იესო ქრისტეს ნათლისღება იოანესაგან
- ხოლო რაჟამს წინამორბედისა თჳსისა იოვანეს მომართ მოვიდეს ნათლისღებად (ლეონ., ეპ. 4, არს., S 1463, 218v); რამეთუ მეუფეცა ქრისტე… იოვანეს ნათლისღებასა მოუჴდა (თტე., რიცხ. 47, გელ., A 1108, 83r);
- მეორე ნათლისღებაჲ – δεύτερον βάπτισμα – მეორე ნათლისღებაჲ [იყო] ზღჳსა მიერ და ღრუბლისა, რამეთუ სახე იყო ღრუბელი უკუე სულისაჲ, ხოლო ზღუაჲ – წყლისაჲ (დამასკ., გარდ., 237, არს.);
- მესამე ნათლისღებაჲ – τρίτον βάπτισμα – ნათლისღებაჲ – შჯულიერი, რამეთუ ყოველი არაწმიდაჲ წყლითა განიბანებოდა განირცხებოდეს სამოსელი და ეგრეთ იქმნებოდა შესლვაჲ ბანაკად (დამასკ., გარდ., 237, არს.);
- მეოთხე ნათლისღებაჲ – τεταρτόν βάπτισμα – მეოთხე ნათლისღებაჲ [იყო] იოვანესი, რომელი შემყვანებელობითი იყო და სინანულად მომყვანებელი ნათელღებულთაჲ (დამასკ., გარდ., 237, არს.);
- მეხუთე ნათლისღებაჲ – πέμπτον βάπτισμα – მეხუთე [იყო] ნათლისღებაჲ უფლისაჲ, რომელი მან ნათელ-იღო, ხოლო ნათელ-იღო, არათუ ვითარმცა მას უჴმდა განწმედაჲ, არამედ ჩემსა განითჳსებდა განწმედასა (დამასკ., გარდ., 237, არს.);
- მეექუსე ნათლისღებაჲ – ἕκτον βάπτισμα – მეექუსე ნათლისღებაჲ [იყო] – სინანულისა და ცრემლთამიერი იგი, ნამდჳლვე სატკივარი (დამასკ., გარდ., 238, არს.);
- მეშვიდე ნათლისღებაჲ – ἕβδομον βάπτισμα – მეშჳდე ნათლისღებაჲ [იყო] სისხლითა და წამებისამიერი, რომელი თავადმან ქრისტემანცა ნათელიღო ჩუენთჳს (დამასკ., გარდ., 238, არს.);
- მერვე ნათლისღებაჲ – ὄγδοον βάπτισμα – მერვე ნათლისღებაჲ [იყო] დასასრულისა იგი, არა საცხორებელი, არამედ უკეთურებისა ვიდრემე მომსპობელი (დამასკ., გარდ., 238, არს.);
- ნათლისღებაჲ სინანულისაჲ – βάπτισμα μετανοίας τό – იოანე ... მისატევებელად ცოდვათა ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ ქადაგებდა ნათლისღებასა სინანულისასა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,2I)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.