განფენა, გავრცელება
- ყოვლისა სიმარტივისასა საღმრთოჲ სიტყუაჲ ზეშთა-გარდაეფინების და ყოვლითურთ არს ზეშთა ყოველთა ზეშთაარსებითითა მათ განფენითა (ἀπολελυμένος) თჳსითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.4); – πρόοδος ὁ – განფენა – სივრცედ უკუე საღმრთოდ ითქუმოდენ ზეშთასივრცისა იგი განფენაჲ ღმრთისაჲ ყოველთა ზედა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5); – διάστημα τό – უწინარეს სოფლის შესაქმისა, ოდეს-იგი არცა მზე იყო განმყოფელად, არა იყო განზომილი საუკუნე, არამედ თანა-განვრცომილი სამარადისოთაჲ, ვითარცა ჟამიერი რაჲმე ძრვაჲ და განფენაჲ (დამასკ., გარდ., 74, არს.);
- II. (ლოგიკ.) გვარ-სახეობრივი დაყოფა – διαιρέω – ნათესავ არს განფენაჲ (διαιρούμενος) სახისაჲ (დამასკ., დიალ., 2,3, ეფრ.); – διαίρεσις ἡ – ყოველი განფენაჲ ნათესავისაჲ სახისა მიმართ ვიდრე ორთა ანუ სამთა და იშჳთ სადმე ვიდრე ოთხთამდე მიიწევის (დამასკ., დიალ., 2,21, ეფრ.); შეუძლებელ არს განფენაჲ (διαιρεθῆναι) ნათესვობისაჲ უფროჲს ხუთთა ნათესავთაჲსა აღმართ (დამასკ., დიალ., 2,21, ეფრ.);
- II. – განზომილება – (იხ. განფენილობაჲ) – διάστασις ἡ – გუამსა აქუს განფენაჲ სამკერძო: სიგრძედ, სივრცედ და სიღრმედ (დამასკ., დიალ., 36,14, ეფრ.); – ყოველსა განმწიაღებსა განწიაღებულისასა დააკლდების ერთი განფენაჲ (ამონ., ტარიჭ., 9,2); – ἀνέλιξις ἡ – [მყოფთა-შორის უსაზღვროობას] აქუს რაჲვე ერთებრივ აღუვლელი თჳს შორის და თანშეთესული, განყენებული მათისა განფენისაგან (პრ.,კავშ.,პეტრ., 93;58.1-3)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.