიანიჭებს და მყოფობასა მათსა წარმოაყენებს (პრ., კავშ., პეტრ., 157; 95.3-4);
მიზეზ-ი (მყოფთაჲ) – მყოფთა მიზეზი – τῶν ὄντων αἰτία ἡ – თუ არ იყოს მყოფთა მიზეზი, არ-ვინაჲ იყოს წესი პირველთა და შემდგომთაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 11; 11.13-15);
მიზეზ-ი (უპირატესი) – αἰτία πρωτίστη ἡ – ყოველთა მყოფთა დასაბამი და მიზეზი უპირატესი კეთილობაჲ არს (პრ., კავშ., პეტრ., 12; 12.15);
მიზეზ-ი (უპირველესი) – μία αἰτία – ყოველთა შორის მყოფსა ჯერ-არს, რაჲთა უპირველესი მიზეზი უძღოდის (პრ., კავშ., პეტრ., 156; 94.18-21);
მიზეზ-ი (წარმომაარსებელი) – παρακτική αἰτία – ყოველი წარმომაარსებელი მიზეზი სხუათაჲ ჰგიეს იგი მოუკლებელად თჳს შორის და წარმოაარსებს შემდგომსა თჳსსა და შემდგომისა შემდგომთა. რამეთუ ჰბაძავს თუ ერთსა, იგი უკუე მიუდრეკელად წარმოაარსებს შემდგომთა თჳსთა (პრ., კავშ., პეტრ., 26; 22.30);
მიზეზ-ი მშობელობითი – αἴτιον γεννετικόν τό – ყოველი ცხოველმეშვეობითი ძალი შორის ღმრთებრივთა ტომთაჲსა მიზეზი არს მშობელობითი(პრ., კავშ., პეტრ., 155; 93.21-22);
მიზეზნ-ი (დასაბამითნი) – τῶν ἀρχικῶν αἰτία ἡ – პირველ უმსგავსოთაჲსა მსგავსთა წარმოაყენებს თითოეული დასაბამითთა მიზეზთაჲ(პრ., კავშ., პეტრ., 115; 71.10-11);
მიზეზნ-ი (პირველნი და ზენანი) – πρότεροι καὶ αἰτιώτεροι – ყოველი შემდგომთა მიერ წარმოყენებული უფროჲს ხოლო პირველთა და ზენათა მიზეზთაგან წარმოიყენოს (პრ., კავშ., პეტრ., 57; 38.23);
მიზეზ-ი (აღმყვანებელობითი) – ἀναγωγόν αἴτιον τό – ყოველთა აღმყვანებელობითი მიზეზი შორის ღმრთებრივთა რიცხუთასა განმწმედელობითთა და უკუმქცეველობითთა განეყოფვის ტომთა (პრ., კავშ., პეტრ., 158; 95.19-20); მოქმედებაჲ აღმყვანებელობითისა მიზეზისაჲ უმჯობესთა მიმართ უკუნმქცეველობით დაისახვის, ვითარ ზენად და უსაღმრთოესადმი აღიყვანებს უკუნქცეულთა (პრ., კავშ., პეტრ., 158; 95.27-29);
მიზეზ-ი (განშორებული) – αἴτιον χοριστόν τό – ყოველი მიზეზი განშორებული ყოველგან არს ერთბამად და არსადა: თანმიცემითა თჳსისა ძალისაჲთა არს ყოველგან; რამეთუ ესე არს სისრულე მიზეზისაჲ, რაჲთა რომელთა ჰქონდის სიმარჯუე ზიარებისადმი მისისა, რაჲთა ყოველთა ზედა მიჰფენდეს ნაბრწყინთა თჳსთა მოქმედებათასა და უერთებრივეს იყოს შემდგომთა ყოველთასა (პრ., კავშ., პეტრ., 97; 60.13-16);
მიზეზ-ი (გზავნითი) – მიზეზი გზავნითი – πρότη πρόοδος ἡ – ცხოვლობაჲ არს პირველი მიზეზი გზავნითი და მიდრეკაჲ, და მხოლოობით გებისა მყოფთა გუამოვნებისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 102; 63.30-31);
მიზეზ-ი (მიდრეკადთა) – მოძრავთა მიზეზი – κινούμενον αἴτιον τό – მიდრეკადთა მიზეზთა (κινουμένων αἰτίων) მიერ აღქმნილი იქცეს ყოველი მებრ არსებით (პრ., კავშ., პეტრ., 207; 124.17-18);
მიზეზ-ი (მიუდრეკელი) – უძრავი მიზეზი – ἀκίνητος αἰτία ἡ – ყოველსა უკუე მიუდრეკელისა მიზეზისგან ქმნილსა შეუცვალებელი აქუს მყოფობაჲ, და ყოველსა მიდრეკადისა მიერ წარმოჩენილსა – შეცვალებადი (პრ., კავშ., პეტრ., 76; 49.15-17); ყოვლისა ნაწილებითისა სულისა ეტლი მიუდრეკელისა მიზეზისა მიერ აღქმნილ არს, ხოლო თუ სამარადისოდ თანაღკრულ და შებუნებებულ მჴმარებელისა მისისა სულისადა, იყოს ვიდრემე უცვალებელ არსებითა, რამეთუ მიუდრეკელისა მიზეზისა მიერ ხუდა მას გუამოვნებაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 207; 124.13-17); მიუდრეკელისა მიზეზისა მიერ წარმოყენებული ყოველი უქცევ და უცვალებელ არს არსებით, ხოლო გონებაჲ მიუდრეკელ და ყოვლითურთ საუკუნო და საუკუნოსა შორის დამყარებულ და აობით (τῷ εἶναι) წარმოაყენებს (παράγει), რომელთაცა წარმოაყენებს (პრ., კავშ., პეტრ., 172; 103.13-17);
მიზეზ-ი (საზღვრობითი) – განმსაზღვრებელი მიზეზი – ἡ τοῦ πέρατος αἰτία – [ღმრთებრივთა] რომელიმე [რიგი] უფროჲს დამოკიდებულ არს საზღვრობითსა მიზეზსა, ხოლო რომელიმე – უსაზღვროობითსა, რამეთუ ყოველნი ამათ მრჩობლთაგან იწარმოებენ (პრ., კავშ., პეტრ., 159; 96.4-6);
მიზეზ-ი (საკუთრებითი // საკუთარი) – მთავარი, საკუთრივ მიზეზი – κυρίως αἴτιον τό – ყოველი საკუთრებით მიზეზად თქმული ზესთა ძეს მის გამო მისასრულთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 75; 48.29-30); ყოველი საკუთრებით მიზეზი ნიადაგ უსრულეს არს მის-გამოსა და საზომსა მყოფობისა თჳსისასა ქმნასა შორის მქონებელსა და მომგებელსა, და ესთადვე ორღანოთაცა დაუზესთავდების მიზეზი და კავშირთა და ერთბამად ყოველთა თანმიზეზად წოდებულთა (პრ., კავშ., პეტრ., 75; 49.9-12); რომელსა მისასრულსა შორის ჰქონდის მყოფობაჲ, უფროჲსღა თანმიზეზ იყოს და არა საკუთარ მიზეზ(პრ., კავშ., პეტრ., 75; 49.3-5);
მიზეზ-ი (სიწმიდისაჲ) – τῆς καθαρότητος αἴτιον τό – ყოველი მიზეზი სიწმიდისაჲ წესისა მიერ დამცველობითისა შეიცვის (პრ., კავშ., პეტრ., 156; 94.10-11);
მიზეზ-ი (უკუნქცევითი) – ἐπιστρεπτικόν [αἴτιον] – უკუნქცევითსა მიზეზსა ზომიერირე აქუს წესი, ამისთჳს რომელ ყოველი უკუმქცევი ანუ თჳსდავე უკუნ-იქცევის, ანუ უმჯობესისა მიმართ, ხოლო მოქმედებაჲ აღმყვანებელობითისა მიზეზისაჲ უმჯობესთა მიმართ უკუნმქცეველობით დაისახვის, ვითარ ზენად უსაღმრთოესადმი აღიყვანებს უკუნქცეულთა (პრ., კავშ., პეტრ., 158; 95.25-29);
მიზეზ-ი (უმრავლესთაჲ) – πλειό‡νων αἴτιον τό – მიზეზი უმრავლესთაჲ უძლიერეს და უყოვლიერეს და უმახლობელეს ერთისა, ვიდრე უმცირესთაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 72; 46.4-5); უსაყოველთაოეს არს მიზეზი უმრავლესთაჲ და ამისთჳს უმახლობელეს დასაბამისა (პრ., კავშ., პეტრ., 155; 94.5-6);
მიზეზ-ი დამცველობითი – φρουρητικόν [αἴτιον] τόφρουρητικόν [αἴτιον] τό – უსაყოველთაოეს არს მიზეზი დამცველობითი განმწმედელობისა ძალისასა, რამეთუ თჳთებაჲ დამცველობითისა მიზეზისაჲ მარტივად არს ესე, რაჲთა დაიცვიდეს თითოეულსა წესსა შორის თჳსსა თჳს შორის და პირველ თჳსსა და შემდგომად თჳსსა, ხოლო განმწმედელობითი მოქმედებაჲ – რაჲთა განაყენებდეს უმჯობესთა უდარესთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 156; 94.17-21)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.