სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სუე სულ სურ

სულ-ი

  1.  
    1. πνεῦμα τό – სულ ვიდრემე არს წულილი და უნივთოჲ და დაუსახველი, გამომავალობითი მყოფობაჲ, ხოლო სულად ითქუმის ვითარცა მყოფი ყოვლად წამ მსგავსად წამისა ყოვლით კერძო მალიად მისლვისათჳს და ძრვისა, ხოლო პან უწოდიან ყოველსა, ნევმა – წამსა, ხოლო ერთად შეკრებასა ორთასავე – პნეუმა, რომელ არს სული. ითქუმის უკუე წერილთა შინა სული ოთხსახედ: სული – სულიწმიდაჲ, სული – ანგელოზი, სული – კაცობრივი, სული – ქარისაჲ... (ანასტ. სინ., არს., II 115); სული მრავალსახედ გულისჴმა-იყოფების: პირველად – სული წმიდაჲ. და კუალად, სულ ეწოდების საქმეთაცა და ძალთა სულისა წმიდისათა. და კუალად, სულ არს ანგელოზიცა სახიერი. და სულ არს ეშმაკიცა. და სულ არს სულიცა კაცისაჲ. და არს ოდესმე, რომელ გონებასაცა სულად სახელ-ედების. სულ ეწოდების ქარსაცა და სულ – ჰაერსაცა (დამასკ., გარდ., ეფრ., 70) // (დამასკ., გარდ., არს., 70);

    2. ψυχή ἡ – სული ვიდრემე არს არსებაჲ ცხოველი, მარტივი და უსხეულოჲ (დამასკ., გარდ., არს., 112); არა არს სული ცნობასა შინა, არამედ ცნობაჲ სულსა შინა (დამასკ., დიალ., ეფრ. 1,5) // (დამასკ., დიალ., ეფრ. 1,5); არს უკუე სული არსება, ხოლო ცნობაჲ – შემთხუევითი (დამასკ., დიალ., ეფრ. 1,5); არა სადმე ერთისა არსებისანი არიან სული და ჴორცნი (დამასკ., გარდ., არს., 199); სიკუდილი არს განყოფა სულისა და ჴორცთაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 131v); აწ სადმე კაცი არს მცირე სოფელი, რამეთუ ჰქონან სული და ჴორცნი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 131r); მან ყოველივე კაცთა ბუნებისაჲ მიითუალა ჩუენისა ცხორებისათჳს, სული გონიერი და ჴორცნი (დამასკ., გარდ., ეფრ., 64); რამეთუ ესე არს სიბოროტე ჴორცთაცა შინა და სულთა და გონებათა, განვრდომაჲ და მოუძლურებაჲ ბუნებითთა მათ კეთილთა თჳსთა წესთაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.27) ანუ ნუუკუე სული-მე არსა მიზეზ ბოროტთა, ვითარ-იგი ცეცხლი განჴურვებისა, და ყოველთა, რომელთა მიეახლოს, აღავსებს ბოროტითა? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.30); ანუ თუ კეთილ არს ბუნებაჲ სულისაჲ, ხოლო მოქმედებანი თჳსნი ოდესმე ეგრეთ ჰქონან და ოდესმე არა ეგრეთ? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.30); ψυχή ἡ // πνεῦμα τό ამეთუ განყოფილებაჲ არს ბუნებისა სულისა და ჴორცთაჲ (მქს., პიროს., ეფთ., 13,16) // არსებითისათჳს განყოფილებისა სულისა და სხეულისა მისისა (მქს., პიროს., ეფთ., 41,15); ბუნებასა კაცთასა ერთად ვიტყჳთ: სულისაგან და ჴორცთა შეზავებულსა, ხოლო გუამთა მათთა – მრავლად (სტით., სომხ. წვალ., არს., V,4);πνεῦμα τό – რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ჰქონან, ვითარ მე მხედავთ მქონებელად (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v);

    3. სულის სახეობები – πνεῦμα τό – არამედ ორღანო მისდა წინაჲთნი ტჳნებრივთა ძარღუთა მუცელნი და მათ-შორისი მფშჳნვიერებითი სული (ψυχικὸν πνεῦμα τό) (ნემეს., პეტრ., 73, 11-12); არამედ სულსა მხედველობითსა არ ჰაზრობნ ესეოდენისა ძალისა გამოვლენად და მითუალვად, რათამცა გარემოუთხია ყოველთა აღჩენილთა (ნემეს., პეტრ., 76, 15-17); რამეთუ ცხოველობითი სული (ζωτικὸν πνεῦμα τό) მისგან ნასხმანთა-მიერ სხეულთა ყოველთად დაითესვის (ნემეს., პეტრ., 113, 14-16);ψυχή λογική ἡ – თჳს სულისა სიტყჳერისა [არს] მხოლოდ მის და ოდენ მარტოდ ცხორებაჲ, გაგონებაჲ და სიტყჳერი წადიერებაჲ (იოან. დამასკ. ორთა ნებათ. და ბუნებ. არს. S1463 131v); ჴორცნი სულიერნი სულითა სიტყჳერითა და გონიერითა (νοερά) არა-პირველქმნილნი შეიმოსნა (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v) // (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v) // მიიხუნა უკუე ჴორცნი სულიერქმნილნი სულითა სიტყჳერითა და გონიერითა (დამასკ., გარდ., არს., 205); [ძემ]... დაუშენნა თავსა თჳსსა უბიწოთაგან და წმიდათა სისხლთა მისთა: ჴორცნი სულიერნი, სული სიტყჳერი და გონიერი (დამასკ., გარდ., არს., 151);ψυχὴ νοερά ἡ – მან ყოველნივე კაცისანი მიიხუნა ცხორებისათჳს ჩუენისა – სული გონიერი და ჴორცნი და თჳთებანი კაცობრივისა ბუნებისანი (დამასკ., გარდ., არს., 64);ψυχὴ λογική ἡ – და მიიხუნა მისგან ჴორცნი სულითურთ პირმეტყუელით (მაქს., მრწ., ეფთ., 7, Q 34, 34v)

    4. სული ღმრთისაჲ – πνεῦμα τοῦ θεοῦ τό – სული რაჲ ღმრთისაჲ ვისწავეთ, თანამყოფი სიტყჳსაჲ და გამომაცხადებელი მოქმედებისა მისისაჲ, არა უგუამოჲ მშჳნვაჲ გულისჴმა-ვყავთ (დამასკ., გარდ., არს., 44);
    საღმრთოჲ სული – πνεῦμα τό – წმასნაჲ ზღაპართაჲ არა საღმრთოჲსა სულისა, არამედ წინააღმდგომისაჲ არს (თტე., რიცხ. 22, გელ., A 1108, 55r);სულმან საღმრთომან შემქმნა მე, სულმან (πνοή ἡ) ყოვლისამპყრობელისამან მასწავა მე (დამასკ., გარდ., ეფრ., 45);

    5. ცრუ, ბოროტი სული – πνεῦμα ψεῦδον τό – რამეთუ დაადგინა სული მტყუარი (თტე., მიქ., გელ., 2.10-11, K 1, 395v); რამეთუ მაცთურმან სულმან წინაჲსწარმეტყუელთა შორის მეტყუელმან (თტე., მიქ., გელ., 2.10-11, K 1, 395v); წინააღმდგომთა სულთაგან შორის-მოქმედებულნი წინაჲსწარმეტყუელნი (თტე., მიქ., გელ., 3.11, K 1, 396v); სულისაგან მიმოტაცებულისა და ბილწისა აღსავსე არს ყოველივე ქუეყანა ვიდრემდის ვითარ ეგების მის ყოვლისავე აღმოვსებაჲ (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 321v);

    6. ადამიანი, ადამიანის სული – πνεῦμα τό – ყოველი სული, აღმსაარებელი იესუ ქრისტეს ჴორციელად მოსლვისაჲ, ღმრთისა მიერ არს (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v);ψυχή ἡ – არამედ სულით და ჴორცით სრულ-ქმნასა მოსწრაფე არიან (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 321r); რომელნიმე უძლურებითა სულისაჲთა ზედა-აღდგომასა ვნებათასა ვერ თავს-იდებენ (თტე., რიცხ. 29, გელ., A 1108, 61r); აღჴოცით აღიჴოცოსო სული იგი, რამეთუ ცოდვაჲ მისი მას ზედა იყოს (თტე., რიცხ. 29, გელ., A 1108, 61r); ნებებაჲ უკუე არს თჳთ იგი მნებებელობითი ძალი, ბუნებით მიცემული სულისადა დამბადებელისა მიერ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 133r); რომელი მოვიდა სულებისა კაცთაჲსა ცხოვნებად, არა წარწყმედად (ლეონ., ეპ., არს., 6; S 1463, 219r)

    7. ელინ. ფილოს. – ψυχή ἡ – რამეთუ დიმოკრიტოს უკუჱ და ეპიკუროს და ყოველთა სტოელთა ფილოსოფოსთა, შეზავებულად სხეულად სული აღმოთქუჱს (ნემეს., პეტრ., 23, 24-26); ψυχαί αἱ – ამათ დიდთა და წმიდათა გონებათა შემდგომად არიან სულნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.2);ἱεραί ψυχαί αἱ – სულნი წმიდანი დაღათუ უდარესისა მიმართ ამის საწუთროჲსა ქცევადობისა იბრძოლებოდინ და კეთილად იპყრობდენ თავთა თჳსთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.1)
  2.  
    ქრისტ. დოგმატ.
    1. სული წმინდა – πνεῦμα τό – სულიცა უფალ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1);῞Αγιον Πνεῦμα τό – და გამოვიდა სული წმიდაჲ უჟამოდ და უჴორცოდ (მიქ., მრწ., ეფთ., 2, Jer. 151, 82v);

    2. სამების სხვა წევრებთან მიმართებაში – მამისაჲ – მამობაჲ და ძისაჲ – ძეობაჲ და წმიდისა სულისაჲ – გამოსლვაჲ (მიქ., მრწ., ეფთ., 3, Jer. 151, 83r); რამეთუ სრული ღმერთი არს მამაჲ, და სრული ღმერთი არს ძე, და სრული ღმერთი არს სული წმიდაჲ (მიქ., მრწ., ეფთ., 4, Jer. 151, 83r); ერთი სული წმიდაჲ, რომელსა მამისაგან აქუს არსებაჲ და ძისა მიერ მოეცემის (ცხად არს, ვითარმედ კაცთა) (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი და ერთი ძჱ შობილი და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი (მიქ., მრწ., ეფთ., 1, Jer. 151, 82r); რამეთუ ოდესცა იყო მამაჲ, იყო ძეცა და სული წმიდაჲ (მიქ., მრწ., ეფთ., 2, Jer. 151, 82v); და (ძჱ) შობითა ოდენ განყოფილი მამისაგან და სულისა წმიდისა (მიქ., მრწ., ეფთ., 2, Jer. 151, 82v); სული წმიდაჲ – თჳთგუამოვანი, მამისა და ძისა თანაარსი და თანადაუსაბამოჲ და თანამფლობელი (მიქ., მრწ., ეფთ., 2, Jer. 151, 82v); უშობელობითა ოდენ განყოფილი ძისა და სულისაგან, და თჳთებითა მით მამობისაჲთა (მიქ., მრწ., ეფთ., 2, Jer. 151, 82r); რამეთუ არცა მამაჲ ძედ გინა სულად შეიცვალების, არცა ძე – მამად ანუ სულად, არცა სული წმიდაჲ – ძედ გინა მამად (მიქ., მრწ., ეფთ., 3, Jer. 151, 83r); ამას ყოველსა თანა აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა წყლითა და სულითა, განმწმედელსა ბილწებათა სულისა და ჴორცთა (მიქ., მრწ., ეფთ., 11, Jer. 151, 86r) // ამას ზედა აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა წყლისა მიერ და სულისა, განმწმედელსა ყოვლისავე ბრალისა, სულისა და ჴორცთა (მაქს., მრწ., ეფთ., 11, Q 34, 35v); რამეთუ სადაცა მამაჲ არს, მუნცა ძე არს და სული წმიდაჲ, და სადაცა ძე არს – მუნცა მამაჲ და სული წმიდაჲ, და სადაცა სული წმიდაჲ არს, მუნცა მამაჲ და ძე (მიქ., მრწ., ეფთ., 4, Jer. 151, 83r); არამედ სიმრავლითა მით კაცთმოყუარებისაჲთა სათნო-იყო ნებითა მამისა და სულისა წმიდისაჲთა თჳსისა დაბადებულისა გამოჴსნაჲ (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v); კუალად ამისიცა სწავლაჲ მოგჳღებიეს სიტყუათაგან წმიდათა წერილთაჲსა, ვითარმედ წყარო ღმრთეებისა არს მამაჲ, ხოლო ძე და სული ღმერთმშობელისა მის ღმრთეებისა, ესრეთ თუ ჯერ-არს თქუმად, მორჩ ღმრთივ მცენარე და რეცა ყუავილ და ზეშთაარსებისა ნათელ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); ძე იშვა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 217v); მიდგომილ უკუჱ იქმნა, ცხად არს, ვითარმედ სულისაგან წმიდისა (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 217v); მშობელობაჲ უკუჱ ქალწულსა სულმან წმიდამან მიანიჭა (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 217v); და შებერვითა თჳსითა მიანიჭა სული წმიდაჲ (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v);
  3.  
    ნეოპლატ. არსის სტრუქტურის მესამე, სულთა რიგის მხოლო – ψυχή ἡ – ყოველი სული დაუზღრომელ არს და უხრწნელ (პრ., კავშ., პეტრ., 186; 111.26); ყოველი სული არსებაჲ არს უსხეულოჲ და განყენებადი სხეულთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 186; 111.12); სული უსხეულო არს და გარეგან ყოვლისა ქუედმდებარისა და თჳთ თჳს-შორის არს და თჳსდადმი უკუნ იქცევის: დაუზდრომელ ვიდრემე და უხრწნელ (პრ., კავშ., პეტრ., 187; 112.3-5); სული არცა სხეულებითი არსებაჲ არს და არცა სხეულთაგან განუშორებელი, არამედ, რომელ უწყის თჳთებაჲ თჳსი, საჩინო [არს] (პრ., კავშ., პეტრ., 186; 111.18-20); ყოველი სული თჳთცხოველი არს, უკუეთუ უკუმქცევ არს თჳსდმი. რამეთუ ყოველი უკუმქცევი თჳსდმი თჳთმდგომ და სულიცა ვინაჲვე თჳთმდგომ, რამეთუ წარმოაყენა თჳთებაჲ თჳსი (პრ., კავშ., პეტრ., 189; 113.2-4); ყოვლისა ვიდრემე სულისადა არსებაჲ საუკუნოჲ მხუდარ არს, ხოლო მოქმედებაჲ მებრ ჟამითი (პრ., კავშ., პეტრ., 191; 114.29-30); ყოველი სული ცხოველობაჲ არს და ცხოველი, რამეთუ, სადაცა წარმოდგეს სული, ესე ცხოველ-იქმნების საჭიროდ; და დაკლებული სულისგან მყის ცხოველობისგანცა უნაწილო იქმნების (პრ., კავშ., პეტრ., 188; 112.8-10); ყოველი სული არსებაჲ არს ცხოვლობითი და ცნობითი, და ცხორებაჲ არსებითი და ცნობითი, და ცნობაჲ ვითარ არსებაჲ და ცხორებაჲ. და ყოველივე ერთბამ მის შორის: არსებითობაჲ, და ცხოვლობითობაჲ, და ცნობითობაჲ; და ყოველი ყოველსა შორის და თჳს-თჳს თითოეული (პრ., კავშ., პეტრ., 197; 117.17-21); სული არა არს პირველი და უზიარებელი ცხოველობაჲ, ვინაჲ ერთბამად ცხოველცა იყოს და ცხოველობა სული (პრ., კავშ., პეტრ., 188; 112.29-31); ყოველი სული ანუ საღმრთოჲ არს, ანუ ქცევადი გონებისაგან უგონებობადმი, ანუ საშუალი ამათი, სამარადისოდ უკუე გამგონე, მაგრა უდარესი საღმრთოთა სულთაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 184; 110.10-12); ყოველი სული მახლობელობით გონებისა მიერ წარმოდგა (პრ., კავშ., პეტრ., 193; 115.15); ყოველი ვიდრემე სული გონებისა მიერ იწარმოებს (პრ., კავშ., პეტრ., 193; 115.16-17); ყოველი გონებაჲ, ზიარებული ვინაჲვე და მხოლოდ-ოდენ გონიერი, იზიარების სულთა მიერ (ὑπὸ ψυχῶν), არცა ღმრთებრივთა და არცა განგონებასა და უგუნურებისა მიერ ქცევადთა, რამეთუ არცა საღმრთონი სულნი არიან ესევითარ და არცა გონებისა მზიარებელნი (პრ., კავშ., პეტრ., 183; 109.31 – 110.1-3); ღმერთსა ეზიარებიან სულნი საშუვლობითა გონებისაჲთა, ვითარ აღმოიჩინა, და არცა მიდმოქცევათა არიან შემწყნარებელ, რამეთუ ყოველი გონებაჲ სამარადისოდ არსებით და მოქმედებით გონიერთა მიერ იზიარებვის (პრ., კავშ., პეტრ., 183; 110.4-7); ყოველსა სულსა ჰქონან თჳს შორის ყოველნი გუარნი, რომელნი ჰქონან პირველ გონებასა (პრ., კავშ., პეტრ., 193; 115.26); ყოველი სული მოქცევთა მიერ ჟამისათა განიზომების (პრ., კავშ., პეტრ., 200; 119.12); ყოველი სული შედგომილი და მიდევნებული არს ღმრთებრივთა და უდარესი ერთებრივთა რიცხუთა, ხოლო ზესთმდებარე არს ნაწილებითთა სულთა (პრ., კავშ., პეტრ., 202; 121.3-5); თითოეული სული, სამარადისოდ ღმრთეებრისა რიცხჳსადა შედგომილი, უმრავლესთა ემძღუარვის ნაწილებითთა სულთა, მბაძავი საღმრთოჲსა სულისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 204; 123.4-5); ყოველსა სულსა სამარადისოჲ აქუს სხეული, პირველ მისდა მზიარებელი (პრ., კავშ., პეტრ., 207; 124.18-19); სულმან, ოდესმე განგონემან (ποτὲ νοοῦσαν) და ოდესმე არა, უსაშუვლოდ გონებისა ზიარებად ვერ უძლო (პრ., კავშ., პეტრ., 175; 105.18-19); ყოველი მიზეზი პირველ მიზეზოანისაცა იმოქმედებს, და მიზეზოანსაცა თანა, და კუალად შემდგომად მიზეზოანისა სხუათაცა წარმოაყენებს. ამისგან უკუე საცნაურ, რამეთუ რაოდენთაცა მიზეზ არს სული, და გონებაჲცა მიზეზ; და არა რაოდენთა გონებაჲ – და სულიცა მიზეზ. არამედ რამეთუ პირველ სულისასა იმოქმედებს, და რასაცა მისცემს სული შემდგომთა, უფროჲს ხოლო მისცეს იგი გონებამან (პრ., კავშ., პეტრ., 57; 38.31-34); დასცხრეს რაჲ სული მოქმედებათაგან თჳსთა, უბრწყინავს გონებაჲ მისაცემთა თჳსთა, რომელთაჲ ვერ შეუძლო სულმან მიცემაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 57; 39.1-2); – ყოველი სხეული ... თანმეარსეობითა სულისაჲთა მიდრკების მისგან და ცხოვლობს სულისა მიერ და ვიდრე იყოს სული წარმოდგომილ მისდა [სხეულისადა], ვითარცა-რაჲ თჳთმიმდრეკი იყოს (პრ., კავშ., პეტრ., 20; 17.16-18); მხუდარ არს სულისადა თჳთმიმდრეკი ბუნებაჲ, და ვინათაცა წარმოუდგეს, თან-მისცემს მათ თჳთმიმდრეკობასა (პრ., კავშ., პეტრ., 20; 17.16-18)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9