ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
აღ- აღბ აღგ აღდ აღზ აღთ აღი აღკ აღლ აღმ აღო აღპ აღრ აღს აღტ აღუ აღქ აღყ აღშ აღძ აღწ აღხ აღჴ

ა(ღ)უგებელ-ი

Gk. ἀγένετον τό
შეუქმნელი
 
ოდეს ერთითა „ნარითა“ დაიწეროს, ვითარმედ - „აგენიტონ“, აუგებელსა მოასწავებს, ესე იგი არს, არაშექმნულსა (დამასკ., გარდ., 51, ეფრ.); არამედ ვითარცა ზეშთა ყოვლისა აუგებლობისა დათავისუფლებით აუგებელი და მარადის არსი და თჳთ სრულ-არსი და იგივედ მყოფი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.4); რამეთუ არა თუ ყოვლითურთად და განფენითად აუგებელად და ყოვლად ჭეშმარიტებით სამარადისოდ გულისჴმა-იყოფების ყოველთა ადგილთა თქუმული იგი სახელი საუკუნოჲსაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 10.3); - ἄκτιστον τό - ვითარ შესაძლებელ არს მისვე ბუნებისაჲ ერთბამად აგებულცა და აუგებელ ყოფაჲ, მოკუდავ და უკუდავ, გარეშეწერილ და გარეშეუწერელ? (სტით., სომხ. წვალ., არს. I, 6); რამეთუ უკუეთუ აგებულ არს იგიცა, უეჭუელად აგებულ არს ვისგანმე, ვიდრემდის მივემთხჳნეთ ვისმე აუგებელსა (დამასკ., გარდ., 38, არს.); ზღვარ არს წაღმართუვალი დადგომაჲ, ხოლო შეუსაზღვრებელ არს მხოლოჲ აუგებელი ღმერთი (ანასტ. სინ., არს., II, 63-65); აუგებელნი შემდგომობისაებრ სიტყჳსა უეჭუელად უქცეველცა არიან (დამასკ., გარდ., 37, ეფრ.); რამეთუ რაჲ-იგი არს არსებით მამაჲ, ეგევითარივე თანამონათესავე არს და ძეცა, გინათუ აუგებელისაგან აუგებელი, გინა მოკუდავისაგან მოკუდავი და კაცისაგან კაცი (ანასტ. სინ., არს., II, 109-110); ყოველი თჳთმდგომარე აუგებელ არს გუამოვნებით (პრ., კავშ., პეტრ., 45; 32.19); [ყოველსა ზიარებადსა სულსა] აუგებელი აქუს გუამოვნებაჲ და უხრწნელი (პრ., კავშ., პეტრ., 196; 116.28); ყოველი სული ზიარებული სხეულთა არს მჴმარებელ, პირველთა და სამარადისოთა, და აუგებელთა და სამარადისოთა მებრ არსებით (პრ., კავშ., პეტრ., 196; 117.12-13)
Synonym: უქმნელი, უჴრწნელი
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9