ჩვენება, დასაბუთება, მტკიცება, გამოვლენა, ლოგიკური მსჯელობის მეთოდი, დედუქციური მტკიცება
- არა რწმუნებითა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოჩინებითა საღმრთოჲსა სულისა მიერ აღძრულისა ღმრთის-მეტყუელთა ძალისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); მოსწრაფებაჲ აქუს სიტყჳერსა მოქმედებასა გამოჩინებისათჳს საქმეთაჲსა. ხოლო გამოჩინებაჲ იგი შემოკრებაჲ არს (დამასკ., დიალ., 51,1, ეფრ.); გამოჩინებაჲ, ვითარმედ ერთ არს ღმერთი და არა მრავალნი (დამასკ., გარდ., 41, ეფრ.); წინა-უც იჭუად სიტყჳერსა საქმიერობასა წარმართებაჲ გამომაჩინებლობისაჲ. ხოლო გამოჩინებაჲ შეგულისსიტყუვაჲ არს (დამასკ., დიალ., 51,1, არს.); – ἀποκαλύψις ἡ – გუფარებდით ... სიქადულად თქუენდა, დღედ გამოჩინებისა და განცხადებისა დიდისა ღმრთისა (ნაზ., ჰომ., 9,2, ტბელ.); დღესა რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისასა (თტე., მსჯ. 27, გელ.; A 1108, 198r); – ἀπόφασις ἡ – არიან რაჲმე ღმრთისათჳს განჩინებით თქუმულნი სიტყუანი, რომელთა ზეშთა აღმატებულისა ძალისა მისისა გამოჩინებაჲ აქუს (დამასკ., გარდ., 40, ეფრ.); – ἔκφανσις ἡ – ხოლო განყოფილად – სახიერების შუენიერთა გამოსლვათა და გამოჩინებათა ღმერთ-მთავრობისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.4); – ἐπιφάνεια ἡ – გარნა ვინაჲთგან იჱრუსალიმს შინა ჰყოფდა გამოჩინებასა (თტე., მიქ. 1.3-4, გელ., K 1, 390v); ხოლო პირველ მეუფისა გამოჩინებისა, და საცხორებელისა ვნებისა (თტე., მიქ. 5.4, გელ., K 1, 402v); – φανερόω (φανερωθέντας) – რომელნიცა გამოჩნდეს ... მოძღურებითა სიტყჳსაჲთა გამოჩინებულნი (ნაზ., ჰომ., 21,3, ეფთ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.