სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჰ საჴ

სახე

  1. Gk. ε采δος τό
    სახე, შესახედავი, გარეგნობა, იდეის ვიზუალური (მატერიალური) ხატი, ფორმა
     
    სახე ეწოდების ხატსა და შესახედავსა (დამასკ., დიალ., ეფრ. 2,2); მიერითგან უხილავი დაბადებული იწყებს შორის შემოსლვად, რომლისა შორის არცა სახე არს, არცა სიდიდე... (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., IV, 4);τρόπος ὁ – პირველნი ნივთნი აგებულთანი, ზემოთქუმულისა მისებრ სახისა, გონებითა იხილვებიან, ხოლო სახენი გუამთა შინა დაწესებულნი და თუალთა მიერ და საცნობელთა განცდადნი შეუღლვილ არიან სიპოხითა (ბას., ექუს., გ. ათ., 46-47);σχήμα τό – [ღმერთმან] ცასა განუჩინა ცისა შემსგავსებული ბუნებაჲ და ქუეყანისა სახესა თჳსი მისი და შესატყუებელი ბუნებაჲ შეჰმოსა (ბას., ექუს., გ. ათ., 17, 9-10);εἰκών ἡ – სახე (გრძნობადი) – ხოლო ჩუენ გრძნობადთა სახეთა მიერ, რაოდენ გუეძლოს, საღმრთოთა ხედვათა მიმართ აღვიყვანებით (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); ამისთჳს გრძნობადთა სახეთაგან ზეშთაცათანი და თითო-ფერებითა და სიმრავლითა ერთობითნი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4); აწ უკუე უჴორცოთა იგი სერაფიმთა თჳთებანი წმიდათა სიტყუებსა შინა გრძნობადებითა სახეებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.6); შესახედაობა, გარეგნობა, ფიგურა, ფორმა – σχῆμα τό – სახე უგუამოდ შეუძლებელ არს (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 9); გამოუჩნდა მას ვინმე, ვითარცა ხატითა კაცისაჲთა, მჴცოვანი ხილვითა, მღდელშუენიერი მორტყმულებითა და შემკულებითა სამოსლისაჲთა, ფრიადისა სათნოებისა მომასწავებელი მადლიერებითა პირისაჲთა და წესიერად დგომითა სახისაჲთა (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 343v);μορφή ἡ – ყოვლისა წესისა უპირველესთა თვსთა უპირატესთა სახე-მორფი აქუს (μορφὴν ἔχει) (პრ., კავშ., პეტრ., 112; 8-9); ვითარნი-იგი იყვნენ პირველნი, ესევითარი ხუდა ამათ-და სახეცა, თანტომი ბუნებისა მათისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 112; 12-13);
  2. Gk. ε采δος τό
    მაგალითი, ნიმუში, სახე
     
    ამას თანა ესეცა საცნაურ იყავნ, ვითარმედ თითოეულისა ყოვლისა პირველ-მოგონებული სახე შეერთებად ითქუმის შეერთებულთა და ყოველთა შემანივთებელ არს ერთი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 13.3);χαρακτήρ ὁ – ამათ ყოველთა წინა-უძღჳს ძალისაებრისა მის კრძალულებითისა მარხვისა სახე (ეკლსტ., გელ., 46. I); საღმრთოთა მათ ხილვათაჲ... დაცვაჲ შეურევნელად ქუემოთა ამათგან სახეთა საცთურებისათა (ნაზ., ჰომ. 2,7, ტბელ.); და არცა უპატიო ყოფაჲ მათი, რომელნი-იგი საღმრთო ხატებ და სახეებ და მსგავსეებ განცხადებულ არიან გამოუთქუმელთა მათ და ზეშთაბუნებისათა ხედვათა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.2); ერთ არს ღმერთი, მამაჲ სიტყჳსა ცხოველისაჲ, სიბრძნისა არსებითისაჲ და ძლიერებისა და სახისა თჳსისაჲ; სრული სრულისა მშობელი, მამაჲ ძისა მხოლოდშობილისაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r) სახე ღმრთისმსახურებისა შჯული ოდენ იყო ბუნებითი (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., H 601, 151II);ἐκτύπωμα τό – გრძნობადნი ესე სულნელებანი სახე იყვნეს საცნაურისა მის მიმცემელობისა და უნივთოჲსა ნათელთ-მოცემისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3);τρόπος ὁ – მითხარ მე სახე, რომლითა მოაქუს ამას უმჯობესობაჲ (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 134v);εἰκών ἡ – რომელნიმე მსგავსებისათჳს შესახედავისაჲსა, ვითარ-იგი სახისაებრ და მაგალითისა (ჰენდ.) (ამონ., ტარიჭ., 113,32);φύσις ἡ – ყოველი ღმრთისა ჴმაჲ დასაბამ გეგმა არს სახისა (გაბალ., ექუს., ანონ., 180);
  3. Gk. χαρακτήρ ὁ
    ანაბეჭდი, ხატი, გამოსახულება (იდეის ვიზუალური ხატი)
     
    ერთი უფალი, მხოლოჲ მხოლოჲსაგან, ღმერთი ღმრთისაგან, სახე და ხატი ღმრთებისაჲ, სიტყუაჲ ძლიერი, სიბრძნე ყოველთა აგებულებისა გარეშემცველი და ძლიერებაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r);ἐκτύπωμα τό – ვინაჲცა არა ნივთსა სახარებისასა, არცა ნივთსა ჯუარისასა, არამედ სახესა მათსა თავყუანის-ვსცემთ (დამასკ., გარდ., ეფრ., 265); ამისნი სიწმიდით მესაიდუმლოექმნილნი მეცნიერ ვიქმნნეთ, თუ ვისთა ხატთა სახე არიან ანუ რომელთა უჩინოთა საჩინოები ესე ხატები (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.2);σύμβολον τό – ხილულნი შეზავებანი... მხოლოდ ღირსებით ტრფიალთა ოდენ სიწმიდისათა განეცხადებიან... კმა-მყოფელთა წიაღვლად სიმარტივითა გონებისაჲთა და ხედვითთა ძალთა სიმარჯჳთა მარტივისა მიმართ და ზეშთაბუნებისა და წინადამყარებულისა სახეთა ჭეშმარიტებისა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1); ვითარ შემსგავსებულად დატევნისა ჩუენისა გრძნობადთა ამათ სახეთა თითო-სახეობისა განმრავლებითა მიემთხუევიან ამას (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); არამედ წმიდათა მიერ სახეთა მოგუცეს ჩუენ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4); აწ... უსაკუთრესთა სახეთა ვიჴუმევთ საღმრთოდ და კუალად მათგან მარტივსა და შეერთებულსა საცნაურთა ხედვათა ჭეშმარიტებასა მივხედავთ ძალისაებრ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); მართებითი სლვაჲ სულისაჲ არს... რაჟამს თჳსთა მიმართ განვიდოდის და გარეშეთა მათგან, ვითარცა სახეთა რათმე მრავალფერ ქმნულთა და განმრავლებულთა მარტივთა მიმართ და შეერთებულთა ხედვათა აღვიდოდის (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.9); რაჲთა არა დაგუავიწყდენ თავნი თჳსნი, და სხუა სახეთა ხატებათა (σχημάτων καὶ μορφῶν) აღჴსნითა შევჰრინეთ გრძნობადთა სახეთა (συμβόλων) თანა უჴორცონი იგი ღმრთის სახელნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5); არათუ სახეებითა (εἰκόσιν) წმიდათ-მაზმნობელთა (ἱεροπλάστοις) ხატოვნებათაჲთა (μορφωτικῶς) გამოისახვენ ღმერთ-მყოფელსა მსგავსებასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); რამეთუ ამასცა ღმერთ-მთავრობითისა მოქმედებისა სახე (εἴκονα) და ხატი (τύπον) აქუს (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.6);ἰδίωμα τό – ზოგადი არს სამთაჲვე ღმრთეებაჲ და საღმრთოჲსა ბუნებისა სახენი (მაქს., მრწ., ეფთ., 3, Q 34, 33r);μορφή ἡ – [გუამთა] მრავალი რაჲ აქუს ერთსა საკუთრად განმყოფელი მისი მეორისაგან: ადგილითა სიშორე და... ცნობითა სხუა სახეობაჲ და ძალითა და სახითა, რომელ არს შესახედავი, და წესითა... (დამასკ., გარდ., ეფრ., 56);σχῆμα τό – არცაღა აქუს სახე, რაჲმთაცა ჴორციელად შეიწერა და შეიხო (დამასკ., გარდ., ეფრ., 65); ფრიად უფროჲს ყოვლისა სხუებრობისა მიერ კერძოჲსათჳს მოპოვნებულთა ხატთა და სახეთა დიდთა და ღმრთივ შუენიერთა და საიდუმლოთა აღჴსნათა მიერ ჯერ-არს გამოწმედაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5);μόρφωσις ἡ – რომელნი ჩუენდა მისაწდომელებსა სახეებსა წინა-განგჳფენენ ზეშთაბუნებისათა მათგან და დაუსახველთა ხედვათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.2);παραδείγμα τό – არა საჭირო არს ყოვლითურთ და უნაკლულოდ მსგავსებაჲ ესევითართა სახეთაჲ, რამეთუ საჭირო ესე არს ამათ სახეთათჳს, რაჲთა მსგავსებაჲცა იხილვებოდის და შეცვალებულობაჲცა, თუ არა, არღარა სახე არს, რამეთუ ყოველსა შინა მსგავსი თჳთ იგი იყოს და არა სახე (დამასკ., გარდ., არს., 220) // არა საჭირო არს, რაჲთა სრულებითსა უნაკლულოებასა ვეძიებდეთ სახედ შემოღებულთა სიტყუათასა, რამეთუ საჭირო არს, რაჲთა სახეთა შინა შევის-წავოთ, თუ რომლითა ნაწილითა მსგავს არს, ანუ რომლითა უმსგავსო (დამასკ., გარდ., ეფრ., 220);πλάσμα τό – თუ ვითართა სიმარტივეთა მიმართ გჳჴმს აღსლვაჲ თითო-ფერობისა ამისგან სახეთაჲსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.1);
  4. Gk. ε采δος τό
    გვარი, სახე, სახეობა
     
    ხის სახე რაჲმე არს ლეღუსულელი პალესტინეს შინა (თტე., ამოს., გელ., 7.14, S 417, 112v); თჳნიერ საღმრთოჲსასა რაოდენსა სახესა ცხორებისასა ყოფად იტყჳ არსთა შორის? (მქს., პიროს., გელ., 24,38); გარეშე საღმრთოჲსა მის რავდენნი სახენი არიან ცხოველობისანი დაბადებულთა შორის? (მქს., პიროს., ეფთ. 8,9); გარდარეულებაჲ და სნეულებაჲ მოკლებანი არიან სახისანი და ნაკლულევანებანი ბუნებითთა წესთანი, რომელი-ესე არა ყოვლად ბოროტ არს, არამედ უდარესობა კეთილისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.27); ღმერთმან პირველ აწ ხილულთა ამათ შესაქმისა გონებად რაჲ მოიღო და ინება არა-არსთა არსად მოყვანებაჲ, ერთბამად მოიგონაცა და, თუ ვითარი ჯერ-იყო სოფლისა ამის არსებაჲ და სახე ნივთისა მის შემსგავსებული მის-თანავე დაჰბადა (ბას., ექუს., გ. ათ., 17, 5-9); შემოქმედისა მიერ დადებული თითოეულისა სახესა შინა მოძრავობისა მიმართ (დამასკ., დიალ., არს. 13,1); ბრძენმან დამბადებელმან ბუნებათამან, ესე იგი არს – სახეთამან, ფერად-ფერადნი განყოფილებანი წარმოაჩინნა გამოსაჩინებელად სიმდიდრესა სიბრძნისა და ძლიერებისა მისისა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r);σύμβολον τό – ზეშთაბუნებისანი იგი და უმსგავსონი სიმარტივენი მრავალ-ფერობითა განყოფილთა სახეთაჲთა განმრავლდებიან და ნივთიერ იქმნებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); რაჲთა ჩუენ აღმიყვანნეს გრძნობადთაგან საცნაურთა მიმართ და მღდელთ-საქმისა სახეთა თითო-სახეობისაგან მარტივთა მათ ზეცისა მღდელთ-მთავრობათა მწუერვალობისა მიმართ (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3);τρόπος ὁ – სახეთა მიერ შეჰრევენ მიუწდომელსა მის წესობასა (გაბალ., ექუს., ანონ., 71);αἴνιγμα τό – ვინაჲ-იგი სამღდელოთა მათ სახეთაგან უდარესნი იგი კეთილად შემკობილნი დასნი აღიყვანებიან მათისა მის მიმართ სამღდელოჲსა ძალისაებრ დატევნისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.2);σχῆμα τό – ჯერ არს გამოწულილვით პოვნაჲ ჟამისაჲ, რაჲთა იპოვოს, თუ ვითარი იყო სახე მათი ურთიერთარს შობასა მას შობილისასა (ბას., ექუს., გ. ათ., 70, 23-24); და სხუებრობასა თითო-სახეთა მათ და მრავალ-სახეთა ღმრთისა სახის ჩუენებათასა სხჳთა რაჲთმე სახითა ყოფად საგონებელ უყოფს გარეგან მისსა, ვითარ-იგი ჩანან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5);ტიპი, - ნაირი – τρόπος ὁ – ორნი არიან სახენი, რომელთა მიერ საჭირო რაჲსავე არსამარადისოობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 49; 34.7-8); ჰქონდის არსებაჲ მისგან, არამედ არ ამით სახითა (პრ., კავშ., პეტრ., 28; 17); არცა რომელი-იგი აქუს, მითვე სახითა არცა რომელი-იგი აქუს, მითვე სახითა აქუს უსაზღვროობისათჳს (პრ., კავშ., პეტრ.,150; 91.12-13);
  5. Gk. εἴδος τό
    ბუნება
     
    სახე, რომელ არს ბუნებაჲ კაცისაჲ (დამასკ., დიალ., არს. 30,2) // ვითარ-იგი სახე ესე იგი არს, ბუნებაჲ კაცთაჲ თჳსსა გუამსა შინა არა იხილვებოდის (ეფრ.); ბუნებად ვიტყჳ პირველითგანვე დამბადებელისა მიცემულსა თითოეულისა სახისა და სჯულსა და ძალსა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r);
  6. Gk. ἰδέα ἡ
    იდეა, გვარი
     
    არიან სახენი გონიერნი თჳთ იგი თავით თჳსით შემტკიცებულნი (ამონ., ტარიჭ., 37,8);
  7. Gk. μόρφωμα τό
    სიმბოლო, გამოსახულება-ნიშანი
     
    [კათაკუმეველნი] ჯერეთ მამულთა მათ სიტყუათაგან იკურნებიან და ცხოველსმყოფელთა სახეთა მიერ დაისახვიან ღმრთით შობილობისა მის მიერ ცხოველთდასაბამისა და ნათელთდასაბამისა და ნეტარისა მის წინამოყვანებისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.6);τύπος ὁ – თითითა დანიშნული იგი სახე ჯუარისაჲ (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 134r); თაყუანის-ვსცემთ სახესა პატიოსანისა ჯუარისასა, დაღათუ სხჳსა ნივთისაგან შექმნილ იყოს, არა ნივთისა პატივისმცემელნი, ნუ იყოფინ, არამედ სახისანი, ვითარცა ქრისტეს ნიშისანი (დამასკ., გარდ., არს., 242);σύμβολον τό – ხოლო კუალად მხედველობასა ვიტყჳთ მათთჳს არათუ ვითარმცა გრძნობადთა სახეთა მიერ მხილველ იყვნეს საცნაურთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2);
  8. Gk. σχῆμα τό
    სახისმეტყველებითი სიმბოლო, „აღყვანებითი“ მეტყველება
     
    რაჲთა განაფრთხოს გონებაჲ ჩუენი გამოძიებად პირისა მის, რომლისა [მხოლოდშობილის უჴორცო ბუნების] მიმართ ითქუნეს სიტყუანი იგი, ამისთჳსცა სიბრძნით და ჴელოვნებით სახე ესე მეტყუელებისაჲ შორის შემოვიდა (ბას., ექუს., გ. ათ., 29, 14-15); სახედ აღიარებენ მხოლოდყოფილსა (გაბალ., ექუს., ანონ., 136);σύμβολον τό – ხესა ნაძჳსასა ჯუარისაჲ მოაქუნდა სახე (თტე., რიცხ. 35, გელ., 1108, 66v); და ამით გამოჩნდების, ვითარმედ არა ნივთსა ვჰმსახურებთ, არამედ სახესა ოდენ ჯუარისასა (დამასკ., გარდ., ეფრ., 242); შეუძლებელ არს ჩუენდა საღმრთოთა მათ და მაღალთა და უნივთოთა მოქმედებათა საღმრთოჲსა ბუნებისათა მოგონებად ანუ თქუმად, უკუეთუ არა ვიჴუმინეთ ხატნი და იგავნი და სახენი ჩუენისავე ამის სიზრქისაგან შემოღებულნი (დამასკ., გარდ., ეფრ., 62);τύπος ὁ – საბანელსა, რომლისა სახე იქმნა მეწამული ზღუაჲ საღმრთოჲსა მოციქულისაებრ (თტე., მიქ., გელ., 7.20, K 1, 410r); აწ უკუე ჭეშმარიტებისა გამობრწყინვებასა უსასყიდლოან არიან აჩრდილი და სახე, რომლისათჳსცა ნამეტავ არს აწ წინადაცუეთაჲ და წინააღმდგომ საღმრთოჲსა ნათლისღებისა (დამასკ., გარდ., არს., 295); აწ უკუე, ვითარმედ სამართლად მოპოვნებულ არიან სახენი დაუსახველთათჳს და მსგავსებანი უმსგავსოთათჳს (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.2); არცა ხედვის მოყუარენი წმიდათა მათ ქანდაკებთა სახეებსა შინა, ვითარცა ჭეშმარიტებასა შინა, ეგრეთ დაშთებოდინ (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.5); სახე იყო ჭეშმარიტისა იესოჲსი, რომელი მსტოართასა მიემსგავსა წესსა (თტე., რიცხ. 25, გელ., A 1108, 57r); არაწმიდა-ყოფაჲ მისი მწუხრადმდე, რომელმან დაწუას დიაკეული, სახედ გულისჴმა იყოფებოდედ მეუფისა ქრისტეს ჯუარის-მცუმელთად (თტე., რიცხ. 35, გელ., A 1108, 67r); ვინაჲცა სახე ცოდვისა და წყევისა არს გუჱლი (თტე., რიცხ. 38, გელ., A 1108, 71r); – (ჰენდ. სახე და მაგალითი) რჩეულად სახედ და მაგალითად მომცემელმან ჩუენდა თავისა თჳსისამან მსგავსებისა მიმართ (მქს., პიროს., გელ. 27,30) // (მქს., პიროს., ეფთ.);τάξις ἡ – რამეთუ კეთილი სახე არს ყოვლისათჳს (ნაზ., ჰომ., ეფთ.);εἰκών ἡ – რამეთუ სახიერებისაგან არს ნათელი და სახე არს სახიერებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4); ამისთჳს ნათელთ-სახელობით იგალობების სახიერებაჲ, რომელმან მზისა შორის, ვითარცა სახისა შორის (ἐν εἰκόνι), აჩუენა პირმშოჲ ხატი თჳსი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4); ეგრეთვე სახიერებისა ღმრთისა საჩინოჲ სახე, დიდი ესე და ყოვლად მბრწყინვალე და მარადის მნათობი მზე (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4);მაგალითი, ნიმუში, პარადიგმა – παράδειγμα τό – წინადაუდგომელთა სახეთა მიერ დაარღუევს მოშურნთა ჰურიათა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 27II);εἰκών ἡ – უნივთოთა მოქმედებათა ღმრთეებისათა გულისჴმის-ყოფაჲ ანუ თქუმაჲ უღონო არს, არა თუ ვიჴუმინეთ სახენი და იგავნი და მაგალითნი ჩუენშორისნი (დამასკ., გარდ., არს., 62);ὑπόδειγμα τό – ხოლო სიტყუაჲ რაჲმე გამოუთქუმელი არს ყოვლად ბრძნისა დამბადებელისაჲ მრავალ-ფერთა მათ ცვალებათა შინა ხატთა მისთასა; ესე იგი არს, რაჲთა მოგუცემდეს ჩუენ სახესა განცხადებულსა ბუნებისა ჩუენისასა (ბას., ექუს., გ. ათ., 77, 11-18); რამეთუ არა შესაძლებელ არს საზოგადოჲსა სახისა ესევითარსა შეერთებასა ზედა მოღებაჲ, ვინაჲთგან სხუაჲ ქრისტე არცა არს, არცა ქმნილ არს, არცა ოდეს იქმნეს სხუაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., II,24); ამის უკუე სახისასა რომელიღა სხუაჲ უსაკუთრესი სახე მიგცეთ თქუენ გუამისაგან ქრისტესისა გამოკუეთილობისა და წვალებისაჲ? (სტით., სომხ. წვალ., არს., II,24); და სიტყუაჲ საიდუმლოჲსაჲ არს სიბრძნისა დამბადებელისაჲ შეცვალებასა შინა ხატთა მისთასა, რაჲთა იყოს ჩუენდა სახე ჭეშმარიტი ბუნებასა შინა ჩუენსა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 92, 20-26); სახესა მას შინა ზეთისასა ვისწავეთ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VI, 6);σχῆμα τό – სახისა მისისათჳს კმა არს ჩუენდა, რომელი იგი თქუა მან (ესაიამ) გალობასა შინა (ბას., ექუს., გ. ათ., 10, 11-13);
  9. Gk. σχῆμα τό
    წარმოდგენა, წარმოსახვითი ფორმა
     
    საყოველთაო მათდა არს სახე, რამეთუ ხატებასა სულიერთასა სახეცა ეწოდების (დამასკ., დიალ., ეფრ. 38,13); არა შეწმასნილითა სახითა, რაჲთამცა გონებითსა უშუერებასა მაოცნებლობით შეიმკობდა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.3);ἀμόρφωτον ούσίαν – რამეთუ წმიდანი ღმრთისმეტყუელნი ზეშთაარსებისასა მას და უსახოსა სახესა (ἀμόρφωτον οὐσίαν) მრავალ-გზის ცეცხლის-სახედ დაჰსახვენ (ἐν πυρὶ διαγράφουσιν) (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.2);
  10. ლოგიკ.
     
    1) ცნების დაშლა, დაყოფა, განფენა სახეებად, გვარის ქვეჯგუფი – სახე – ε采δος τό – სახე [არს] დანიშნვითი ჴმაჲ მრავალთა და რიცხჳთა განყოფილთა რაჲარსობისა შორის შესმენილი (ამონ., ტარიჭ., 51,32); სახე არს განფენაჲ ნათესავისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 2,3); და სახენი ნათესავისაგან განიყოფვიან და რომელთა არა აქუნდეს ნათესავი, არა არიან სახენი (დამასკ., დიალ., არს. 2,4); განყოფილებასა შინა გუამოვნებათასა ზოგადობითა სახისა მათისაჲთა ერთისა ბუნებისა მქონებელად იხილვებიან (სტით., სომხ. წვალ., არს., I,7); კუალად სახესა ერთი აქუს აქესი მისთა უპირველესთა მიმართი, რამეთუ შემდგომთა მისთა მიმართ არღა აქუს მერმე, რამეთუ ერცერთი რაჲ არს შემდგომად სახისა (ამონ., მოსახს., ტარიჭ., 62,9-11);εἰδικώτατον εἶδος τὸ – წმიდანი მამანი სახედ სახოვანად განაწესებენ სახელსა არსებისა და ბუნებისა და ხატებისასა (μορφή ἡ) და ერთად უწოდენ არსებისა და ბუნებისა და სახისა სახოვანსა სახესა (დამასკ., დიალ., ეფრ., 27,2 იხ. დამასკ., დიალ., 2,21);

    2) თვისობრიობის სახე – ε采δος τό – ნივთი ყოფასა მიჰმადლებს თითოეულსა, ხოლო სახე – რომელობასა და ეგევითარობასა (ამონ., ტარიჭ., 82,13);ἴδιος – სამნი სახენი არიან რომელობისანი, ესე იგი არიან, მიმდგომნი (დამასკ., დიალ., ეფრ. 38,19); სახენი რომელობისანი (// ვითარებისანი (არს.))) ოთხ (დამასკ., დიალ., ეფრ. 38,4);τρόπος ὁ – სახითა ოდენ განყოფილებისაჲთა (διαιρετικός τρόπος) აღირიცხვიან (დამასკ., გარდ., ეფრ., 233); არიან სახენი განყოფისანი რვა (დამასკ., დიალ., ეფრ. 14,5); ორნი არიან ბუნებანი ქრისტესნი სიტყჳთა და სახითა განყოფილებისაჲთა (სტით. სომხ. წვალ., არს., II,5);σκοπός ὁ – შესაძლებელ არს მისვე საქმისაჲ სხჳთა და სხჳთა სახითა სხუასა და სხუასა შესმენასა შინა შეყვანებაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 36,21);σκοπός ὁ – ხოლო სახენი სიტყჳსგებისანი არიან ორ: (ანასტ. სინ., არს., I.19); – სახეობა – τρόπος ὁ – განთჳსულობაჲ საღმრთოთა სახელთაჲ არს: მამაჲ და ძე და სული, და მიზეზი და მიზეზისაგანი და უშობელი და შობილი და გამომავალი, რომელნი-ესე არა არსებისანი არიან მაუწყებელნი, არამედ ურთიერთას თჳსებისა და გუამოვნებისა სახისანი (დამასკ., გარდ., ეფრ., 61);τροπή ἡ – ქრისტეს ზედა თქუმულთა სახენი ნათესავობითნი არიან ოთხ: რამეთუ რომელნიმე უწინარეს განკაცებისა შეეტყუებიან მას და რომელნიმე – შეერთებასა შინა, რომელნიმე – შემდგომად შეერთებისა, ხოლო რომელნიმე – შემდგომად აღდგომისა (დამასკ., გარდ., არს., 270);წესი, მეთოდი – τρόπος ό – სახე ჴელოვნებისა მათისაჲ [ქუეყანისმოქმედთა და ნერგთმოღვაწეთაჲ] ესევითარი არს, რამეთუ უნდოსა რასმე ფურცელსა მისქუეშე მყოფით თუალითურთ სხვისა ნერგისაგან ამოჰკუეთენ და სხუასა უძლიერესსა და უმჯობესსა ნერგსა ზედა ეგრეთვე მას მასვე ადგილსა მიუზავებენ და დაამყნიან (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., I, 3);τρόπος ὁ – რომლითა სახითა შეჰკრებს მფრინველი მართუჱთა თჳსთა ფრთეთა ქუჱშე (თტე., მიქ., გელ., მიზეზი, K 1, 390r);φύσις ἡ – შობს არა თუ ჩუენ სახედ (φύσιν), არამედ თჳსითა წესითა (გაბალ., ექუს., ანონ., 120)
  11. Gk. αχῆμα τό
    ტიპი, ჟანრი, ფორმა
     
    არისტოტელმან თქუმილისა მიზეზისათჳს იჴუმია სახე ესევითარისა ლექსისაჲ (ამონ., ტარიჭ., 110,19); [არისტოტელი] პირებისა მიმართ მეტყუელთაჲსა დაჰნაკუთავს სახესა ლექსისასა და მარტივად რაოდენმან სიკეთემან იცის დაშუენებაჲ სიტყჳსაჲ ხოლო ეპისტოლეთა შინა ჩანს წარმმართებელად სახესა (ἡ χαρακτήρ) ეპისტოლეთასა (ამონ., ტარიჭ., 100,33)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9