გამოკვეთა, ახსნა (განმარტება)
- წმიდათა მათ სახეთა გამოწმედანი ოდესმე თჳთ მათ ზეცისა არსებათა შემკობილებისა მღდელთ-მთავართა გამოეცხადებიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.1); ვითარცა-იგი სახის-შემოღებითსა ღმრთის-მეტყუელებასა შინა ოთხ-ნივთედსა მას შინა გამოწმედასა ჩუენსა მრავლით კერძო გამოჩინებულ არს (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.6); თითოეულისა სახისაგან გეპოვოს სახის-მეტყუელებითი გამოწმედაჲ სახის მომასწავებელთა ხატთა მიერი (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.7); – ἀνακαθαίρεσθαι – ფრიად უფროჲს ყოვლისა სხუებრობისა მიერ კერძოჲსათჳს მოპოვნებულთა ხატთა და სახეთა დიდთა და ღმრთივშუენიერთა და საიდუმლოთა აღჴსნათა მიერ ჯერ-არს გამოწმედაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.