ნა ნდ ნე ნი ნუ
ნაბ ნაე ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნაუ ნაქ ნაყ ნაც ნაძ ნაწ

ნამდჳლ-მყოფ-ი

Gk. τὸ ὄντως ὄν
ნეოპლატ. ჭეშმარიტადმყოფი
 
ნამდჳლმყოფი გონიერი გონებაჲ არს და საღმრთო და არმზიარებელი, გონებისადა პირველ წარმოდგომილი (პრ., კავშ., პეტრ., 162; 97,29-31); ნამდჳლმყოფი უსაზღვრო [არს] უკუე, ვითარცა მქონებელი თჳს შორის დაუვსებელსა ცხორებასა და მყოფობასა მოუკლებელსა და მოქმედებასა უცვალებელსა, რამეთუ არცა სიდიდითა და განსაზიდთა მიერ [არს] უსაზღვრო (უდიდო [არს] უკუე ნამდჳლმყოფი, რამეთუ თჳთმდგომარე არს: ყოველი უკუე თჳთმდგომარეობით მყოფი განუნაწილებელ არს და მარტივ), და არცა სიმრავლისა მიერ (რამეთუ ერთებრივ, ვითარცა უმახლობელეს ერთისა დაწესებული და ერთისა თანმიტომებული) არამედ ძალით უკუე უსაზღვროობაჲ მის შორის (პრ., კავშ., პეტრ., 86; 54.11-20); ვინაჲთგან უპირველეს არს ყოველთა ღმრთისა მზიარებელთა ნამდჳლმყოფი, ვითარ აღმოიჩინა, და აღავსებს გონებასა თჳს-გამო, რამეთუ გონებაჲცა მყოფვე არს, ვითარ მყოფისა მიერ აღვსებული (პრ., კავშ., პეტრ., 161; 96.26-28);τὸ ὄν – ყოველთა მზიარებელთა ღმრთისა თჳთებისათა და განღმრთობილთა პირველი არს და უმწუერვალესი ნამდჳილმყოფი, რამეთუ ვინაჲთგან გონებასა და ცხოველობასა დაუზესთავდების ნამდჳლმყოფი, ვითარ აღმოიჩინა, ხოლო შემდგომად ერთისა მიზეზ უმრავლესთა ნამდჳლმყოფი არს: უმწუერვალეს ვიდრემე არს ნამდჳლმყოფი და უერთებრივეს გონებისა და ცხოვლობისა, და ამისთჳსცა ყოველთა უნანარეს. და არა-რაჲ არს სხუაჲ უპირველეს მისსა, თჳნიერ ერთისა (პრ., კავშ., პეტრ., 139; 84.29-31–85.1-5; D. §138); ვინაჲთგან იგინი [ერთებრივნი რიცხვნი] დაჰბრწყინვენ ნამდჳლმყოფსა, გასაგონო (νοηταί) არიან ნამდჳლმყოფისა მიერ (პრ., კავშ., პეტრ., 163; 98.10-11);τὸ ὄν (τοῦ ὄντοζ) – ყოველი მზიარებელი ღმრთეებრთა ერთთაჲ იწყებს პირველ ნამდჳლმყოფისაგან და მისრულდების სხეულებრივისა ბუნებისადმი, რამეთუ პირველი არს მზიარებელთაჲ ნამდჳლ მყოფი, ხოლო უკუანაჲსკნელ სხეული (პრ., კავშ., პეტრ., 140; 85.15-18; D.§139); ყოველნი მყოფნი ანუ გრძნობადნი არიან, ვინაჲ მათ შორის ძალი თნებითი, ანუ ნამდჳლმყოფი და ამისთჳს – გასაგონო (პრ., კავშ., პეტრ., 123; 75.30-31–76.4-6);πᾶν τὸ ὄντως ὄν – ყოველი ნამდჳლმყოფი საზღვრისაგან არს და უსაზღვროჲსა (პრ., კავშ., პეტრ., 89; 56.3); ყოველი ნამდჳლმყოფი უსაზღვრო არს, რამეთუ არცა სიმრავლით არცა დიდობით, არამედ მხოლოდ ძალითა (პრ., კავშ., პეტრ., 86; 54,8-9); ყოველი ნამდჳლმყოფი ანუ პირველ საუკუნოჲსა არს, ანუ საუკუნესა შორის, ანუ იზიარებს და თან-იქონებს საუკუნესა (პრ., კავშ., პეტრ., 88; 55..23-25); ყოველი ნამდჳლმყოფი და ღმრთებრივთა რიცხუთადა დამოკიდებული ღმრთეებრ განსაგონო არს და უზიარებელ (პრ., კავშ., პეტრ., 161; 96.24-25); თუ [სული] საუკუნო არს არსებით, რაბამ ნამდჳლმყოფ არს აობით და მარადის მყოფ (პრ., კავშ., პეტრ., 192; 115.4-5)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9