გა გე გზ გო გრ გუ
გა( გა- გათ გალ გამ გან გარ

გან-უკუეთელი

  1. Gk. ἄτομον τό
    დაუყოფელი, დაუშლელი
     
    რამეთუ არა მხოლოდ შეაერთნა არსებანი ნაწილოვნობით განუკუჱთელთანი, არამედ და თჳთეულნი თანად ურთიერთას მორთულ-ყვნა საკუთრებით (ნემეს. პეტრ., 8.,5-7); – მრავალ ვიდრემე იყვნენ ნაწილნი ცხოველთანი, რომელნიმე უფროჲს და რომელნიმე უმცროჲს, ხოლო რომელნიმე ყოვლითურთ სხუად გუარად განუკუჱთელად (ნემეს. პეტრ., 50.10-13); განუკუეთელი და განუნაწილებელი ჴორცებაჲ, მსგავსივე და ურიცხუ დაწყებად ყვეს ყოვლისა (ეპიფ. კვ., პას., თეოფ. H 601, 151II); ἄτομος ὁ – ხოლო საზოგადოდ ხილული ყოველთა შორის ბუნებასა დაჰხატავს მის ქუეშეთა შორის განუკუეთელთა (მქს., პიროს., გელ. 26,27);
  2. ლოგიკ.-დოგმატ.
    სახოვანი სახე, რომელსაც არა აქვს ქვესახე, პირი, ჰიპოსტასი
     
    ხუთ-სახელ ითქუმის გუამი: გუამად და პირად და ხატად და თჳთად და განუკუეთელად (ანასტ. სინ., არს. II 184-185); საკუთრად განუკუეთელად ითქუმის, რომელი განიკუეთების ვიდრემე, გარნა არღარა ჰმარხავს შემდგომად განკუეთისა პირველსავე სახესა (დამასკ., დიალ., 3,1, არს.); განუკუეთელად ითქუმიან ესენი, ვითარ არ განიკუეთებიან არცა მსგავსისა სახისა მიმართ, არცა უმსგავსოჲსა სახისა (ამონ., ტარიჭ., 51,3); – რაჲვე ნაწილებითი და განუკუეთელი ყოვლობაჲ უკუე არს, ვითარ განუკუეთელი, ხოლო გუარ არა არს (პრ., კავშ., პეტრ., 74; 48.14-15); გუამი განუკუეთელსა ცხად-ჰყოფს (დამასკ., გარდ., 156, არს.); – გუამი [არს] ... მქონებელი განყოფილისა განუკუეთელისა (დამასკ., ორთა ნებ., არს. S1463, 129r); – ერთად უკუე სათქუმელ არს ბუნებაჲ სიტყჳსაჲ და ბუნებაჲ განუკუეთელსა შინა ხილული, რამეთუ არცა განუკუეთელი, ესე იგი არს, გუამი საკუთრად და მხოლოდ რას საცნაურ-ჰყოფს, არცა ზოგადობაჲ – გუამთა, არამედ ზოგადობაჲ ბუნებისაჲ ერთსა მას გუამთაგანსა შინა იხილვების და გამოიძიების (დამასკ., გარდ., 173, ეფრ.); – ბუნებაჲ... მიიწდომვის... ანუ ყოვლითურთ იგივე მიხუმითა შემთხუევითთაჲთა ერთსა შინა გუამსა და ითქუმის განუკუეთელსა ხილულად ბუნებად (დამასკ., გარდ., 172, არს.); არა საჭირო არს ერთისა ბუნებისა მეტყუელთათჳს კაცისა ზედა, არა იგივეობისათჳს არსებითისა ვითარებისა სულისა და ჴორცთაჲსა, არამედ უცვალებელობისათჳს სახისა ქუეშე დაწესებულთა განუკუეთელთაჲსა, ერთისა ბუნებისა თქუმაჲ ქრისტესა ზედა (დამასკ., გარდ., 201, არს.)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9