ოდ ოთ ორ ოს ოქ ოც ოხ
ოცე ოცნ

ოცნება-ჲ

Gk. φαντασία ἡ
ფანტაზია, წარმოსახვა
 
სარწმუნო ქმნას აღდგომაჲ, ვითარცა ჭეშმარიტებით და არა ოცნებით ქმნილი (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,43II); ხოლო ოცნებაჲ არს შემთხუევაჲ პირუტყულისა სულისაჲ, ნაოცნებისა რაჲსაგანმე ქმნილი (დამასკ., გარდ., 120, არს.); რამეთუ ოცნებასა იტყოდეს [სტოელნი] ვნებად სულისად თჳთ თჳს შორის მჩუჱნებელად, ხოლო ქმნილწარმოდგომილსა – ‘საოცსა’ (ნემეს., პეტრ., 72, 9-11); რომელთა მიერ ყოვლისა ოცნებისაგან წმიდაქმნილად აჩუენა განგებულებაჲ (მქს., პიროს., გელ., 18,9); ვითარცა ყოვლისავე ყრმებრივისა ოცნებისა განმაშორებელთა წმიდათა მათგან სახის-შემოღებათა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1); და მიიღო მონისა ხატი ჭეშმარიტებით, და არა ოცნებით (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v); შეიმოსა ხატი მონისაჲ ჭეშმარიტად, არა ოცნებით (მაქს., მრწ., ეფთ., 7, Q 34, 34v); არცა გრძნობაჲ არს მისი (ღმერთის), არცა ოცნებაჲ, არცა ნებაჲ, არცა სახელის-დებაჲ, არცა სიტყუაჲ, არცა შეხებაჲ, არცა ჴელოვნებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); არამედ ვითარმცა ვინ თქუა, რაჲ არს ეშმაკთა შორის ბოროტი? ვეტყჳთ, ვითარმედ რისხვაჲ პირუტყული, გულის-თქუმაჲ უგუნური, ოცნებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23); და არს მისი მოგონებაჲ და სიტყუაჲ და ჴელოვნებაჲ და შეხებაჲ და ნებაჲ და ოცნებაჲ და სახელი და სხუაჲ ყოველი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.3); ოცნებაჲ უკუჱ არს ვნებაჲ უტყჳსა სულისაჲ, ოცნებულისა ვინაჲსამე ქმნილი (ნემეს., პეტრ., 6; 72.5-6);
სულისა ოცნება-ჲ – ესე-ვითარსა მას უჴმს განწმედაჲ უკუანაჲსკნელთა მათგანცა სულისა ოცნებათა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.10); რომელი ბუნებით სრული ღმერთი იყო, ბუნებით სრულ-კაც იქმნა იგივე, არა ქცეულებითა ბუნებისაჲთა, არცა ოცნებითა განგებულებისაჲთა (φάντασας τήν οἰκονομίαν) (დამასკ., გარდ., 151, არს.); ოცნებაჲ გონებისაჲ არს ერთად შეთხზვაჲ გრძნობისა და ოცნებისაჲ ესევითართა რათმე ყოფათათჳს, რომელნი არაოდეს ყოფილ იყვნენ, რაჲთა იგი შეაერთნეს და ჰრწმანდენ (დამასკ., დიალ., 51,20, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9