შერჩევა
- ესრეთ შემდგომად მოწლეობისა იქმნების წინააღრჩევაჲ, ესე იგი არს გამორჩევაჲ, რამეთუ წინააღრჩევაჲ არს ორთა წინამდებარეთაგან აღრჩევაჲ და გამორჩევაჲ ამისი წინაჲსწარ სხჳსა (დამასკ., გარდ., 129, არს.);
- გამორჩევა (საღმრთო) – θεία ἐκλογή ἡ – აუწყებდეს მღდელთ-მთავრობითსა მას მწყობრსა საღმრთოჲსა გამორჩევისა მიერსა ქმნულებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.5); – κρίσις ἡ – რამეთუ არა სიტყუაჲ, ანუ განზრახვაჲ, ანუ განხილვაჲ, ანუ გამორჩევაჲ იჴუმევის (დამასკ., გარდ., 207, არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.