შემოუფარგლავი, შემოუსაზღვრელი, შემოუწერელი
- ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა (მაქს., მრწ., ეფთ., 5; Q 34, 33v) გარეშემოუწერელად, განუცდელად, უსაზღვროდ, უცვალებელად, უქცეველად (თტე., მრწ., 5; თეოფ. Jer. 23, 340r); – მეორე საზღვარი ფილოსოფოსობისაჲ „გარეშემოუწერელ“ არსო, იტყჳს ერთობითა გუამოვნებაჲ ყოველთა გარეშემცველობითი, ხოლო ორობისა ანუ სამობისა გარეშეუწერელად შეუძლებელ არს თქუმაჲ, რამეთუ გარეშეწერასა შინა ერთობისასა იცნობების ორობაჲ, ხოლო წმიდაჲ ეკლესიაჲ სამთა გუამთა, გარეშეუწერელთა აღიარებს ღმრთისათა (ანასტ. სინ., არს. I, 217-222); ესე მხოლოჲ მრწამს... გარეშეუწერელად, მოუგონებელად, უცვალებელად, უქცეველად (მიქ., მრწ., ეფთ., 5; Jer. 151, 83v); – პირსა და ხატთა ვიტყჳთ ღმრთისა ზედა უჴორცოთა და გარეშეუწერელთა და დაუსახველთა (ანასტ. სინ., არს., II, 170-173); რამეთუ ვითარ შესაძლებელ არს მისვე ბუნებისაჲ ერთბამად აგებულცა და აუგებელ ყოფაჲ, მოკუდავ და უკუდავ, გარეშეწერილ და გარეშეუწერელ? (სტით., სომხ. წვალ., არს. I,6); ვინაჲცა აგებული ეგო აგებულად და აუგებელი – აუგებელად, მოკუდავი – მოკუდავად და უკუდავი – უკუდავად, გარეშეწერილი – გარეშეწერილად და გარეშეუწერელი – გარეშეუწერელად, ხილული – ხილულად და უხილავი – უხილავად (სტით., სომხ. წვალ., არს., I, 9); არს ღმერთი დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი, საუკუნოჲ, უჟამოჲ... გარეშეუწერელი, დაუტევნელი (დამასკ., გარდ., 35, ეფრ.) მხოლოდ ღმერთი ოდენ არს გარეშეუწერელ (დამასკ., გარდ., 81, ეფრ.); გარეშეუწერელი (ღმერთი) – ἀπερίγραφος – რამეთუ უსხეულო და გარეშეუწერელ არს ([ღმერთი]) (თტე., მიქ. 1.3-4, გელ., K 1, 390v); რამეთუ არა ხოლო უხილავი აქუს ბუნებაჲ, არამედ რაჲთურთით გარეშეუწერელიცა (თტე., II სჯ. 1, გელ.; A 1108, 94r)
Synonym: შემოუსაზღვრელი
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.