ოდ ოთ ორ ოს ოქ ოც ოხ
ორ- ორე ორო ორღ

ორღანო-ჲ

Gk. ὄργανον τό
იარაღი, ინსტრუმენტი, საგანი
 
რომელმან მცირესა ნივთსა და წუეთსა თესლისასა საშოსა შინა ჴორცად აღორძინებაჲ უბრძანა და მრავალსახისა ამის და მრავალფერისა ორღანოჲსა ჴორცთაჲსა შესრულებაჲ (დამასკ., გარდ., 302, არს.); თითოეული ჴელოვნებათაგანი... უფროჲს სხუათა ჴელოვნებათაჲსა სწავლად თჳსთა ორღანოთა სახელებსა დასდებს (ამონ., ტარიჭ., 42,9); ვითარ უკუე სულიცა, ვითარცა ორღანოჲსა, თჳსისა სხეულისა მიერ და ბუნებითისა მოქმედებისა მისისა, თჳსთა და თავისა თჳსისათა წარმოაჩენს ბუნებითთა მოქმედებათა (მქს., პიროს., გელ., 46,2); უფლებრივად სხეულთასა სული ყოველთა კაცთაგან აღსაარებულა, რამეთუ ამისგან, ვითარცა ორღანოჲ, მიდრკების სხეული (ნემეს., პეტრ., 1; 6.3-5); ანუ იყოს ორღანო მოქმედისა (პრ., კავშ., პეტრ., 75; 49.5);
ორღანო (სამღდელო) – ἱερόν ὄργανον τό – მოვედ, რაჲთა ზეცისათა მათ გონებათა სამღდელოები შესამოსლები და ორღანოები ძალისაებრ ჩუენისა განვჰმარტოთ (არეოპ., ზეც., 15.4);
ორღანო (საღმრთო) – θεῖον ὄργανον τό – რაჲ არიან საღმრთონი სახენი და ნაწილნი და ორღანონი (არეოპ.. საიდ., ეფრ., 3)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9