ნა ნდ ნე ნი ნუ
ნივ ნის ნიშ ნიჭ

ნივთიერი

Gk. ὑλικὰ τὰ
მატერიალური
 
ამიერ აჩუენებენ მათსა ყოველთავე ნივთიერთაგან ზეშთასოფლისად ამაღლებულებასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3); და თჳსნი იგი წმიდანი სიტყუანი ნივთიერთა შინა დაწერად კაცთმოყუარებით სათნო-იყო (მიქ., მრწ., ეფთ., 15, Jer. 151, 86v); ვინაჲთგან უკუე საღმრთოჲ იგი სიბრძნე მეცნიერ არს თავსა თჳსსა, ყოველსავე სცნობს უნივთოდ ნივთიერთა და განუყოფლად განყოფილთა, ერთობითად მრავალთა და ერთითა ყოველთა მეცნიერ არს და დაჰბადებს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2);ὑλικός – ხედვაჲ არს გულისჴმის-ყოფაჲ ნივთიერთაცა ბუნებათაჲ (დამასკ., დიალ., 220,72, ეფრ.);ὑλική προσπαθεία – ანუ არა მაშინ უფროჲს მახლობელ არიანა ანგელოზებრთა სათნოებათა, რაჟამს რაოდენ ეძლოს, განაშორონ სურვილი იგი საღმრთოჲ ნივთიერთაგან ვნებულებათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.8); [ანგელოზთა ცხადი სახის-მწერლობა] აღსძრავს [გონებას], რაჲთა განიყარნეს ნივთიერნი ესე ვნებულებანი (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.5); არცა ზიარისა რაჲსაგანმე შემოკრბებიან იგი ამისსა მიმართ, არამედ ყოვლისავე ნივთიერისა ვნებისაგან განწმედილნი საცნაურად და უნივთოდ ერთ-სახეობით სცნობენ საცნაურებასა საღმრთოთა საიდუმლოთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); და არცა ერთსა ნივთიერსა სურვილთაგანსა უტევა სლვად მის შორის (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 343r); ხატ ყვნეს ნივთიერნი ესე ნათელნი და გონებითისა ხედვითისა აღმოვსებისა წარმოთქუმითნი ესე წმიდანი მოწფობანი (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); ყოველივე სიზრქე ნივთიერი განაგდო (დამასკ., დიალ., ეპისტ.1, არს.);ἔνυλος – და ესე მაშინ აქუს ამათ, ოდეს-ესე ჴორციელსა ამას ჰაერს შორის მყოფ არიან და ნივთიერისა ცეცხლისა მიერ აღგზებულ არს ნათელი მათი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.4); კაცობრივებითა საღმრთონი და ნივთიერითა უნივთონი და ჩუენითა ამით ზეშთა-არსებათანი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4);πρόσυλος ἡ – რომელთაგან ნივთიერნი და ვნებულნი დაიბადებიან ბუნებითთა მათ ერთ სახეთა თანა-წარტაცებად (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.8); მათ ფრიად ზრქელთა და ნივთიერთაჲთა, ვითარმედ ესე-ვითარნი იგი უშუერნი მსგავსებანი ჭეშმარიტ არიან ზეშთაცათათა მათთჳს და საღმრთოთა სახილველთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3); ხოლო ნივთიერსა და მრავალ სალმობიერსა შეცვალებასა ჰყოფენ დამხსნელთა მათ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.7); ხოლო სხუანი არა უწყი, თუ ვითარ ნივთიერთა მოგონებათა მიმართ მიდრკეს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.2); რომელთა-იგი შენ იტყჳ წმიდად, უკუეთუ ნივთიერისა ამისდა ქუეყანიერისადა შემშჭუალულ არიან უეჭუელად, საღმრთოჲსა ტრფიალებისაგან განვრდომილ არიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.8); რომელნი-ესე რეცა უპირატესნი რაჲმე არიან და უპატიოსნესნი მისთჳს მოპოვნებულთა სახეთანი და ნივთიერთა სახოვნებათასა რეცა თუ ზეშთა ყოფად ვითამე საგონებელნი (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3); არა მიტევებს ჩუენ განსუენებად ნივთიერთა ამათ კნინთა სახეთა შინა დაშთომითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3); არცა ვითარცა ნივთიერთა ოდენ ოცნებათა მიუღებელნი (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); ქებათანი იგი ნივთიერნი და მეძვურნი მრავალ ვნებულებანი (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1);ὑλικὴ οὐσία ἡ – სამყარო დაწესებულ არს დასასრულად ნივთიერისა არსებისა (ნოს.,პასუხ. ექუს., გ. ათ., IV, 1);ὑλικὴ φύσις – მატერიალური, სხეულებრივის მქონე ბუნება – ხედვაჲ არს გულისჴმის-ყოფაჲ ნივთიერთაცა ბუნებათაჲ, რომელ არიან ცხოველნი და ნერგნი და ქვანი და სხუანი ესევითარნი (დამასკ., დიალ., 52,9, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9