ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
ამა ამბ ამგ ამი ამპ

ამაღლებულ-ი

Gk. ἐξαιρέω
 
ამას გულისჴმა-ვყოფთ, ვითარმედ რაჲცა იგი არს, მისი ცნობაჲ და ხედვაჲ ყოველთა არსთაგან შეუვალ არს, ვითარცა ზეშთაარსებისა ყოველთაგან ამაღლებული (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.2); ამისთჳს, რამეთუ ყოვლად ამაღლებულ არს და უმეტესად უცნაურ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); რომელი-იგი ყოვლითავე ყოველსა წესსა ბუნებათასა ზეშთაარსებისა ამაღლებულ არს უქცეველითა მით და შეურევნელითა სიმტკიცითა თჳსითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); - ὑπερανεστηκός - რამეთუ არა მსგავს არს ჩუენი და სხუათაჲ განრჩევაჲ კეთილისა, ვერცა ვინ პოვოს შემსგავსებული და იგივე გონებაჲ მათ-თანა, რომელი-იგი ცხოვნდებიან სოფელსა შინა, გინათუ რომელნი-იგი ამაღლებულ არიან ზეშთა სოფლისა (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 338v)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9