ქრისტ.: ღვთის ნების კეთილი მაცნე და შემსრულბელი
- ხატი ღმრთისაჲ არს ანგელოზი, გამომაცხადებელი უხილავისა მის ნათლისაჲ, სარკე სრული ბრწყინვალე, შეუმრღუეველი, უხრწნელი, უბიწოჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.22); ვინაჲცა არცა სადმე ანგელოზთა შორის არს ბოროტი, არამედ მტანჯველობასა ზედა შეცოდებულთასა არიანო ბოროტ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.22); პირველ ანგელოზთა შექმნისა იცოდა ვითარებაჲ ანგელოზთაჲ და ეგრეთ დაჰბადნა ანგელოზნი და სხუანი ყოველნივე (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); ანგელოზი და ჟამითაცა გარე-შეიწერების, რამეთუ იწყო ყოფად, და ადგილითაცა, დაღაცათუ საცნაურ არს მიწთომითა (დამასკ., გარდ., 68, ეფრ.); - ὁ νοητός καί νοερὸς ἂγγελος - მერმეცა თანად მცნობელთა და საცნაურთა ანგელოზთა ღმრთის სახენი შემკობილებანი თითო-სახითა ხატითა დაიწერებიან და მრავალ სახითა და ცეცხლებრივითა ხატოვნებითა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.2); – ანგელოზის ადგილი – მარჯუჱნით მისსა ანგელოზნი მის თანა (თტე., II სჯ. 44, გელ., A 1108, 143v); ერთი... პირველთა და გარემოჲს ღმრთისა მდგომთა ანგელოზთაგანი (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.2); მრავალნი ბევრნი ანგელოზთანი იყვნეს მეუფისა წმიდისა თანა (თტე., II სჯ. 44, გელ., A 1108, 144რ); – ანგელოზის მოქმედებანი - საღმრთოსა მასცა იესუჲს კაცთ-მოყუარებისა საიდუმლოსა პირველად ანგელოზნი უწყებულ იქმნნეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.4); რაჲსათჳს მბრძანებელი წარსლვად, ანგელოზისა მიერ უბრკუნის სლვათა? (თტე., რიცხ. 41, გელ., A 1108, 75რ); ჩუჱულმან ანგელოზისა მიერ მჴედართმთავრობად და ბრძოლისა შეკადრებად (თტე., მსჯ. 13, გელ., A 1108, 182v); წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინა პირსა შენსა უპირატეს შენსა (თტე., ისუ. 5, გელ., A 1108, 156r); ვინაჲთგან სანატრელისა მარიამის მიმართ მოვლინებულმან ანგელოსმან თქუა (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); ანგელოზთა რიცხვი - და აღადგინნა საზღვარნი ნათესავთანი რიცხჳსაებრ ანგელოზთა ღმრთისათაჲ (ეკლსტ., გელ., A 61, 291. II); ბჭეთა ზედა ცისათა მჯდომარისა იესუჲს წინაშე ურიცხჳ კაცის სახეობაჲ ანგელოზთაჲ წარმოდგომილ იყო (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.6); ანგელოზთა მღდელთ-მთავრობა-ჲ – ანგელოზთა იერარქია - ἡ τῶν ἀγγελων ἱεραχία - რომელი გამომიბრწყინვებს ჩუენ სახოვნებითთა შეტყუებათა შინა ანგელოზთასა მას ნეტარსა მღდელთ-მთავრობასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.2); ამიერითგან ნეშტ ჩუენდა სამღდელოდ განსახილველად წინა-დადებულ არს შემკობილებაჲ იგი, რომელი ანგელოზთა მღდელთ-მთავრობისა შემასრულებელ არს (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.1); რაჲ არს ანგელოზთა და მთავარანგელოზთა მღდელთ-მთავრობაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); ანგელოზთა გუნდი, რიგი, დასი - ἡ ἀγγελική τάξις - და კუალად რაჟამს საჩინოებითსა მას მოვიდენ, ზეშთასოფლისასა შემკულებასა მათსა, წესად ანგელოზებრივად თჳსაგან მას სახელ-სდებენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 5); ესრეთვე ვჰგონებ მე ანგელოზთა წესთაჲსა მისთჳსცა უსაშუვლოჲსა მიმღებელობისა უპირატეს ღმრთისა მიმართ მიმწოდებელთა მათ (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.2); - ἡ τῶν ἀγγέλων ἀξία - არცა ანგელოზთა წესნი, არცა ყოველნივე ზეცისა მჴედრობანი... არა იყვნეს ესე ბნელსა შინა (ბას., ექუს., გ. ათ., 21, 20-23); - ἡ τῶν ἀγίων ἀγγέλων διακόσμησς - ვინაჲცა პირველსა მას წმიდათა ანგელოზთა დასისა შემკობილებასა უფროჲს ყოველთასა აქუს თჳთებაჲ ცეცხლოვანებისაჲ და განფენილი მიცემაჲ ღმერთ-მთავრობითისა სიბრძნისაჲ და მეცნიერებაჲ უზეშთაესისა მის საღმრთოთა გამობრწყინვებათა ჴელოვნებისაჲ და თჳთებითა საყდარ ყოფისაჲთა აღმატებულსა ღმრთის შემწყნარებლობასა გამოაჩინებს (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3); ამას, ვითარცა ღმერთსა, ჰმსახურებს გუნდი (ლეონ., ეპ. 4, არს., S 1463, 218ვ); ანგელოზთა მჴედრობა-ჲ - ἡ τῶν ἀγγέλων στρατία - ცხრა დასთაგან ერთ-ერთი - მის მიერ... დაებადა ყოველივე, გინათუ ხილული, გინათუ არა-ხილული... გინათუ ანგელოზთა მჴედრობა... (ბას., ექუს., გ. ათ., 6, 16-18); ანგელოზის სახელ-ი - მიხაილ იყო ანგელოზი იგი, ზედამდგომელად ერისა განჩინებული (თტე., რიცხ. 41, გელ., A 1108, 75r); სიტყუაჲ არს შინაგანმდებარე, გულსა შინა ზრახული და კუალად, სიტყუაჲ არს ანგელოზი მოგონებისაჲ (დამასკ., გარდ., 70, არს.); - Ἄγγελος κυρου παντοκράτορος - ჩუენ შორისსა ამას მღდელთ-მთავარსა ანგელოზ უფლისა ყოვლისა მპყრობელისა სახელ-ედვა საღმრთოთა სიტყუათა მიერ (არეოპ., ზეც., ეფრ., 12.1); ანგელოზთ-მახლობელ-ი - ἀγγέλων ἐγγύς - იგივე მიზეზი იყო ანგელოზთა მიერ ჩუენებულისა მის ხილვისა თარგმანებად ანგელოზთ-მახლობელთა მათ საღმრთოთა კაცთა მიერ (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.4)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.