საზღვარი საზღვართაჲ
- I. ღმერთი – τῶν ὅρων ὅρος – არს, რომელი ყოველთავე შეჰსაზღვრებდეს, ხოლო თჳთ არავისგან შემოსაზღვრებოდის, რომელი არს მხოლოჲ საზღვარი საზღვართაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 49-53);
II. ღმერთის დადგენილი ზღვარი, საზღვარი, წესი – კუალად სიმართლედ იგალობების ღმერთი... რომელი ყოველთა განყოფათა და წესთა განუჩინებს თითოეულსა ჭეშმარიტებისაებრ ნამდჳლვე სამართალთა საზღვართა მისთაჲსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.7); რამეთუ ყოვლისა ადამანტოვნისა ზღუდისასა უფროჲს დააყენა იგი საზღვარმან დამბადებელისამან (თტე., ისუ. 2, გელ., A 1108, 151v); განაძლიერებს შეერთებულთა ზიარებად და მეგობრობად ურთიერთას, ხოლო განყოფილთა სცავს თჳსთა თითოეულისა წესთა და საზღვართა შინა შეურევნელ და შეუმრღუეველ ყოფად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.5); არამედ თჳთ მას საღმრთოსა მსგავსებასა მიანიჭებს იგი მათ, რომელნი მისსა მიმართ მიიქცეოდინ ძალისაებრითა მსგავსებითა ზეშთა ყოვლისავე საზღვრისა და სიტყჳსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.6); არამედ, საღმრთოჲსაებრ საზღვრისა, მოისპნენ (თტე., ისუ. 15, გელ., A 1108, 162v); უმკობილებაჲ და უწესოებაჲ საღმრთოთა შჯულთაჲ და საზღვართა გარდასლვა არს (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.1);
III. ქრისტეს ორ ბუნებასთან მიმართებაში: ზღვარი – თითოეულსა [ქრისტეს ორ ბუნებას] თჳსი საზღვარი აქვს განთჳსებული (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 130v); სრულებით აქუს მას ორთავე მათ საზღვარი და სიტყუაჲ შემსგავებული – ღმერთეებისასა ვიტყჳ და კაცებისასა (დამასკ., გარდ., ეფრ., 35); არსებითი არს და ბუნებითი, რომელი იყოს, რაჲ ყოფითა აცხოვნებდეს და არა ყოფითა განხრწნიდეს საზღვარსა ბუნებისასა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 130v); [მწვალებელნი] ბუნებისათჳს შჯულთმეტყუელებდეს, და, თუ რაჲ არს საზღვარი ბუნებისაჲ, ამას ყოვლითურთ უმეცარ იყვნეს, და თუ რაჲ არს გუამი, არა უწყოდეს (ანასტ. სინ., არს., IX, 192-194); ყოვლისა ბუნებისა საზღვარ არს არსებითისა მოქმედებისა მისისა სიტყუაჲ (მქს., პიროს., გელ. 46,40);
IV. საზღვარი პირველი – πρώτον πέρας τό – ყოველი წესი ღმრთებრივთა რიცხუთაჲ პირველთა დასაბამთაგან არს: პირველისა საზღვრისა და პირველისა უსაზღვროობისა მიერ (პრ., კავშ., პეტრ., 159; 96.2-3); იხ. პირველი საზღვარი და პირველი უსაზღვროობაჲ – ნეოპლატ. არსთა წარმოების ორი შემოქმედებითი წყარო, ნამდვილმყოფის მხოლონი – შეისწავე, რამეთუ მხოლონი ნამდვილმყოფისანი, რომელ არს პირველი აღმკული და პირველი არსებაჲ საღმრთოჲ და ზესთარი, პირველი რიცხჳ არს და პირველი საზღვარი და პირველი უსაზღვროობაჲ, რამეთუ ამათ მიერ შედგა პირველი შედგმული და პირველი ანაქუსი ნამდვილმყოფისაჲ მის ერთისა მიერ (პეტრ., კავშ., განმარტ., 3; 24.6-10); ორნი წარმოიყენნეს წყარონი არსთანი:.. პირველი საზღვარი, ესე იგი არს პირველი ზესთაჲ გუარი გუართაჲ, რომელი გაასაზღვრებს და გუარ-იქმს და შემოსწერს ყოველთა თჳსსა თჳთებასა შორის (პეტრ., კავშ., განმარტ., 90; 142.31-32–143.1); ორ არიან პირველნი წყარონი ღმრთებრივთა ღმერთთანი: მამებრივი, რომელსა ვიტყჳთ პირველად საზღვრად, და კუალად, დედებრივი, რომელ არს პირველი უსაზღვროობაჲ და მიზეზი სხუად და სხუად გამრავლებისაჲ; რამეთუ უსაზღვროჲ ძალი არს ნიადაგ გამრავლებისა წარმომშობელ, ხოლო პირველი საზღვარი სამარადისოდ მაერთებელ არს და ერთ და გუარმყოფელი (პეტრ., კავშ., განმარტ., 151; 176.16-21); ვითარ აღმოაცისკრებს სოკრატი, რამეთუ იტყჳს: „პირველმან საზომმან ყოველი განზომაო და პირველმან საზღვარმან ყოველი აღსაზღვრაო“, რომელსა ჩუენ აწ ძე უწოდეთ (პეტრ., კავშ., განმარტ., 30; 81.24-27); - ლოგიკ. 1. განსაზღვრება – ὅρος ὁ – საზღვარი განსაზღვრებასაცა დაჰნიშნავს და საზღვრის დადებასა და დასასრულსა (დამასკ., დიალ., არს. 51,2); ერთსახელი შესმენაჲ არს, რაჟამს სახელსაცა და საზღვარსა სახელისასა მითუალვიდეს სიტყუაჲ იგი შესმენისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,2); ხოლო საზღვრისა სიმრთელე არს არცა ნამეტავობაჲ, არცა ნაკლულევანებაჲ ლექსთაჲ (დამასკ., დიალ., არს. 16,9); იგი არს რჩეული საზღვარი, რომელი გარეშეჰსაზღვრებდეს ვიდრემე თჳსსა საქმესა და არარას გარეგნით მისსა დაუტეობდეს (ამონ., ტარიჭ., 53,36); კერძონი ერთისა რაჲსმე საზღვრისა მიმართ შეიყოფვოდინ (დამასკ., დიალ., არს. 36,6);
- 2. – ტერმინი – საზღვრად უწესს, რომლისა მიმართ დაიჴსნების პროტასი (ამონ., ტარიჭ., 110,24); თითოეული წინადადებაჲ საზღვართაგან შემოკრბების (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,2); – ὁρισμός ὁ – საზღვარი რაჲარსობასა დაჰნიშნავს (ამონ., ტარიჭ., 82,37); – λόγος ὁ – ყოველნი თჳსთა აობათაებრ იზიარებენ საზიარებელსა, და დასაბამითგანვე უჭეშმარიტეს, რამეთუ ოქიმათაცა სულისათა ესევითარივე აქუს ურთიერთას საზღვარი (λόγον) (პრ., კავშ., პეტრ., 205; 123.21-23); და ყოველთა ზედა ესევე საზღვარი (καὶ ἐπὶ πάντων ὁ αὐτός εστί λόγος) (პრ., კავშ., პეტრ., 59; 40.4-6; იხ. ასევე, 62; 41.1-12)
VI. ლოკალური საზღვარი – ὅρος ὁ – არცა ადგილითა, გინა საზღვრითა შეპყრობილ არს იგი (ნაზ., ჰომ. 28, 28 ტბელ.); – πέρας τό – რომელთამე შორის საზღვარი დაუძლიერდების შესაზღვრებასა შორის, ხოლო სადამე – უსაზღვროობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 159; 96.8-9); – (ἐκ) περατός καὶ ἀπειρίας – ყოველნი რაოდენვე მყოფნი საზღვრისა და უსაზღვროობისგან არიან პირველ მყოფისა მიერ (პრ., კავშ., პეტრ., 102; 63.19-20)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.