ბოროტება, უარსებო, არსების არმქონე, ღვთის მცნებათა საწინააღმდეგო
- ბოროტი სხუაჲ არარაჲ არს, გარნა მოკლებაჲ კეთილისაჲ (დამასკ., გარდ., 282, არს.); მრწამს უკუჱ, ვითარმედ არა არს არსებაჲ რაჲმე ბოროტისაჲ, არცა მეუფებაჲ (თტე., მრწ., თეოფ., 6; Jer. 23, 340r); არცა-რაჲ არს ბოროტ ყოველსა შინა ბუნებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.26); უკუეთუ ყოველნი არსნი სახიერებისაგან არიან და თჳთ სახიერებაჲ მიერ კერძო არს ყოველთა არსთა, არს უკუე სახიერებასა შინა არა არსიცა იგი არსი, ხოლო ბოროტი არცა არს არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); ბოროტი არცა არსთა შორის არს, არცა არა არსთა, არამედ თჳთ მის არა არსისაცა ფრიად რაჲმე უცხო არს იგი და განვრდომილ სახიერებისაგან და ფრიად უფროჲს მისსა უარსებო (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); და არცა ყოვლად არსთა შორის არს ბოროტი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21); არცაღა თჳთ ბოროტი იყოს რაჲმე, ვინაჲთგან თჳთ თავისა თჳსისა ბოროტ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); უკუეთუ ესე შეუძლებელ არს, სხჳსა და სხჳსა დასაბამისა და მიზეზისაგან იყვნენ და კეთილიცა და ბოროტიცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21); უეჭუელად ყოველთა და ბოროტთაცა დასაბამი და დასასრული კეთილი არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.31); და უკუეთუ არსნი ყოველნი სახიერებისაგან არიან... არარაჲ არსთაგანი არს ბოროტისაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); არამედ თქუას ამისსა მიმართ ჭეშმარიტმან სიტყუამან, ვითარმედ ბოროტი, რომელი-იგი თჳთბოროტ არს, არცა ერთისა არსებისა ანუ მშობლობისა მიზეზ იქმნეს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); რამეთუ ბოროტი, ვითარ-იგი არს თჳთ ბოროტ, არავისსა იყოს მშობელ, ანუ მზრდელ, ანუ ყოვლად-მოქმედ, ანუ მაცხოვნებელ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.28); ბუნება სახიერისა არს დაბადებაჲ და ცხოვნებაჲ, ხოლო ბოროტისა - განხრწნაჲ და წარწყმედაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); ბოროტი არა სახიერებისაგან არს; და უკუეთუ სახიერისაგან არს, არა ბოროტ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); რამეთუ თჳთ იგივე და ერთი სიბოროტე გინა სათნოებაჲ თავისა თჳსისა მბრძოლ-ყოფად ყოვლად შეუძლებელ არს, ამისთჳს არა არს არს ბოროტი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4,20); სიტყჳერებისა ბუნებისა თავ არს ლტოლვაჲ უკუჱ და გარემიქცევაჲ ბოროტთაჲ, თანმიყოლაჲ და აღრჩევაჲ კეთილთაჲ (ნემეს., პეტრ., 11. 7-8); რამეთუ არს კეთილი და ბოროტი და კუალად წარმოდგომილი და მოსალოდებელი (ნემეს., პეტრ., 98. 16-17); ვნებაჲ არს მიდრეკაჲ უტყჳ სულისაჲ ჰაზრითა კეთილისა გინათუ ბოროტისაჲთა (ნემეს., პეტრ., 96. 23-24);
- ბოროტი ჩუჱულებაჲ – καχεξία ἡ იკურნებოდედ ვინაჲმე ბოროტი ჩუჱულებაჲ კეთილითა ჩუჱულებითა (ნემეს., პეტრ., 99. 16-17); - κακία ἡ - ამით სიტყჳთა არა მიზეზად ბოროტთა აჩუენებს ღმერთსა, არამედ ამას გულისჴმა-გჳყოფენ, ვინაჲთგან სახელი ბოროტისაჲ ორსა მოასწავებს: რამეთუ ოდესმე მას უწოდს ბოროტად, რომელი ბუნებით ბოროტ იყოს და ნებისა ღმრთისა და სათნოებისა წინააღმდგომ იყოს. ხოლო ოდესმე ბოროტ უწოდს მას, რაოდენი-რაჲ საგრძნობელთა ჩუენთა ბოროტად აღუჩნდებოდის და სატკივარ და საჭირველ, ესე-იგი არიან ჭირნი და შემთხუევანი განსაცდელთანი, რომელნი-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სატკივარობისა და საჭირველობისაგან ბოროტად უკუე სახელ-იდებიან, ხოლო ჭეშმარიტებით კეთილ არიან, რამეთუ მოქცევისა და ცხორებისა მომატყუებელ ექმნებიან მათ, რომელთაცა შეემთხუეოდინ (დამასკ., გარდ., 280, ეფთ.); ორსა დაჰნიშნავს სახელი ბოროტისაჲ... ოდესმე თჳთ ბუნებით ბოროტსა რასმე წარმოაჩინებს, რომელი წინააღმდგომი არს სათნოებისა და ნებისა ღმრთისაჲ, ხოლო ოდესმე - გრძნობისა ჩუენისა მომართ ბოროტსა და სატკივარსა, რომელ არიან ჭირნი და განსაცდელნი, რომელნი-ესე საგონებლობით ვიდრემე ბოროტ არიან, ვითარცა მიზეზნი ტკივილისანი, ხოლო ჭეშმარიტებით კეთილ, რამეთუ მოქცევისა და ცხორებისა მომატყუებელ არიან (დამასკ., გარდ., 280, არს.);
- ბოროტისა ძალი - ἡ κακοῦ δύναμις - ვინაჲცა ხრწნილებისა მიერ ქმნილი შობაჲ არა ბოროტისა ძალისაჲ, არამედ უდარესისა კეთილისა მოსლვისაჲ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); - πονηρόν τό - ბოროტი სხუაჲ არარაჲ არს თჳნიერ მიუმთხუეველობაჲ და ჴუებულებაჲ და ურჩებაჲ სამეუფოჲსა სჯულისდებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს. S1463, 132v); ხოლო რომელი ბოროტთადა შემშჭუალულ იყოს და საღმრთონი მცნებანი უგულებელს-ეყვნენ (თტე., რიცხ. 29, გელ., A 1108, 61r); წინააღმდგომ არიან ურთიერთას კეთილი და ბოროტი (დამასკ., გარდ., 281, არს.); გამოიძიეთ უკუჱ კეთილი, და არ ბოროტი, რაჲთა სცხონდეთ (თტე., ამოს. 5.14-15, გელ., შ 417, 109r); – φαυλός – ყოველთა შორის მყოფთა რომელი-მე არს კეთილ, ხოლო რომელიმე ბოროტ (ნემეს., პეტრ., 98. 12-13); არს უკუე კეთილი და ბოროტი, და კუალად - მოსალოდებელი: რამეთუ მოსალოდებელთა კეთი-ლთა [არს] გულისთქუმაჲ, ხოლო წარმოდგომილთა - გემოჲ; კუალად, მოსალოდებელთა ბოროტთა [არს] შიში, ხოლო წარმოჩენილთა და წარმოდგომილთა - წუხილი; რამეთუ კეთილთა ზედა იქცევის გემოჲ და გულისთქუმაჲ, ხოლო ბოროტთა ზედა - შიში და მწუხარებაჲ (ნემეს., პეტრ., 98,17-18; 99,1-3); შორის-ექმნების უკუჱ ბოროტი ვნებაჲ სულსა ამათ მიერ მიზეზთა: ბოროტად ქცევისაგან,, უსწავლელობისაგან, ბოროტთა ჩუჱულებათაგან (ნემეს., პეტრ., 99,7-9)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.