- ვინაჲთგან უკუე ნებსითი საქმესა რასმე შინა არს და უნებლიეთად საგონებელიცა საქმესავე რასმე შინა არს (დამასკ., გარდ., 133, არს.); ნებსითი არს არცა იძულებით, არცა უმეცრებით ქმნილი, ვინაჲცა ნებსითი ვიდრემე არს, რომლისა დასაბამი, ესე იგი არს მიზეზი, თავისა შორის თჳსისა მოაქუნდეს მეცნიერსა სათითოეულოთასა, რომელთა მიერ და რომელთა შინა იყოს საქმე (დამასკ., გარდ., 134, არს.); რამეთუ უკუეთუ ბუნებითთა მეტყუელი ქრისტეს ზედა ნებათაჲ მოსპობს მის ზედა ყოველსა ნეფსითსა მოძრავობასა (მქს., პიროს., გელ., 21,15) // აწ უკუე რომელი ბუნებითთა იტყოდის ქრისტეს ზედა ნებათა, ნებსითსა საქმესა მისსა დაჰჴსნის (მქს., პიროს., ეფთ., 4,38); ნეფსითი ჩუენ-შორისთა ჴელმწიფებათა შორის არს (ნემეს. პეტრ., 32; 133.1-2); რაჲცა მებრ წინააღრჩევითი არს, და ნეფსითიცა არს? არამედ სანაცვლოდ არ უკუნექცევის, რომელ ვინაჲვემცა ესე იქმნა, ვითარმცა იგივე იყო ნეფსითი წინააღრჩევაჲ, ხოლო აწ უმეტესთა ზედა ვჰპოებთ ნეფსითსა, რამეთუ ყოველსა წინააღრჩევასა ვინაჲვე-და ნეფსითად, არამედ არა ყოველი ნეფსითი წინააღრჩევასა შორის; რამეთუ ყრმანიცა და უტყუნი ნეფსით ვიდრემე იქმან, არა ვიდრემე-და წინააღმღჩეველნი და რაოდენსაცა უკუჱ გულისწყრომისა მიერ ვიქმთ, არა წინაგანმზრახნი ვიქმთ (ნემეს. პეტრ., 33;134.6-13)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.