წა წე წვ წი წმ წო წრ წუ წყ
წელ წენ წერ წეს

წეს-ი

  1. Gk. στοιχεῖον τό
    სტიქიები, ოთხი ელემნტი
     
    შეიქმნნეს ოთხნი იგი წესნი: ქუეყანაჲ, ცეცხლი, წყალი, ჰაერნი (გაბალ., ექუს., ანონ., 16); ოთხნი წესნი არიან სოფელსა შინა (τέσσαρα εστὶ στοιχεία ἐν τῶ κοσμῶ) (გაბალ., ექუს., ანონ., 154); ჰპოვებს წესთა მათ ქუეყანისათა უმძიმესად (გაბალ., ექუს., ანონ., 48); უკუეთუ ვისმე სწადის კითხვად, ვითარმედ რაჲსა წყლისაგან და არა სხჳსაგან წესისა მოიცემის მადლი იგი, საღმრთონი წიგნნი აიხუენ და ჰპოო, ვითარმედ დიდ და მთავარ არს წყალი ოთხთა საჩინოთა მათ წესთა უმჯობჱს (კირ. იერუს., ნათლისღ., სინ. მრ., 85,9-12);
  2. Gk. φύσις ἡ
    ბუნება, წესი
     
    გარდასრულ არს ჩუენსა წესსა (გაბალ., ექუს., ანონ., 120); კაცობრივთა მათ გარეწასრულ არს წესითა (გაბალ., ექუს., ანონ., 121); რაოდენნი არიან ურიცხუნი იგი და გარდარეულნი წესნი (გაბალ., ექუს., ანონ., 126);
  3. Gk. ἕξις ἡ
    მტკიცე, მდგრადი თვისება, ჩვეულება
     
    არიან უკუე რომელობისა სახენი ოთხ: წესი და გუარი, ძალი და უძლურებაჲ… ხოლო ჰმატს წესი გუარსა, რამეთუ წესი ძნიად შესაცვალებელ და მრავალ-ჟამეულ არს (დამასკ., დიალ., 38,4, ეფრ.) შდრ. // ანაგები – არიან უკუე სახენი ვითარებისანი ოთხნი: ანაგები, გუარი, ძალი და უძალოობაჲ (არს.);
  4. წესი, რიგი
     
    ქცევადობისა მისთჳს კაცობრივისა ბუნებისა და წესისა (ნაზ., ჰომ. 9,2, ტბელ.); უკუეთუ განბოროტებასა ვიტყოდით სულთასა, რაჲთა განბოროტნებიან, თჳნიერ მოკლებითა კეთილთა წესთა (ἀγαθῶν ἕξεων) და მოქმედებათაჲთა და თჳსითა უძლურებითა, რომელ შეემთხჳა წარწყმედისაგან და განბნევისა ბუნებითთა კეთილთაჲსა? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.24);წეს-ჩვეულება – ἕξις ἡ – [გუამთა] მრავალი რაჲ აქუს ერთსა საკუთრად განმყოფელი მისი მეორისაგან: ადგილითა სიშორე და ჟამითა განყოფილებაჲ და ცნობითა სხუა-სახეობაჲ და ძალითა და სახითა, რომელ არს შესახედავი და წესითა, აგებულებითა და პატივითა (დამასკ., გარდ., 56, ეფრ.);ἀκολουθία ἡ – წესი სიტყჳსაჲ სხუათაცა ეძიებდეს აღმავსებელთა მათთა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VII, 7);ἀρμονία ἡ – არამედ ჯერ-არს დაცვაჲ პატივისცემისაჲ და წესისაჲ (ნაზ., ჰომ. 9,2, ტბელ.); – ἔθος τό – თჳსთაგან წესთა წოდებულ იქმნნეს (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., A 64, 95rII);
  5. Gk. ἦθος τό
    ზნეობრივი, ეთიკური წესები
     
    საქმითი ფილოსოფოსობაჲ წესთა შეამკობს და ასწავებს, თუ ვითარ-რე არს მოქალაქობაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 52,10);
  6. Gk. τάξις ἡ
    რიგი, კანონზომიერი თანმიმდევრობა, წესრიგი
     
    ანუ მათგან მე წესთა ჩუენი უწყებაჲ ჰნებავს, ჟამთა პატივი და წესთა ცნობაჲ (გაბალ., ექუს., ანონ., 107); შობს არა თუ ჩუენ სახედ, არამედ თჳსითა წესითა (გაბალ., ექუს., ანონ., 120); ჯერ-არს სიტყუად საქმისათჳს აგებულთაჲსა და სარაბამობაჲ მისი და მენაწევრეობით მორთულობაჲ და ესევითარად დებაჲ და წესი და საჴმარებაჲ, რომელი თჳთეულთა უპყრიეს ყოვლისად (ნემეს., პეტრ., 165, 20-22); წესი – ამისთჳს გზითა რაჲთმე და წესითა მხოლოდშობილისა გულისჴმის-ყოფასა დაჰნერგავს გონებათა შინა ჩუენთა (ბას., ექუს., გ. ათ., 29, 1-2); [ღმერთი] გზითა და წესითა აღგუამაღლებს ცნობად ძისა მხოლოდშობილისა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 40, 34-35); ჯერ არს სიტყუად საქმისათჳს აგებულთაჲსა და სარაბამობაჲ მისი და მენაწევრეობით მორთულობაჲ და ესევითარად დებაჲ და წესი და საჴმარებაჲ (ნემეს., პეტრ., 42; 165. 20-22);ჰენდ. წესი და აგებულებაჲ – წესისა მისებრ და აგებულებისა, ვითარცა შჯულმდებელმან მოგვითხრა არსთა შორის გამოწულილვი განცდაჲ მისი მათ მიერ ოდენშესაძლებელ არს, რომელთა ძალ-ედვას განცდაჲ საიდუმლოთაჲ (VIII.9);
  7. Gk. τάξις ἡ
    ნეოპლატ.
    არსის სტრუქტურის მწკრივი, რიგი, ჯაჭვი, სერია („სირა“)
     
    თუ არ იყოს მყოფთა მიზეზი, არ-ვინაჲ იყოს წესი პირველთა და შემდგომთაჲ, და მასრულებელთა და გასრულებელთაჲ, მამკობთა და მკობილთაჲ, და მშობელთა და შობადთაჲ და მქმნელთა და ვნებადთაჲ და არცა ზედმიწევნაჲ და ჴელოვნებაჲ რაჲვე მყოფთაგანისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 11, 11.13-18); ყოველი წესი, მხოლოობისგან დამწყებელი, იწარმოებს სიმრავლისადმი შედარებულად მხოლოჲსა და ყოვლისა წესისა სიმრავლე ერთისადმი აღიყვანების მხოლოჲსა (პრ., კავშ., პეტრ.,, 21, 18.21); ყოველსა თითოეულსა წესსა შორის ნაწილებითსა ორსახედ ძალუც ზიარებაჲ ზესთ მდებარეობით მახლობელისა თჳსისა და აღმამკობელისა მხოლოჲსადმი: ანუ თჳსისა ყოვლობისა მიერ, ანუ მის-შორისისა ნაწილებითისა და თანდადასებულისა მიერ რაბამობისაებრ ყოველსა შორის სირასა (პრ., კავშ., პეტრ., 107; 67.3-7); უსრულთა და უკუანაჲსკნელთა თჳსისა დასაბამისგან არა აქუს სიმარჯუე... პირველთა ზიარებად მხოლოჲსადმი, ამისთჳს რომელ არიან იგინი თანტომ ბუნებისა მის და ხუედრებულ სხჳსა წესისა, უმჯობესისა და ღმრთეებრისა ხოლო განზიდულთა და უშორიელესთა მის სირაჲსათა მეორე აქუს წესი და მსახურებრივი (პრ., კავშ., პეტრ., 110; 68.2-7); თითოეულსა წესსა ზედა არს ვიდრემე ზიარებაჲ და შეერთებაჲ და იგივეობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 21; 19.1-2); ყოვლობასა საშუალი აქუს წესი ვინაჲვე მყოფისაჲ და გუართაჲ რომელიცა შეუდგს, რაჲთა პირველ გუართაჲსა იყოს მყოფი (პრ., კავშ., 74; 48,.0-22)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9