ნებაჲ (βούλμσις) არს ვითარება-ქმნილი ნებაჲ (θέλησις) ბუნებითი, ესე იგი არს, ბუნებითი და სიტყჳერი წადიერებაჲ (ο‡ρεξις) რომლისამე საქმისაჲ (დამასკ., გარდ., 128, არს.); – θέλημα τό – ნებაჲ ოდესმე ნებებასა (θέλησις) მოასწავებს, ესე იგი არს, ძალსა მნებებელობისასა და ეწოდების მას ნებაჲ ბუნებითი (θέλημα φυσικόν) ხოლო ოდესმე – ნებებითსა (τὸ θελητόν) და ეწოდების მას ნებაჲ მეცნიერებითი (θέλημα γνωμικόν) (დამასკ., გარდ., 131, ეფრ.);ნებაჲ თანამოსახელე სიტყუაჲ არს, რამეთუ ოდესმე უკუე ნებებასა (βούλησις) დაჰნიშნავს, ხოლო ოდესმე მნებებელობითსა ძალსა (θεητικὴν δύναμιν) და ოდესმე თვით მას სანებურსა (αυτὸ τὸ θελητόν), რომელ წინამდებარე იყვის ნებისა (τῇ θελήσει), ე. ი. თვით მას საქმესა, რომელი უნდეს (θέλει) ვისმე (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v);ნება ვიდრემე არს არსებისა გონიერისა და სიტყჳერისა გულისსათქუმელისმიმართი სურვილი, რამეთუ ყოველი გონიერი, ცხად-არს, ვითარმედ მნებებელცა არს (ანასტ. სინ., არს., II, 6-239); – θέλησις ἡ – თჳთმფლობელობაჲ ნებად განასაზღვრეს მამათა (მქს., პიროს., გელ., 26,24); – τὸ θέλειν – მნებებელობითი (θέλησις ἡ) და ნებაჲ ბუნებითი არს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129v); – ἡ γνωμικὴ θέλησις – გუამოვნებითი და თჳთგამორჩევითი ნებაჲ არს წადიერებაჲ გემოვნებითი გამორჩევისაებრ თჳსისა მჴუმეველისა გუამოვნებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133r); – γνώμη ἡ – ამისსა შემდგომად წინა-დაიდებს და შეიყუარებს განზრახვისა მიერ გამორჩეულსა მას და ბჭობით აღრჩეულსა და მას ეწოდების ნება. ხოლო უკუეთუ განბჭოს და არა წინა-დაიდვას განბჭობილი იგი, არცა შეიყუაროს, არა სახელ-ედების ნება (დამასკ., გარდ., 129, ეფრ.); გუამნი... ადგილითაცა განყოფილ არიან და ჟამითა განთჳსულ და ნებითა განნაწილებულ (დამასკ., გარდ.,56, არს.);ნებაჲ და ჴმარებისა მიმართ მიმართებაჲ მოქმედებანი არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132r); – δόξα ἡ – გრძნობაჲ მარტივი ნებაჲ არს მრავალგამომეძიებელისა გონებისაჲ (დამასკ., დიალ., 51,19, ეფრ.); – φύσις ἡ – ბუნებრივი თვისება – ნება არს ძალი საღმრთოჲთა ბრძანებითა მინიჭებული თითოეულისა სახისადა, რომლითა მოქმედად და მვნებელად იხილვების (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129v); [სანებური] წინამდებარე იყვის ნებისა, ესე იგი არს თჳთ მას საქმესა, რომელი უნდეს ვისმე (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v);
1. ღვთის ნება – βούλευμα τό – ნებაჲ ღმრთისაჲ და პირველი მიმართებაჲ გონებისა აღძრვისაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 40, 19-20); [ღმერთი არს]… არა რომლისა საზომისაგან ცნობილი, არამედ მხოლოდ თჳსითა ოდენ ნებითა განზომილი (დამასკ., გარდ., 45, არს.); – βούλησις ἡ – ღმრთისა ბუნებასა შინა ნებასა თანა ძლიერებაჲ შეერთებულ არს (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 1); რაჟამს ღმრთეებისა მიმართ მივხედნეთ ... და ერთისა მის ღმრთეებისა ნებისა და მოქმედებისა (დამასკ., გარდ., 58, ეფრ.); არამედ სიმრავლითა მით კაცთმოყუარებისაჲთა სათნო-იყო ნებითა მამისა და სულისა წმიდისაჲთა თჳსისა დაბადებულისა გამოჴსნაჲ (მიქ. მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v) // (მაქს., მრწ., ეფთ., 7, Q 34, 34v) // (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v); ვითარმცა ვერ-შემძლებელი მსახურ-ყოფასა საღმრთოჲსა ნებისასა(დამასკ., დიალ., ეპ. 2, არს.); – θέλημα τό – საზომ საღმრთოჲსა ძლიერებისა ნებაჲ მისი იქმნების და ნება სიბრძნე არს (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 1); ხოლო მისდა საცნაურითა ნება რაჲმე არს სიტყჳერებით მაცხოვნებელ ჩუენდა და ზეშთა ჩუენსათა მათ არსებათა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3); ხოლო იგავ-ყოფად ვიტყჳთ ღმრთის შორისთა მათ არსებათ მოქმედთა და ერთობითად წინა-მყოფობითთა სიტყუათა, რომელთა ღმრთის-მეტყუელებაჲ წინა-განსაზღვრებად უწოდს და საღმრთოდ და კეთილად ნებად განმაჩინებელად და მოქმედად არსთა, რომლითა ზეშთაარსებისამან მან ყოველნი არსნი წინა-განსაზღვრნა და მოიყვანნა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); [ყოველთა შემოქმედმან] … წამისყოფითა ნებისაჲთა არსებად მოიყვანა სიდიდე ესე ხილულთა ამათ (ბას., ექუს., გ. ათ., 3, 25-26); თვითმფლობელობით ინება საღმრთოჲთა და კაცობრივითა ნებითა, ვინაჲთგან ყოველსა სიტყჳერსა ბუნებასა უეჭუელად თანანერგად აქუს თჳთმფლობელი ნებაჲ (დამასკ., გარდ., 207, არს.); რამეთუ ეგერა წინაგამოჩინებულ იქმნა მამათაგან ნება-ყოფაჲ ბუნებითისა თჳთჴელმწიფებისა (მქს., პიროს., გელ., 36,34) // რამეთუ ნებად უწესეს მამათა ბუნებითსა მას თჳთმფლობელობასა (მქს., პიროს., ეფთ., 11,19); – θέλησις ἡ – რამეთუ არ წინაუძღვიან უფლისა შორის ნებასა ბუნებითნი (მქს., პიროს., გელ., 23,24) // რამეთუ არა უფლებდეს უფლისა თანა ბუნებითნი საქმენი ნებასა ზედა (მქს., პიროს., ეფთ., 6,26); გულით გამოეძიებენ ნებასა ღმრთისასა კეთილსა და სათნოსა (ეკლსტ., გელ., 71. I); – ὁρμή ἡ – ყოველნივე არსნი შეცვულ იყვნეს პირველსა მას შინა ნებასა ღმრთისასა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 8); – εὐδοκία ἡ – ვითარმედ არა რომლითა სახითა გინა სიტყჳთა ჴორცშესხმისაჲთა ეზიარნეს ძესა მამაჲ და სული, თჳნიერ ნებითა ხოლო (დამასკ., გარდ., 175, ეფრ.);
2. დოგმატ. იესო ქრისტეს ორი ნება – θέλημα τό – სხუათა სადმე ბუნებითთა თჳთებათა თანა ნებათაცა ბუნებათასა თანაღსაარებად იიძულნეთ (მქს., პიროს., გელ., 24,22) // სხუათა მათ ბუნებითთა წესთა თანა, ორთაცა ნებათა და ორთა ბუნებითთა საქმეთა აღსაარება გჳღირს (მქს., პიროს., ეფთ., 7,26); – θέλησις ἡ – საღმრთოჲ ვიდრემე ნებაჲ მისი დაუსაბამო იყო და ყოველთა მოქმედ, მიმდგომად ნებისა მქონებელი ძალისაჲ და უვნებელ იყო (დამასკ., გარდ., 207, არს.); არს კეთილადმსახურებითცა და ბოროტადმსახურებითცა ქრისტეს ზედა თქუმაჲ ორთა ბუნებათაჲ, ეგრეთვე – ნებისაცა და მოქმედებისა და სხჳსა ყოვლისა სარწმუნოებიანისა სიტყჳსაჲ (ანასტ. სინ., არს., I, 55-57); ორთა ბუნებათა ნებითა და საქმითა, ურთიერთას გუამითა შეერთებულთა (მიქ., მრწ., ეფთ., 8, Jer. 151, 85r); ერთი შეზავებული გუამი ორითა სრულითა ბუნებითა, და ორითა ბუნებითითა ნებითა და ორითა საქმითა, ერთ გუამად შეერთებულითა უცვალებელად და შეურევნელად (მაქს., მრწ., ეფთ., 8, Q 34, 35r);
Gk. βουλή ἡ
ადამიანის ნება:
ლოცვათა დღისა და ღამისათაჲ შეუძლებელ არს შეწირვაჲ საღმრთოჲსა ჴელისა, ესე იგი არს, სახიერებისა და ნებისა საქმე არს (ეკლსტ., გელ., 56. I); ვინაჲთგან ადვილად შესაბრკოლებელ არს კაცობრივი ნებაჲ(ეკლსტ., გელ., 114. II); – θέλημα τό – ნება ბუნებით ღმრთივდაბადებულ კაცისა არს ძრვაჲ, საცნაური, გულისსათქუმელობითი, ბუნებისაებრი, ნაწილი სულისაჲ, სასურველისა მიმართ მიმზიდველი კაცისაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 246-248); უკუე მუნ არად საჴმარ არს სიტყუაჲ, არამედ ზრახვათაგან გულისათა გზაჲ ნებისაჲ(ბას., ექუს., უძვ., ანონ., 41,5); – θέλειν τὸ – პირმეტყუელთა ბუნებითი წესი არს თჳთმფლობელი ნებაჲ(მქს., პიროს., ეფთ., 8,29); მერმეცა, უკუეთუ ყოველთა კაცთა შორის არს ნებაჲ (მქს., პიროს., გელ., 26,25);
ნებაჲ ჴორციელებრი – θέλημα σαρκικόν τό – არა ვიტყჳ, ნუ იყოფინ ქრისტეს შორის ორთა ნებათა თავისა თჳსისა მბრძოლთა და წინააღმდგომთა, არცა ყოვლად ნებასა ჴორციელებრსა ანუ ვნებულსა ანუ ბოროტსა (ანასტ. სინ., არს., I, 77-80); – γνώμη ἡ – ესევითარსა ბოროტქმნილსა კაცსა თჳსისა ნებისა უდებებამან არა კეთილად აჴმარება ქველისმოქმედებაჲ იგი დამბადებელისაჲ (დამასკ., გარდ., 284, ეფრ.); – ρποαίρεσις ἡ – არჩევანი – მათ უეჭუელად თანა-ედვას ქცეულებაჲცა ანუ განხრწნადობითა, ანუ ნებისა შეცვალებითა (დამასკ., გარდ., 37, ეფრ.); ბოროტ იქმნნეს ნებითა თჳთმფლობელითა (დამასკ., გარდ., 80, ეფრ.); – τρόπος ὁ – ესრეთ არარას არგებს ნათესავკეთილობაჲ, არათუ ვისმე აქუნდეს ნებაჲ კეთილი (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,25I);