გა გე გზ გო გრ გუ
გა( გა- გათ გალ გამ გან გარ

გან-ზრახვა-ჲ

Gk. νόημα τό
ფიქრი, აზრი
 
ურთიერთას მისცემდენ და აუწყებდენ განზრახვათა გულისათა (დამასკ., დიალ., 13,2, ეფრ.);

I. 1. – βουλή ἡ – გადაწყვეტილება, ნება, სურვილი, ნდომა – ...განზრახვაჲ და განბჭობაჲ ... მოქმედებანი არიან (დამასკ. ორთა ნებ., არს. S1463, 132r); გაეყოფვის განზრახვაჲ გამოძიებასა (ნემეს. პეტრ., 137.13); ჩუენ შორის მყოფი ესე ცნობაჲ და სიბრძნე და განზრახვაჲ, ვითარცა შემთხუევითი რაჲმე, მომავალ და წარმავალ არს (დამასკ., გარდ., ეფრ.); რამეთუ ჩუენ უკუე მარტივად ვიდრემე ბუნებით კეთილისაჲ ბუნებითად გუაქუს წადიერებაჲ, ხოლო ვითამე კეთილისა გამოცდილებაჲ ძიებისა მიერ და განზრახვისა (მქს., პიროს., გელ. 28,30);βούλησις ἡგანზრახვაჲ არს რომელობაჲ ბუნებითთა ნებებათაჲ, ესე იგი არს, ბუნებითი და სიტყჳერი აღძრვაჲ რომლისამე საქმისა მიმართ (დამასკ., გარდ., 128, ეფრ.); ხოლო განზრახვასა სამართლად-წადიერებად ანუ რაჲსა-ძლითადმე ნებებად [განასაზღვრებს] (მქს., პიროს., გელ. 33,25; I 11,18); განიწვალების წადილი სამად: გულისთქმუმად, გულისწყრომად და განზრახვად (ნემეს. პეტრ., 134.21-22); [წინააღრჩევაჲ] ზრახვით-გულებაჲ არს და განზრახვაჲ საბჭოსა შორის სჯისასა (ნემეს. პეტრ., 136.21-22); რომელნიმე [არიან] ცხოვლობითნი და წადიერებითნი, ვითარ განზრახვაჲ, გულისწყრომაჲ, გულისთქუმაჲ (ამონ., ტარიჭ. 12,18);
2. უფლის ზრახვა, ნება – βουλή ἡ – ყოველნივე ძალგანუზომელისა და საღმრთოჲსა მშჯავრისა და განზრახვისა მიერ მოეცემიან (ეკლსტ., გელ., 166.1); არცა საუფლოჲსა სულისათჳს ვიტყჳთ განზრახვასა ანუ წინააღრჩევასა (დამასკ., გარდ., 130, არს.); განზრახვისა თანა საქმე შეერთებულად და განუშორებელად წარმოიჩინა, რამეთუ განზრახვაჲ მისი ძლიერებაცა არს ერთბამად (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II,1); ცნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და ვერ გულისჴმაჲ-ყვეს განზრახვაჲ მისი (თტე., მიქ. 4.11-12, გელ. K 1, 401r);βούλησις ἡ – რამეთუ განზრახვაჲ და სიბრძნე და ძალი მამისაჲ ძე არს (დამასკ., გარდ., 69, არს.); მამაჲ და სული წმიდაჲ არა რომლითა სიტყჳთა ეზიარნეს ჴორცთა სიტყჳსათა, თჳნიერ საღმრთოთა სასწაულთა მიერ ოდენ და სათნოყოფითა და განზრახვითა (დამასკ., გარდ., 175, არს.); არამედ შინაგან და საცნაურად გამოუბრწყინვებს მათ წმიდასა ბრწყინვალებასა და უნივთოსა საღმრთოსა განზრახვასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4);βούλημα τό – ვითარმცა ვერ შეუძლებდა მსახურ-ყოფად საღმრთოჲსა განზრახვისა (დამასკ., დიალ., ეპ. 2, ეფრ.); [ერთი]... არცა ერთითა საზომითა ცნობილი, ხოლო მხოლოდ თჳსითა ოდენ განზრახვითა განზომილი (დამასკ., გარდ., 45, ეფრ.); რაჟამს ღმრთეებისა მიმართ მივიხილოთ და ... ერთისა და მისვე ღმრთეებისა ... მოძრავობისა და განზრახვისა (დამასკ., გარდ., 58, არს.);

II. განზრახვა-ჲ – რჩევა, შეგონება – συμβουλή ἡ – რომელი განზრახვასა არა შეიწყნარებდეს, ვერ წარჰმართებს გზასა თჳსსა (აბ. თალ., გ. ათ., IV, 42);

III. განზრახვა-ჲ – λογισμός ὁ – ბჭობა, აზროვნება, ფიქრი – ღმრთისაჲ თუ ესმეს, ვითარმედ შვა თჳსისაგან საუნჯისა, მეყსეულად განზრახვათა მათ გულარძნილნი შეჰსძინიან (გაბალ., ექუს., ანონ. 115);λογισάμενος – არცა განმზრახ არს სული და არცა წინააღმრჩეველ, და არცა განზრახვით და ბჭობით ცხოვლ-ჰყოფს (პრ., კავშ., პეტრ., 189; 113.8-9);

IV. განზრახვაჲ – ἐνθύμησις ἡ – მოსაზრება, თვალსაზრისი – რომელი-ესე დაადგრის რაჲ და განაწესნის სულსა შინა სახენი გაგონებისანი, მიერითგან განზრახვა სახელ-ედებინ (დამასკ., გარდ., 127, ეფრ.)

V. ნეოპლატ. – (ჰენდ. განზრახვაჲ და ბჭობაჲ) – λογισμῷ – [სული] არცა განზრახვით და ბჭობით ცხოველ-ჰყოფს, არამედ თჳთ თჳსსა მყოფობასა ცხოველობად მზიარებელსა წარმოუდგენს (პრ., კავშ., პეტრ., 189; 113.5);λογισμόν – [ღმრთებრივნი] არა თუ განზრახვათა მიერ ჰყოფენ განწამვასა ნიჭთასა, არამედ ღირსებისაებრ შემწყნარებელთაჲსა (პრ., კავშ., პეტრ., 122; 75.7-8)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9