ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
ანა ანგ ანტ

ანაგებ-ი

  1. Gk. ἒξις ἡ
    ბუნებითი მტკიცე და ძირითადი, უცვლელი თვისება, მდგომარეობა სულისა ან სხეულისა (მატერიისა)
     
    ანაგები არს ყოვლისავე ბუნებისა რომელობითი ძალი, სხუათა არსებათაგან განმრჩეველი და განმყოფელი მისი (ანასტ. სინ., არს., II 230-231); არიან უკუე სახენი ვითარებისანი ოთხნი: ანაგები, გუარი, ძალი და უძალოობაჲ... ხოლო განეყოფვის ანაგები გუარსა, რამეთუ ანაგები ვიდრემე ძნიად განსაგდებელ არს და უმრავალჟამიერესი (დამასკ., დიალ., 38,4, არს.); ანაგებად ითქუმის... ბუნებითი ვითარებაჲ, რომელ არს ბუნებითი ანაგები (დამასკ., დიალ., 45, 1-5, არს.); გუამნი... ადგილითაცა განყოფილ არიან და... ნებითა განნაწილებულ და ძალითა და შესახედავითა, ესე იგი არს, ნაკუეთითა და ანაგებითა (დამასკ., გარდ., 56, არს.); გარნა არა სიტყჳერსა არსებასა დავჰნიშნავთ, არამედ სწავლულებათა შინა სიტყჳერებითსა ანაგებსა (ამონ., ტარიჭ., 95,32); თჳთმფლობელობაჲ ითქუმის] ანგელოზისათჳს - ვითარცა თანამორბედებითა ანაგებისაჲთა ჴელ-ყოფასა თანა და რაჲთურთით არა მიმთუალველობითა მიმყოვრებასა ჟამიერსა (დამასკ., გარდ., 185, არს.); ყოველნი კეთილისა და ბოროტისა სულითნი ძალნი ანაგებთა რომელთამე არიან ძალ (ნემეს., პეტრ., 104,11-12); კეთილთაჲ რომელიმე ანაგებ არს, ხოლო რომელიმე - მოქმედება და რომელიმე - ორღანო ... ანაგებ უკუე - ვითარ მხედველობაჲ, ხოლო მოქმედებაჲ - ვითარ ხედვაჲ, ხოლო ორღანო, რომლითა ვმოქმედებთ, ვითარცა თუალი (ნემეს., პეტრ., 104,5-9); არა ვიდრემე [არს]ანაგებ გემოჲ (ნემეს., პეტრ., 104, 20)
  2. Gk. τό ἂτομον
    მთელის უმარტივესი, განუყოფელი, დაუშლელი ნაწილი
     
    წერტილი დასაბამ არს ასოჲსაჲ და სასწაული მრგულისაჲ და ანაგები სიდიდისაჲ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II,6)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9