ღმერთყოფა
- რამეთუ არცა ერთსა ვხედავთ განღმრთობასა ანუ ცხორებასა ანუ არსებასა, რომელიმცა ზედამიწევნით შემომკრებელ იყო მის შორის ყოვლისავე სახის მსგავსებასა ყოველთა უზეშთაესისა მის ბუნებისა და მიზეზისასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); რამეთუ ღმერთ-მთავარი სული ზეშთა ყოვლისა საცნაურისა უნივთოებისა და განმრთობისა ზეშთადამყარებულ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); და ყოველთასა მას დაუჴსნელსა მდგმოობასა განამტკიცებს და ძალსა განღმრთობისასა განღმრთობადთა (ἐκθεουμένοις) მათ მიანიჭებს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.5);
1. ძის ხორციელი ბუნების განღმრთობა – θέωσις ἡ – ნებისაცა განღმრთობასა არა ვითარცა ბუნებითისა მოძრავობისაგან შეცვალებითა ვიტყჳთ, არამედ ვითარცა შეერთებითა ყოვლად ძლიერისა და საღმრთოჲსა ნებისა მისისაჲთა და ღმრთისა განჴორციელებულისა ნება-ქმნითა (დამასკ., გარდ., 203, არს.); განღმრთობაჲ ბუნებისა და ნებისაჲ წარმომაჩინებელი და გამომაცხადებელი არს ორთა ბუნებათა და ორთა ნებათაჲ (დამასკ., გარდ., 203, არს.); რამეთუ ორთავე [ბუნებისა და ნებისა] ზედა იგივე სიტყუა განღმრთობისაჲ დადვა მამამან (მქს., პიროს., გელ. 32,37); რამეთუ ღმრთისმეტყუელმან ამათ ორთავე ზედა თქუა სიტყუა იგი განღმრთობისა (მქს., პიროს., ეფთ. 9,20), უკუეთუ განღმრთობა ნებისა წინააღმდგომ ორთა ნებათა არს, მათებრ, ბუნებისაცა განღმრთობაჲ წინააღმდგომ იყოს ორთა ბუნებათა (მქს., პიროს., გელ. 32,35) – τεθεῶσθαι τό – სათანადო არს ცნობად, ვითარმედ არა შეცვალებითა ბუნებისაჲთა, ანუ ქცეულებითა, ანუ გარდაცვალებითა, ანუ შერევნითა ითქუმის განღმრთობაჲ ჴორცთა უფლისათაჲ (დამასკ., გარდ., 202, არს.); ვითარცა პირველისა და ზეშთააღმატებულისა განღმრთობისაგან აღსავსე ქმნულთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2);
2. ხორციელი კაცის განღმრთობა – θέωσις ἡ – ყოველნი ერთობით განღმრთობისა მადლითა შეამკვნეს (აბ. თალ., გ. ათ., I, 98); რომელთა მიერ მღდელთ-მთავრობით ერთ-სახისა მის განღმრთობისა მიმართ აღვიყვანებით საზომისაებრ ჩუენ თითოეულისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); ღმერთ-მთავრობითი ნეტარებაჲ, ბუნებითი ღმრთეებაჲ, დასაბამი განღმრთობისაჲ, რომლისა მიერ მოენიჭა განმღრთობაჲ განღმრთობადთა მათ სახიერებისა მიერ საღმრთოჲსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4); ესე იგი არს მღდელთ-მთავრობაჲ ცხორებისათჳს და განღმრთობისა ყოველთავე სიტყჳერთა და საცნაურთა არსებათაჲსა ზეშთასოფლისათა მათ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4); ამის უკუე ჩუენისა ძალისაებრისა განღმრთობისათჳს კაცთ-მოყუარემან სრულთ-მთავრობამან ზეცისანიცა იგი მღდელთ-მთავრობანი გამომიცხადნა ჩუენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); – θεοῦσθαι τό – რამეთუ დაღაცათუ ამით დასაბამ იქმნების განღმრთობისა და კეთილ-ყოფისა (არეოპ., ეპ., ეფრ., 2); – θεότης ἡ – ვინაჲცა განღმრთობისა სასოებაჲ აღუგო ჴორცად სამჭედურსა მას სიკუდილისასა და მით მოინადირა უბადრუკი იგი კაცი (დამასკ., გარდ., 147, ეფრ.); – ἀνακαινίσαι τό – ხატებისა განღმრთობად მნებებელობისათჳს განკაცნა სიტყუაჲ ღმრთისაჲ (დამასკ., გარდ., 205, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.