- გუასურვებს იგი ნებისა მიმართ ღმრთისა, რომლითა იგი გჳჩუენებს კუალსა და სახესა გამოუთქუმელსა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 40, 29-30); სიტყუაჲ რაჲმე გამოუთქუმელი არს ყოვლად ბრძნისა დამბადებელისაჲ მრავალ-ფერთა მათ ცვალებათა შინა ხატთა მისთასა (ბას., ექუს., გ. ათ., 77, 11-18); გამოუთქუმელ არს ღმერთი და მიუწდომელ (დამასკ., გარდ., 33, ეფრ. // არს.); საცნაურად სულნელ-მყოფელისა იგი სრულ-მყოფელისა მოსლვაჲ გამოუთქუმელ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); გამოუთქუმელ არს ყოვლისა სიტყჳსაგან ზეშთასიტყჳსა იგი სახიერებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); ყოვლისა ღმრთის-მეტყუელებისასა უგანცხადებულესიცა იგი იესუჲსი ჩუენებრ ჴორცთ-შესხმაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელვე არს ყოვლისა სიტყჳსაგან და უცნაურ ყოვლისა გონებისაგან, ვიდრეღა თჳთ მათ უმოხუცებულესთა ანგელოზთაგანცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.9); ყოველი ღმრთებრივი ზესთ არსებითისა თჳს შორის ერთ-ქმნისა მიერ გამოუთქუმელ არს (ἄῤῥετον) და უცნაურ ყოველთა შემდგომთაგან, არამედ მისდა ზიარებულთაგან იცნობვის და მიიწთომვის (პრ., კავშ., პეტრ., 123.75,26-28);
- გამოუთქუმელი სიტყუაჲ – λόγος ἄῤῥετος – გამოუთქუმელ არს ყოვლისა სიტყჳსაგან... გონებაჲ მოუგონებელი, სიტყუაჲ გამოუთქუმელი, უტყუებაჲ, მოუგონებლობაჲ, დაუსახველობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1);
- გამოუთქუმელი სახიერებაჲ – ἄῤῥετος ἀγαθός – შენ გულისჴმა-ჰყოფდ მას სამღდელოდ ჩუენდა მომართისამდე შთამომყვანებელად თავისა თჳსისა საღმრთოჲსა მისთჳს და გამოუთქუმელისა სახიერებისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.10);გამოუთქუმელისა სახიერებისა მჴუმეველი (თტე., მიქ. 7.18, K 1, 409v); – ἀπόρρητος ·· – საჴმარ იქმნა გამოუთქუმელისა საიდუმლოჲსა განგებულებაჲ (ლეონ., ეპ. 3, არს.; S 1463, 218r); – ἀρρητότατος – წმიდისა მის სიყუარულისა და მემსხუერპლეობისა საღმრთოთა მცნებათაჲსა უდასაბამიერეს წინაგამომავალობა არს საღმრთო ყოფაჲ ჩუენი გამოუთქუმელითა დაბადებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.I.1); – ἄφατος – რამეთუ მიზეზად წინა-უც ეკლესიასტეს მხოლოდ მითხრობაჲ ოდენ გამოუთქუმელისა ღმრთისა სიბრძნისა და გამოუკულეველისა ძალისა... (ეკლსტ., გელ., 26.1) – ἄφραστος – მყისსა მას უკუე გამოუთქუმელისა მის ღმრთისა ძლიერებისა არსთა აგებულებისა დაბადებასა „დასაბამად“, ესე იგი არს, „თავად“ უწოდა მოსეს მიერ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II,7); გამოვაჩინეთ ... თუ რაჲ არს გამოუთქუმელისა შობისა მისისა დღესასწაული (სტით., სომხ. წვალ., არს., II,1); ესე უკუე ახალი და გამოუთქუმელი შეერთებაჲ და შერწყუმაჲ ღმრთისმეტყუელსაცა გრიგოლის დაუკჳრდა (სტით., სომხ. წვალ., არს., I,9); – ἄφθεγκτος – ესე არიან ერთობაჲ და განყოფაჲ გამოუთქუმელისა მის ერთობისა და გუამოვნებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.5); – ἀόριστος – სამნი არიან არსებით უცნაურნი და გამოუთქუმელნი კაცთაგან: ღმერთი, ანგელოსი და სული (ანასტ. სინ., არს., II. 52-53)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.