კერძო, ცალკეული
- [ღმერთმან] გიჩუენა სენი ყოველთა ბუნებათა აღმატებული იგი ჴელოვნებაჲ მისი და განთჳსებულთა მათ ნაწილთა ერთად შემაერთებელი (ბას., ექუს., გ. ათ., 9, 10-11); ἴδιον τό – კერძო, ცალკეული, განკერძოებული, განცალკევებული, საკუთრად მყოფი; ინდივიდუალური, კონკრეტული, საკუთარი ნიშნის მქონე – განთჳსებული არს დანიშნვითი ჴმაჲ არსებითი, ერთისა სახისად შესმენილი (ამონ., ტარიჭ. 51,33); განთჳსებული ოთხ-სახედ ითქუმის: პირველად ვიდრემე, რომელი მხოლოდ ერთისა ხოლო სახისაჲ იყოს, გარნა არა საყოველთაოდ, ... მეორედ, რომელი საყოველთაოდ ვიდრემე, არამედ არა მისდა ხოლო..., მესამედ, რომელი საყოველთაო ვიდრემე და მხოლოდ მისსა ოდენ, გარნა არა სამარადისოდ იყოს..., მეოთხედ, რომელი შეექუსვის, სამთავე ამათ სახეთა, ესე იგი არს, საყოველთაობითა, და მხოლოდ მისობითა ოდენ და სამარადისოობითა (დამასკ., დიალ., 7,1, არს.); – ἰδικός – ბუნებად ითქუმის ანგელოზობაჲ, ხოლო გუამად – განთჳსებული თითოეულისა ანგელოზისა სახელის-დებაჲ (ანასტ. სინ., არს. II 186-189); – რამეთუ არცა ზოგადისა რასასამე ანუ განთჳსებულისასა წარმოაჩენს ხატსა (სახელი ჯერჩინებისა) (მქს., პიროს., გელ. 30,19); – ἰδικόν τό – ხოლო განთჳსებული არიან გუამნი, ვითარ რასა ვიტყჳ,... პირ, ესე იგი არს გუამ წმიდათა მამათაებრ განთჳსებული საზოგადოჲსაგან, რამეთუ საზოგადო არს ბუნებაჲ თითოეულისა საქმისაჲ (ანასტ. სინ., არს. II 170-173); – διακεκριμένος – და კუალად ამათ შორის არს სხუაჲცა განთჳსებული იესუჲსი იგი ჩუენებრი ყოვლად გუამოვნებაჲ უქცეველი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3); – διάφορος – შემოქმედი უმცირესთაგან ურთი-ერთას შეახებს განთჳსებულთა ბუნებათა, რათა ერთ-ყოს და თანატომ ყოველი აგებული (ნემეს. პეტრ., 8.3-4); – κατ’ ἐξαίρετον – განსხვავებული, თავისებური, დამახასიათებელი, განსაკუთრებული, გამორჩეული – არა უკუე უმეცარ იყო მამა თითოეულისა ბუნებისაჲ განთჳსებულსა თჳთებასა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარეშემცველობითსა (მქს., პიროს., გელ. 46,14);
- განთჳსებულად შემტკიცებული – ἰδιοσύστατος – ლოგიკ. ინდივიდუალური, კონკრეტული ნიშნებისაგან შემდგარი – გუამისა სახელი ორსა დაჰნიშნავს... ოდესმე თავით თჳსითსა და განთჳსებულად შემტკიცებულსა მყოფობასა, რომლისა დანიშნვისაებრ განუკუეთელსა ცხად-ჰყოფს (დამასკ., დიალ., 28,1, არს.);
- განთჳსებული (ბუნება) – ἰδιάζουσα – ვერ შესაძლებელ არს პოვნად კერძოობითსა და განთჳსებულსა ბუნებასა (დამასკ., გარდ., 163, ეფრ.);
- განთჳსებულ-ი (გუამი) – ἰδιάζουσας – არა საჭირო არს ურთიერთას გუამოვნებით შეერთებულთა ბუნებათაჲ თითოეულისაგან თჳსსა გუამსა მოგებაჲ, რამეთუ ძალ-უც ერთგუამოვნებად შემოკრებითა არცა უგუამო-ყოფაჲ, არცა განთჳსებულისა გუამისა ქონებაჲ თითოეულისა (დამასკ., გარდ., 169, არს.); – ἰδιοσύστατος – ინდივიდუალური, სპეციფიკური ნიშნების მქონე – გუამოვნებისა სახელი მოასწავებს ოდესმე მარტოდ აგებულებასა... ხოლო ოდესმე – თჳსაგან განთჳსებულსა გუამსა (დამასკ., დიალ., 54,6, ეფრ.);
- განთჳსებული (განყოფილებაჲ) – სპეციფიკური ნიშნების ერთობლიობა, განსხვავება კერძო ნიშნების მიხედვით – ἰδίωζ διαφορά ἡ – ესეცა შემთხუევითი განიყოფების ორად: საზოგადოდ განყოფილებად და განთჳსებულად განყოფილებად... ხოლო განთჳსებული განყოფილებაჲ არს განუშორებელი შემთხუევითი (დამასკ., დიალ., 6,2, არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.