ნა ნდ ნე ნი ნუ
ნებ ნერ ნეტ ნეფ

ნებება-ჲ

  1. Gk. βούλησις ἡ
    ზოგადად
     
    რამეთუ ნებებაჲ არს წადიერებაჲ (ὄρεξις) და სურვილი სიტყჳერი საქმისა რაჲსაჲმე (დამასკ., გარდ., 128, არს.);θέλειν τό – საჴმარ არს ცნობად, ვითარმედ არა ერთ არს ნებებაჲ და ვითარ-ნებებაჲ (πῶς θέλειν), რამეთუ ნებებაჲ ბუნებისაჲ არს, ვითარ-იგი ხედვაჲ, რამეთუ ყოველთა კაცთა შორის არს; ხოლო ვითარ-ნებებაჲ არა ბუნებისა, არამედ ჩუენისა სათნო-ჩენისაჲ არს (დამასკ., გარდ., 180, არს.);θέλημα τό – ნებებაჲ არს აღძრვაჲ სიტყჳერი და ცხოველობითი, მხოლოდ ბუნებითთა ოდენ წესთაგან შესრულებული (დამასკ., გარდ., 128, ეფრ.); ხოლო ნებებაჲ ითქუმის მსრბოლობისათჳს ფრიად ბუნებასა თანა მის მიერ ნებებულისა მიმართ ანუთუ ნებებულისა მიღებისა, ესე იგი არს პყრობისათჳს (ანასტ. სინ., არს., II, 239-241);θέλησις ἡ – ნებაჲ ოდესმე ნებებასა მოასწავებს, ესე იგი არს, ძალსა მნებებელობისასა და ეწოდების მას ნებაჲ ბუნებითი, ხოლო ოდესმე – ნებებითსა და ეწოდების მას ნებაჲ მეცნიერებითი (დამასკ., გარდ., 131, ეფრ.); ეთჳსების უსხეულოთაცა და გონიერთა ძალთა სიტყჳერითა წადიერებითა (ὄρεξις) გონებისაჲთა, რომელ არს ნებებაჲ, პირველი ძრვაჲ გონებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); ნებებაჲ უკუე არს წადიერებაჲ ცხოვლობითი და სიტყჳერობითი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133r); ნებებაჲ უკუე არს, ნეტარისა კლიმენტოჲსებრ, ძალი საკუთარი ნამდვილვე წადიერებითი, და კუალად წადიერებაჲ სიტყჳერისა შესატყჳსი ბუნებისაჲ და კუალად თჳთმპყრობელისა გონებისა თჳთჴელმწიფე (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v); ნებაჲ თანამოსახელე სიტყუაჲ არს, რამეთუ ოდესმე უკუე ნებებასა დაჰნიშნავს, ოდესმე მნებებელობითსა ძალსა, ოდესმე თჳთ მას სანებურსა ... (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v); ნებებაჲ არს თჳთ იგი მნებებელობითი ძალი სულისაჲ, რომლითა ვინებებთ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133r) // ნებებაჲ არს თჳთ იგი მნებებელობითი ძალი ბუნებით მიცემული სულისა და დამბადებელისა მიერ, რომელ არს შემძლებელობაჲ ნებებად (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133v); ბუნებით სიტყჳერსა ძალად აქუს ბუნებითად სიტყჳერი წადიერებაჲ, რომელი ნებებადცა ითქუმის გონიერისა სულისად (მქს., პიროს., გელ., 20,33) // შდრ. ნებაჲ (მქს., პიროს., ეფთ., 4,24); პირველვნებული სადმე არს ჩუენ შორის ნებებაჲ (მქს., პიროს., გელ., 37,3) // შდრ. ნებაჲ (მქს., პიროს., ეფთ., 11,28);δόξα ἡ – ოცნებისაგან იქნების ნებებაჲ (დამასკ., გარდ., 127, ეფრ.);
  2. Gk. βούλησις ἡ
    ღვთის ნება
     
    ღმრთისათჳს ნებებასა უკუე ვიტყჳთ, ხოლო განრჩევასა და განზრახვასა საკუთრად არა ვიტყჳთ (დამასკ., გარდ., 130, ეფრ.); გრწმენინ ყოფაჲ აღდგომისაცა მკუდართაჲსაჲ საღმრთოჲთა ნებითა და წამისყოფითა, რამეთუ თანამორბედად ნებებისა აქუს ძალი (დამასკ., გარდ., 303, არს.);θέλημα τό – ხოლო თჳთმფლობელობით ინებებდა ნებებითა საღმრთოჲთა და კაცობრივითა (დამასკ., გარდ., 207, ეფრ.); ხოლო უსაჩინოესთა მამათასა ერთი ნებებაჲ თქუეს ღმრთისა და წმიდათაჲსა (მქს., პიროს., გელ., 19,30); ვითარცა ღმრთად მყოფი მამაჲ ნებებით ცხოველჰყოფს მკუდართა (მქს., პიროს., გელ., 37,35);θέλησις ἡ – ეგრეთვე რომელსა ენებოს სხჳსა და სხჳსა ნებებისა და მოქმედებისა ქადაგებაჲ ღმრთეებისა და კაცებისა ქრისტესისაჲ, ნუ ვითარ დამთხუევით მსგავსად უსწავლელთა, პირუკაროთა და გამოუცდელთა და ურცხჳნოთა ვიეთსამე იტყჳს ორთა ბუნებათა და ნებათა და ორთა ბუნებითთა მოქმედებათა (ანასტ. სინ., არს., I, 63-66);θέλειν τό – ნებებაჲ მისი არარაჲთ წინააღმდგომ არს ღმრთისა, ღმერთქმნილი ყოვლად (მქს., პიროს., გელ., 32,23) // შდრ. მისი ნებაჲ არცა წინააღმდგომ იყო, განღმრთებულ ყოვლითურთ (მქს., პიროს., ეფთ., 9,8); აქუნდა ბუნებითად, ვითარცა ღმერთსა და ვითარცა კაცსა, ნებებაჲ (დამასკ., გარდ., 205, არს.);
  3. Gk. ὄρεξις ἡ
    ხორციელი ნება, წადილი
     
    არს ოდესმე გულისწყრომაჲ ნებებისათჳს ნაცვლისა მიგებისა (დამასკ., გარდ., 118, ეფრ.); გულის-თქუმისყოფად პირუტყუთა ვიტყჳთ დაუპყრობელობასა რასმე და ნივთიერსა დაუმჭირველობასა მათ შორის აღმოცენებულისა მის აღძრვისა გინა ჩუეულებისასა შეცვალებადთა მათ მიმართ ქმნილისა ვნებულისა სიყუარულისასა და პირუტყულსა მას ძლეულებასა ჴორციელისა ნებებისასა, რომლითა ყოველთა ცხოველთა მიმართ მიიზიდვოდიან გრძნობადისა მის გულის-თქუმისა მიერ (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.4)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9