ღვთის დიდება, ხმით შესხმა, გალობა
- და სამღდელოდ გალობენ აღსაარებულთა მათ და მისვე აღმსაარებელთა ერთ ძალთა და მასვე ძალთა ფსალმუნთა სიტყუებისა გალობებსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.II); – ἄδουω – იცნან რაჲ თჳსი გალობაჲ ზენათა ძალთა, რომელსა დაუდუმებელად უგალობენ სამგუამოვანისა და სამწმიდისა ბუნებისასა ერთსა მეუფებასა და უფლებასა (სტით., სომხ. წვალ., არს. III,6); – δοξάζω – დიდება – მართლმადიდებლობით უგალობდით წმიდასა სამებასა (ნაზ., 41,8, ეფთ.); – ὑμνέω – და უბრძანებს... გალობად ღმრთისა (თტე., მსჯ. 12, გელ., A 1108, 180r); საღმრთოსა ჭეშმარიტებასა და სიბრძნეთა უზეშთაესსა მას სიბრძნესა ვითარცა ძალად და ვითარცა სიმართლედ უგალობენ ღმრთისმეტყუელნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.1); – μελῳδέω – რომლისათჳს ნეტარი დავითცა, გალობდა რაჲ, იტყოდა (თტე., რიცხ. 15, გელ., A 1108, 50v); – ψάλλω – რამეთუ მეცხრესა მას გალობასა ღმრთისმშობელისასა სხუათა მათ რვათა ფსალმუნთა თანა გალობათა თქუენთასა არა შეჰრთავთ, რაოდენ გზისცა ჰგალობდეთ გალობათა თჳნიერ კჳრიაკითი – კჳრიაკედ ოდენ, ვითარცა იტყჳთ (სტით., სომხ. წვალ., არს., IV,5)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.