ცოდნა, შემეცნება, გაგება
- შეუძლებელ არს მისი [ღვთის] ცნობაჲ (ანასტ. სინ., წინამძღ., არს. II, 81); – γνῶσις ἡ – ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ გონებაჲ უსიბრძნოჲ და დაკლებული ცნობისაგან არაოდეს ყოფილ არს (დამასკ., გარდ., ეფრ., 204); არამედ შეიკრძალნე და საიდუმლოთა ღმრთისათა საცნაურებითა (νοεραῖς) და უხილავებითა ცნობითა პატივ-სცე (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); განვიცდით მას სიწმიდით და ხედვათა მათ ცნობითა განბრწყინვებულნი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); ცნობაჲ არსთაჲ, რომელი-იგი ჭეშმარიტ არს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3); ცაჲ და ქუეყანაჲ შემოგჳსაზღვრებს ჩუენ ხილვისა მიერ და ცნობისა ყოველთავე არსთა მათ შორის დაბადებასა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 5); ხოლო ქერობინნი [გამოითარგმანების] სიმრავლედ ცნობისა ანუ განფენად სიბრძნისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.1); ზეშთაარსებისა შარავანდედსა შემსგავსებულად ძალისა მოუჴდებით, რომლისა შორის ყოველი ცნობაჲ ყოველთა კიდეთა ზეშთა ყოვლისა გამოთქუმისა წინაჲსწარ პირველითგან იყო (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); რამეთუ უკუეთუ ყოველნი ცნობანი არსთანი არიან და არსთავე ზედა დასრულებისა მქონებელ არიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); რაბამ უზეშთაეს იყოს ყოვლისავე სიტყჳსა და ყოვლისა ცნობისა და ზეშთა ყოველთა გონებათა და არსებათა დამყარებულ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4-5); ხოლო თჳთ, ვითარ-იგი არს თჳსითა მთავრობითა და სიმტკიცითა, ზეშთა ყოვლისა გონებისა და არსებისა და ცნობისა არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); [იესო ქრისტეს] ჰქონან თჳთმფლობელობანი ორნი ბუნებითნი – საღმრთოჲცა და კაცობრივიცა, და სიბრძნე და ცნობაჲ – საღმრთოჲცა და კაცობრივიცა (დამასკ., გარდ., ეფრ., 179); არა არს სული ცნობასა შინა, არამედ ცნობაჲ – სულსა შინა (დამასკ., დიალ., ეფრ. 1,5); არა წინასწარცნობაჲ... გარნა ცნობაჲ (ნაზ., ჰომ., 4, 47, ტბელ.); ყოვლითურთ თჳსთა პირველთა ცნობაჲ – ცნობაჲ არს მიზეზათა თჳსთაჲ და რომელთა მიმართ არიან მიზეზ (პრ., კავშ., პეტრ., 167; 100.5-8); ესეცა, რომელ არა არს იგი [სული] უპირველეს შორის მცნობელთა, საცნაურ, ვინაჲთგან ყოველი სული ცხოველ არს, მაგრა არა ვითარ იყოს რაჲ ყოველი მქონებელი ცნობისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 190; 113.2-4); არ ვინაჲ არს იგი [სული] პირველ მეუწყე და მცნობელ და არცა თჳთ იგი აობაჲ მისი არს ცნობა, ვითარცა გონებისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 190; 114.6-7); თუ არს რაჲც-რაჲვე ცნობაჲ ღმრთებრივთაჲ, დაფარული არს და ერთებრი; და თუ რაჲც-რაჲვე ძალი – გარეშეუწერელი და შემცველი ყოველთა ერთებრივთაჲ; და, [თუ] კეთილობაჲ მათ შორის – მყოფობისა მათისა მასაზღვრებელ (პრ., კავშ., პეტრ., 121; 74.21-24);
- ცნობა-ჲ და უწყება-ჲ ჰენდ. – ყოველნი უკუე აღმეუწყენი და მცნობელნი ეზიარებიან ცნობასა და უწყებასა პირველისა მიერ გონებისა (პრ., კავშ., პეტრ., 102; 63.21-23);
- ცნობაჲ მიზეზთაჲ – მიზეზების ცოდნა, შეცნობა, გაგება – უკუეთუ ცობაჲ მიზეზთაჲ საქმე და აღსასრული არს ზედმიწევნულებისა და ჴელოვნებისაჲ, და მაშინღა ვიტყჳთ ზედმიწევნად ჴელოვნებასა, რაჟამს მიზეზნი ვცნნეთ მყოფთანი (პრ., კავშ., პეტრ., 11; 11.18-20);
- ცნობაჲ გონიერი – ἡ νοερὰ γνῶσις – გონიერი ცნობაჲ არს დასაბამი და მიზეზი მცნობელობისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 20; 18.15);
- ცნობაჲ სიტყჳსმიერი – ἡ διὰ λόγου γνώσις – ყოველი სიტყჳსმიერი ცნობაჲ მყოფთაჲ არს, და მყოფთა შორის აქუს ჭეშმარიტებითი მისაწუთოჲ (პრ., კავშ., პეტრ., 123; 75.30-31); – ἐπίγνωσις ἡ – შეცნობა – კეთილისა და ბოროტისა ცნობისა ხედ თქუა მრავალგამომწუეველობაჲ იგი ხედვისაჲ, ესე იგი არს, ცნობაჲ თჳსისა ბუნებისაჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 106); სასმენელიცა მათი მძიმე არს, და სახედველნი ბრყჳლ, რამეთუ წყლისა მიერ ხედვენ, და არცა ჴსენებაჲ რაჲმე არს მათ შორის, არცა უცნებაჲ, და არცა თჳსებისა ცნობაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 91, 5-7); – γινώσκειν – სხუაჲ არს თქუმაჲ და სხუაჲ არს ცნობაჲ (დამასკ., გარდ., არს., 35); გონებისაჲ არს ცნობაჲ მყოფთაჲ და გაგონებასა შორის აქუს სისრულე თჳსი და ურჩეულესი თჳსი (პრ., კავშ., პეტრ., 135, 82.23-24; D.§134); – γνώμη ἡ – ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ ცნობისა, გინა მეცნიერებისა, ანუ განზრახვისა სახელი მრავალსახე არს (დამასკ., გარდ., ეფრ., 187); ცნობასა და აღრჩევასა უფლისათჳს თქუმაჲ ყოვლად შეუძლებელ არს (დამასკ., გარდ., ეფრ., 186); [გუამთა] მრავალი რაჲ აქუს ერთსა საკუთრად განმყოფელი მისი მეორისაგან: ადგილითა სიშორე და ჟამითა განყოფილებაჲ და ცნობითა სხუა-სახეობაჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 56); ვერცაღა თუ ქებად მისსა შემძლებელ არიან, ვითარცა ყვანებულნი ცნობითა პირუტყულითა და აღძრვითა სულისა წინააღმდგომისათა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 324r); – φρόνησις ἡ – გულისზრახვაჲ, რაჟამს მასვე ზედა ეგოს... და განიკითხოს, ცნობად იწოდების (დამასკ., გარდ., არს., 127); ვითარმედ შეცთომილი დაშჯითა ქცეულებასა თჳსისა ცნობისასა, ცხოვნებასა მიემთხჳოს (ლეონ., ეპ., არს., 6, S 1463, 219r); ჩუენ შორის მყოფი ესე ცნობაჲ და სიბრძნე და განზრახვაჲ, ვითარცა შემთხუევითი რაჲმე, მომავალ და წარმავალ არს (დამასკ., გარდ., ეფრ., 68); რამეთუ სიტყუა ბუნებით ცნობა არს და მსაჯულობითი – სიმართლე (მქს., პიროს., გელ., 29,31); – φρόνημα τό – რაჲთა უნაკლულოჲ აქუნდეს ცნობაჲ ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა წარმართებული (თტე., II სჯ. 14, გელ., A 1108, 114r); მფრინველთა ცისათა, ესე იგი არს, მაღალთა და განმცხრომთა ცნობითა და ჯერჩინებითა დაიმკჳდრეს მას ზედა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 34II); გიჴმდა უკუე თქუენ, ჵ ბრძენნო სომეხთანო... ცნობაჲ ქრისტესი, ვითარცა სრულად ღმერთად და სრულად კაცად (სტით., სომხ. წვალ., არს., 288); რამეთუ რაჲსა მთნებელთა განვაცრუეთ ქრისტეანებრი ცნობაჲ? (მქს., პიროს., გელ. 17,25) შდრ. სარწმუნოება (მქს., პიროს., ეფთ. 2,20); არა მან ეგრეთ განმაყენა მე შენსა უპირველესისაგან, ვითარ დაუდგრომელობამან და არდადგრომამან ერთსაცა ცნობასა ზედა (მქს., პიროს., გელ. 38,45); მის მიერ აქუს მცნობელთა და საცნაურთა ძალთა ანგელოზებრთა მათ გონებათასა მარტივი იგი და სანატრელი ცნობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); თანა-მხედველობითი საღმრთოთა ცნობათა განუყოფელობაჲ და უნივთოებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); რამეთუ თითოეული საცნაური არსებაჲ მინიჭებულსა მას მისდა ღმრთისა მიერსა ერთ-სახეობითსა ცნობასა წინა-აღრჩევითითა ძალითა განჰყოფს და განამრავლებს უდარესთა მათ მიმართ მიცემითა უწულილესისა და ძალისაებრისა ნაწილისაჲთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.3); ყოველნივემცა პირუტყუთა ცხოველთა გრძნობანი და მრავალ-ნაწილობანი უნივთოთამცა ზეცისა არსებათა ცნობისა და ერთ-სახისა ძალისა მიმართმცა აღგუეყვანნეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.8); სამღდელოდ დაიფარვიან მხოლოდ სახისდასაბამისა ოდენ ცნობისა მიმართ მიმხედველნი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.1); მოასწავებენ საუკუნოსა მას მათსა და უცვალებელსა ყოვლითა მოსწრაფებითა და მადლობითა საღმრთოსა ჴელოვნებასა და ცნობასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.5); [ათანასე] იყო მაღალ საქმითა და მდაბალ ცნობითა (ნაზიანზ., ჰომ., 21, IX, ეფრ.); – νοῦς ὁ – ხატი... არცა სიტყჳერ არს, არცა მიმღებელ ცნობისა და ჴელოვნებისა (დამასკ., დიალ., ეფრ. 9,2); – αἴσθησις ἡ – გრძნობა – ხოლო სხუათაჲ მათ ცნობითა საღმრთოჲთა შეკრვაჲ (ნაზ., ჰომ., 2, 95, ტბელ.); – δόξα ἡ – ირწმუნებდეს სხუასა რასმე კეთილყოფად პირველ ჭეშმარიტისა კეთილისა, ბოროტად ბოროტისა ცნობისა ნაყოფსა მომსთულებელი (ნაზიანზ., ჰომ., 21. II, ეფთ.) შდრ. ბოროტისა მის განზრახვისა ნაყოფი (ნაზიანზ., ჰომ., ეფრ.); – εἴδεναι τό – ყოფაჲცა ჩუენი ღმრთისაგან არს და ცნობაჲ ღმრთისაჲ (ნაზიანზ., ჰომ., 19, VIII, ეფრ.) შდრ. მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ მის მიერ გუაქუს (ნაზიანზ., ჰომ., ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.