ლოგიკ.:
ზოგადი გვარეობითი ცნება, რომელიც სახეებად იყოფა
- ხოლო მესამედ – ნათესავ ეწოდების, რომელნი სახესა ზედა განეფინებოდინ, რომელთათჳს მრავალ არს სიტყუაჲ ფილოსოფოსთამიერი, რომელნი-იგი იტყჳან: ნათესავ არს განმრავლებაჲ და თითოფერებაჲ სახისაჲ (დამასკ., დიალ., 2,1, ეფრ.) // ხოლო მესამისა სახისაებრ ნათესავად ითქუმის განწვწლებული სახეთა მიმართ, რომლისათჳს სიტყუაჲ ფილოსოფოსთაჲ და, რომლისა განმსაზღვრებელნი იტყჳან: ნათესავი არს უმრავლესთა და სახითა განყოფილთად რაჲარსობით შესმენილი (დამასკ., დიალ., 2,1, არს); მისგან განყოფილთა სახეთა უკუეთუ აქუნდენ ქუეშე კერძო მათსა სხუანი სახენი, მათგან განყოფილნი, სახენიცა არიან უპირატესთა მათთანი, ესე იგი არს, უზემოესთანი, რომელთაგან გამოეკუეთნეს და ნათესავნი – მათგანთანი, ესე იგი არს, უქუემოესთანი და იწოდებიან ნათესავადცა და სახედ ურთიერთასად (დამასკ., დიალ., 2,6, ეფრ.); პირველი არს ნათესავი სახეთაჲ და მიზეზი, დაღათუ რაჲსამიმართთაგანნი არიან ნათესავი და სახე (ამონ., ტარიჭ., 39,13); ნათესავი ვიდრემე რაჲარსობისა შორის შეისმინების, ხოლო განყოფილებაჲ – რომელი რაჲარსობისა შორის (ამონ., ტარიჭ., 49,14); ოთხ-სახედ ითქუმის ბუნებაჲ, ვითარცა პირველ ვთქუ: არსებად და ბუნებად და ნათესავად და ხატებად (ანასტ. სინ., არს., II, 141-142); რომელთა ამათ-ძლითნი განხილვანი წარმოთქუნეს, სხუა ნათესავ-ყოფა თქუეს რაოდენობისა და სხუა – ვითარებისა (მქს., პიროს., გელ., 47,16); ნათესავსა ნერგთასა არა აქუს სიმარჯუე მითუალვად მუსიკობისა (დამასკ., დიალ., 45,6, არს.) – სახეობა, გვარეობა – εἷδος – მეოთხესა ნათესავსა (εἷδος) ვითარებისასა მოსცემს ამისიცა ნაცვალად სახისა (εἷδος) მეტყუელი ნათესავად (γένος) (ამონ., ტარიჭ., 175,7)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.