Gk. σχῆμα τό (ჰენდ. ნაკუეთი და შესახედავი) გარეგნობა, გამოსახულება, ფიგურა, ფორმა, სქემა
- ითქუმის სახედ ნაკუეთიცა და შესახედავი, ვითარ-იგი სახე ანდრიანტისაჲ (დამასკ., დიალ., 2,2, არს.); უსაყოველთაოესი უკუე არს ნაკუეთი, რამეთუ შესახედავიცა ითქუმის ნაკუეთად (დამასკ., დიალ., 38,13, არს.); გუამნი.. ადგილითაცა განყოფილ არიან და ჟამითა განთჳსულ და ნებითა განნაწილებულ და ძალითა და შესახედავითა, ესე იგი არს, ნაკუეთითა და ანაგებითა და შეზავებითა და პატივითა და ჴელოვნებისა ვითარებითა და ყოვლითავე დამსახველობითითა თჳთებითა (დამასკ., გარდ., 56, არს.); ხილულ არს წინამდებარე ხედვისაჲ, ესე იგი არს ხილული გუამი ანუ ფერი, ანუ ნაკუეთი სახისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133v); – τὸ τμήμα – მომრგულებული არს ნაკუეთი გავაკებული ერთისა ღრამმისა მიერ შეცვული (ამონ., ტარიჭ., 15-16); ვითარებისათა ოთხთა გუართა მომცემს ჩუენ არისტოტელი: პირველად ექსსა და დიათესსა, მეორედ ძალსა და უძალობასა, მესამედ ვნებულებითსა ძალსა და ვნებასა, მეოთხედ ნაკუეთსა და მორფსა (ამონ., ტარიჭ., 169,18); ნაკუეთი უსულოთა ზედა ითქუმის, ხოლო მორფი – სულიერთა ზედა (ამონ., ტარიჭ., 170,1); ყოველი განკუეთილი ბუნებით პირველ არს ნაკუეთისა (ამონ., ტარიჭ., 39,34); არა აქუს დასახულებითი ნაკუეთი, რაჲთა სხეულეანად გარე-შეიწეროს (დამასკ., გარდ., 65, არს.); გუამნი ადგილითაცა განყოფილ არიან და ჟამითა განთჳსულ და ნებითა განნაწილებულ და ძალითა და შესახედავითა, ესე იგი არს, ნაკუეთითა და ანაგებითა და შეზავებითა და პატივითა და ჴელოვნებისა ვითარებითა და ყოვლითავე დამსახველობითითა თჳთებითა (დამასკ., გარდ., 56, არს.); ინახვებს მხედვარეობაჲ ... პირველ სხუათასა ფერთა, არამედ მათ-თანავე იუწყებს-და ცხებულსაცა სხეულსა და სიდიდესა მისსა და ნაკუჱთსა (ნემეს., პეტრ., 7; 77. 18-20); ყოველსა სულისა ეტლსა, თანშებუნებებულსა, სამარადისოდ ერთი და იგივე ნაკუეთი და სიდიდე აქუს, ხოლო უფროჲს და უმცროჲს იხილვების და უმსგავსო ნაკუეთითა, სხუათა სხეულთა ოდესმე თანმიდებისა და ოდესმე განყრისათჳს (პრ., კავშ., პეტრ., 210; 125.26-29);
- ნაკუეთის დადება – გამოსახვა – σχηματίζω – ანგელოზი სხეულეანად უკუე ადგილსა შინა არა შეიცვის გარე, ვითარმცა შეისახვოდა და ნაკუეთი დაედებოდა (დამასკ., გარდ., 67, არს.); აჰა-და სქიმაჲცა დავდვა, რომელ არს ნაკუეთი (პეტრ. განმარტ., 1; 11.3)
- ნაკუთო(ვ)ან-ქმნა – σχηματίζω – რამეთუ ამას შინა აღიქმნების, ნაკუთოან-იქმნების და ვითარ რაჲ მორფოან-იქმნების მიმორქუმაჲ ენათაჲ (ნემეს., პეტრ., 14; 93.18-20)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.