გა გე გზ გო გრ გუ
გა( გა- გათ გალ გამ გან გარ

გალობა-ჲ

Gk. ὕμνος ὁ
ღვთის დიდება, ხმით შესხმა, გალობა
 
ხოლო გალობასა მას რომელნიმე აღსაარებად უწოდენ, ხოლო სხუანი – იგავად მსახურებისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.7); და განათლებულნი მათ მიერ ღმერთ-მთავრობითითა მით გალობითა ზეშთასოფელსა განვბრწყინდეთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); ესრეთ მიუღებიეს ეკლესიასა ღმრთისასა გალობად გალობაჲ სამწმიდაარსობისაჲ (სტით., სომხ. წვალ., III,7; III,4, არს.);ᾠδή ἡ – იცნან რაჲ თჳსი გალობაჲ ზენათა ძალთა, რომელსა დაუდუმებელად უგალობენ სამგუამოვანისა და სამწმიდისა ბუნებისა ერთსა მეუფებასა და უფლებასა (სტით., სომხ. წვალ., III,6 არს.); ხოლო საღმრთოთა მათ გალობათა სამღდელოდ აღწერილებასა პირად აქუს მაქებელ ყოფაჲ ყოველთა ღმრთის-მეტყუელებათა და ღმრთის-მოქმედებათა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.4);μελῳδία ἡ – იწყებს წმიდასა მას გალობასა ფსალმუნთასა მის თანამგალობელ ქმნითა ყოვლისავე საეკლესიოჲსა შემკობილებისაჲთა ფსალმუნთასა მას მღდელ-მეტყუელებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.II);κανών ὁ – რამეთუ წერილ არს დაწყებასა გალობისა მის თქუენისასა, ვითარმედ გალობანი ღმრთისმშობელისა ხარებისანი (სტით., სომხ. წვალ., IV,4;5 არს.); ფსალმუნება – რომელიმე აქებდინ... მღჳძარებისა და გალობისა მისისა სიმჴნესა (ნაზ., ჰომ., 21, 56, ეფთ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9