გარშემო მყოფი
- გარემოჲსი საშუალისა ვისიმე გარემოჲსისად ითქუმის (ამონ., ტარიჭ. 154,16);
- გარემოჲსი (არსებისაჲ) – περὶ τὴν οὐσίαν τό – არსების გარშემო მყოფი – არა თჳთ მას არსებასა მივსწუთებით, არამედ გარემოჲსთა არსებისათა (დამასკ., გარდ., 61, არს.);
- გარემოჲსი (გუამისა) – παρυπόστασις ἡ – ვინაჲცა არცაღა გუამი აქუს ბოროტსა, არამედ გარემოჲსი გუამისა და იგიცა არა მისთჳს, არამედ კეთილისათჳს ქმნული (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.31)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.