ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბუნ

ბუნებით-ი

ბუნებრივი, ბუნების შესაბამისი, არსებითი, თანდაყოლილი; ფიზიკური – φυσικός τό // κατὰ φύσιν
 
ყოველი ბუნებითი მიზეზისაგან განსაზღვრებულისა იშვების (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.30); –აწ უკუე ვეგნეთ რაჲ ბუნებითსა ზედა, სათნოებასა შინა ვართ, ხოლო მივსდრკეთ რაჲ ბუნებითისაგან, რომელ არს სათნოებაჲ, გარეშესა ბუნებისასა მოუჴდებით და სიბოროტესა შინა ვიქმნებით (დამასკ., გარდ., 145, არს.); ბოროტი სხუაჲ არარაჲ არს, გარნა მოკლებაჲ კეთილისაჲ და ბუნებითისაგან ბუნებისგარეშისა მიმართ მიქცევაჲ (დამასკ., გარდ., 282, არს.); სენი... სიმკოდე... და რაოდენნიცა არიან შემაწუხებელნი კაცთანი... რომელთაგანი რომელიმე ბუნებით არს (ბას., ექუს., გ. ათ. 21, 6-9); უკუეთუ ბუნებითად არს ჩუენ შორის მოშიშებაჲ, ხოლო საგიობელთაგანი არს იგი, ბუნებითად სადმე მდებარე არიან ჩუენ შორის, თქუენებრ, საგიობელნი, რომელ არს ცოდვაჲ (მქს., პიროს., გელ., 23,14) // უკუეთუ შიში ბუნებით არს ჩუენ-თანა, ხოლო ბრალეულთა საქმეთაგანი არს შიში და არა უბრალოთა, ჩანს, სიტყჳსაებრ შენისა, ვითარმედ ბუნებით არიან ჩუენთანა ბრალეულნი საქმენი და ცოდვისა კერძნი (მქს., პიროს., ეფთ. 6,15); მეორედ, მოქმედება არიან მოგებულნი მოქმედებანი, რომელნი-იგი უმტკიცეს არიან, სულიერნი თუ იყვნენ, გინა-თუ ბუნებითნი; ბუნებითნი უკუე, ვითარ-იგი არს სიმჴურვალე განჴურ-ვებულთათჳს (დამასკ., დიალ., 45,2, ეფრ. // არს.); ...კაცსაცა ვერ ძალუც ხედვად... მოქმედებად, არა-თუმცა თითოეულისა ძალი ბუნებითად მიეღო დამბადებელისაგან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 131r); ქონებაჲ ვიდრემე თუალთა და ცხჳრთა და სხუათა ასოთაჲ ბუნებითი არს (დამასკ., ორთა ნებ., S1463, 129v); ბუნებითი არს ყოველთა ვიდრე შორის ერთსახეთა და თანაარსთა გუამთა ხილულ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v-133r); ბუნებითად ითქუმის, ვითარ-იგი დაბადებულ იყოს და განწესებულ იყოს თითოეული (დამასკ., დიალ., 26,1, ეფრ.); სამნი სახენი არიან სიცოცხლისანი: ბუნებითი, მგრძნობელობითი და გონიერი (დამასკ., გარდ., 181, არს.); რამეთუ არას მყოფთაგანსა, ბუნებითთა შორის გებულსა, წინააღმდგომთა ქმნაჲ მოუგიეს (მქს., პიროს., გელ. 45,7); თითოეულსა ბუნებასა შინა რომელიმე ბუნებითი არს და რომელიმე არა ბუნებითი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.26); და ვითარ ყოველივე სწორებაჲ, საცნაური და მცნობელი, სიტყჳერი და გრძნობითი, არსებითი და ბუნებითი და ნებებითი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.10); უკუეთუ ბოროტი უმიზეზო არს და განუსაზღვრებელ, არასადმე ბუნებითი არს, რამეთუ არცა ეგების ბუნებასა შინა გარეგანი ბუნებისაჲ, არცა უჴელოვნობაჲ სიტყუასა შინა ჴელოვნებათასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.30); რომელთა თქუენ მოსასპობელად ბუნებითთად წინადაჰსხამთ, ამათვე ბუნებათათჳს წინგანაწყობენ მათდა მიმართ მბრძოლნი (მქს., პიროს., გელ., 41,18); ქრისტჱს მოწამე, რომლისათჳს ამათ ითმენდა, ევედრებოდა მეუფესა, მოხედვისა მისისა მიერ მთხოელი განძლიერებისა ბუნებითისა უძლურებისასა (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 136v); რამეთუ არა თუ იძულებით დამორჩილებულ იყო ბუნებითთა ჭირთა (მიქ., მრწ., ეფთ., 9; Jer. 151, 85r); ყოველნივე ბუნებითნი და უცოდველნი ვნებანი კაცებისანი თავს-ისხნა (მიქ., მრწ., ეფთ., 9; jer. 151, 85r); ბუნებითნი და უგიობელნი ვნებანი არიან არა ჩუენ-ქუეშენი იგი, რაოდენნი გარდასლვისამიერისა დაშჯილებისაგან შემოვიდეს კაცობრივსა ცხორებასა (დამასკ., გარდ.., 211, არს.); – φυσικός – არცა უტყუნი სიტყჳერთაგან უცხოდ ყოვლითურთ და შეუზავებელ თჳნიერ საკრველისა რაჲსამე თანამებუნეობისა და ბუნებითისა იყვნენ (ნემეს., პეტრ., 8. 16-19);
ბუნებითი (ასოჲ) – φυσικός μόριον – ბუნებრივი ორგანო – ვიეთნიმე მათგანნი უბრძანებენ მნებებელთა მოკუეთასა ბუნებითთა ასოთასა (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., H 601, 167II);
ბუნებითი (აღძრვაჲ) – φυσική ὄρεξις – ბუნებრივი მისწრაფება – ბუნებითი აღძრვაჲ პირუტყუთაცა ცხოველთა შორის დაუთესავს დამბადებელსა შესამტკიცებელად ბუნებისა მათისა (დამასკ., გარდ., 207, არს.); უნაწილოჲ სიტყჳსაგან ვერარაჲ უძლებს ყვანებად, არამედ ყვანებულ-იქმნების ბუნებითისა აღძრვისაგან (დამასკ., გარდ., 207, ეფრ.);
ბუნებითი (აღჴსნაჲ // აღჴსნითი) – ἡ φυσικὴ ἀναλυτικὴ μέθοδος – ფიზიკური ანალიზი; საგნის ფიზიკური და ქიმიური შედგენილობის ანალიზი – ოთხნი არიან ღონენი სიტყჳსგებისანი, ესე იგი არს, სიტყჳერებისანი... მესამე არს აღჴსნითი. ...აღჴსნითი სამ-სახე რაჲმე არს; რამეთუ ბუნებითიცა არს, ვითარ პირველ ვთქუ, და სიტყჳერიცა აღჴსნაჲ არს... არს უკუე აღჴსნაჲ სწავლითიცა (დამასკ., დიალ., 52,11-12, ეფრ.);
ბუნებითი (განყოფილებაჲ) – ბუნებით განსხვავება; ძირეული თვისებებით, არსებითი ნიშნებით განსხვავება – φυσικὴ διαφορά – ჩუენებაჲ ჰნებავს... ვითარცა ორნი ბუნებანი მისნი შემდგომად შეერთებისა ჰმარხავს თითოეული მათგანი თჳსსა და ბუნებითსა განყოფილებასა და ქცევაჲ არა მიუღებიეს (სტით., სომხ. წვალ., არს., II, 4); ესე არიან არსებითნი და ბუნებითნი განყოფილებანი (დამასკ., დიალ., 2,23, ეფრ // არს.); დაღათუ ვთქუათ, ვითარმედ: ესე ძე არს ნესტორისი, ხოლო იგი მის რომელისამე ცხენისაჲ, და ესე უკუე ბრძენი, ხოლო იგი უსიბრძნოჲ, ბუნებითნი განყოფილებანი შემოვლენ, რამეთუ გუამოვნებითნი განყოფილებანი კაცთანი გუამოვნებითთა განყოფილებათა თანა ცხენთასა ბუნებითად შეირაცხვიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 128v);
ბუნებითი (ერთობაჲ) – κατὰ φύσιν ε‡νότητος – ბუნებით ერთიანობა – ესრეთ ბუნებითითა ვიდრემე ერთობითა მრავალ-ღმერთი იგი ელლენთა საცთური უჩინო იქმნების (დამასკ., გარდ., 44, არს.);
ბუნებითი (ვითარებაჲ // ანაგები) – ἡ φυσικὴ ποιότης – ბუნებრივი თვისება – ბუნებითი ვითარებაჲ, რომელ არს ბუნებითი ანაგები, ვითარცა სიმჴურვალე ცეცხლისაჲ და ხედვაჲ მძინარისაჲ (დამასკ., დიალ., 45,4, არს.);
ბუნებითი (თჳთება) – φυσική ἰδιότης – ბუნებრივი თვისება – ბუნებითი თჳთებაჲ არს იგი, რომელი შეამტკიცებდეს ბუნებასა და განჰყოფდეს სახესა სახისაგან, ესე იგი არს ბუნებასა სხვისა ბუნებისაგან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r); ეგრეთვე მეტყუელთა ქრის-ტესთჳს ორთა ბუნებითთა თჳთებათასა, თარგმნედ, თუ ვითარ გულისჴმა-ჰყოფენ ბუნებითსა, რამეთუ შესაძლებელ არს კეთილადმსახურებითცა და ბოროტად მსახურებით თქუმაჲ, რამეთუ ითქუმის ბუნებითი ზოგადისაებრცა ჩუელებისა ლიტონთა კაცთაჲსა ქმნილი, რომელი-ესე არცა ბუნებათა, არცა თჳთებათათჳს შესაძლებელ არს სათქუმელად ქრისტეს ზედა (ანასტ. სინ., არს., I, 57-61); თითოეული მათი ჰმარხავს ბუნებითსა თჳთებასა თჳსსა და უცვალებელად აქუს თავისა თჳსისა-ძლითი ჟამი და ადგილი და სიტყუაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს. II,2); [ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები] ბუნებით არიან ეგრეცა ორნივე (დამასკ., დიალ., 44,2, ეფრ. // არს.);
ბუნებითი (მარტივობაჲ) – τὸ ἁπλοῦν κατὰ φύσιν – უქცეველობა, უცვალებელობა მოქმედობითობაჲ... ბუნებით მარტივობაჲ... ყოველნი, რაოდენნი ჰქონან ღმერთსა, ძისანი არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r);
ბუნებითი (მოქმედებაჲ) – ἡ φυσικὴ ἐνέργεια – ბუნებრივი მოძრაობა, მოქმდება – ბუნებითი მოქმედებაჲ არს თითოეულისა არსებისა ძალი და ძრვაჲ, რომლისა თჳნიერ არს მხოლოდ არამყოფი ოდენ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 136r); ყოვლისა ბუნებისა შორის ბუნებითნი მოქმედებანი სამარადისოდ არიან და მისთანა არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 136r); ეგრეთვე რომელსა ენებოს სხჳსა და სხჳსა ნებებისა და მოქმედებისა ქადაგებაჲ ღმრთეებისა და კაცებისა ქრისტესისაჲ, ნუ ვითარ დამთხუევით მსგავსად უსწავლელთა, პირუკაროთა და გამოუცდელთა და ურცხჳნოთა ვიეთსამე იტყჳს ორთა ბუნებათა და ნებათა და ორთა ბუნებითთა მოქმედებათა (ანასტ. სინ., არს., I. 63-66); რომელთა ბუნება თითოსახე, მათ ბუნებითიცა მოქმედებაჲ თითოსახე (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 136r);
ბუნებითი (კაცობრივი მოქმედებაჲ) – ἡ ἀνθρωπίνη φυσικὴ ἐνέργεια – ბუნებრივი ადამიანური ქმედება – უკუეთუ არა აქუნდა ბუნებითი კაცობრივი მოქმედებაჲ, არცა ბუნება აქუნდა კაცობრივი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r);
ბუნებითი (მყოფობაჲ) – φυσικὴ ὀντότης – არსებაჲ ვიდრემე ყოფისა და სიცოცხლისა და ძრვისა გრძნობითცა და გონებით წადიერ არს სურვიელი თჳსისა ბუნებითისა და სავსებითისა მყოფობისა (დამ-ასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v);
ბუნებითი ნათელი – αὐτοφῶς τό – უკუეთუ ვინმე თქუას თჳთ ბუნებითისა ცხორებისათჳს, ვითარმედ ცხოველ არს, ანუ თჳთ ბუნებითისა ნათლისათჳს, ვითარმედ განათლდების, არა მართლ იტყჳს სიტყჳსაებრ ჩემისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8);
ბუნებითი (ნათესაობაჲ) – ამით სიტყჳთა გიჩუენა შენ წყალთა მიმართ ბუნებითი ნათესავობაჲ მცურვალთაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 81, 29-30);
ბუნებითი (ნებაჲ // ნებებაჲ // სანებელი) – τὸ φυσικὸν θέλημα – ბუნებისთვის დამახასიათებელი ნება – ბუნებითი ნებაჲ, რომელ არს მნებებელობითი ძალი, ერთი არს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); ბუნებითი ნებაჲ არს წადიერებაჲ სიტყჳერებითი და ცხოვლობითი, მხოლოდ განმტკიცებული ბუნებითთაგან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 134v); ბუნებითნი ნებანი არიან პირველად დამორჩილებაჲ შჯულისა ღმრთისასა (დამასკ., ორთა ნებ., არს. S1463, 133v); გარნა იტყჳან, ვითარმედ კაცსა არა აქუსო ბუნებითი ნებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135v); ერთნებიანთა არამეცნიერებაჲ განყ-ოფილებასა ბუნებითისა და გუამოვნებითისა ნებისასა, რომელ არს თჳთგამორჩევითი, მიზეზ იქმნა ერთისა ნებისა მეტყუელებისა ქრისტესა ზედა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v); შემსგავსებულნი ბუნებათანი არიან ბუნებითნი ნებანიცა (მქს., პიროს., ეფთ. 8,40) // უეჭუელად შესაბამნი ბუნებათანი ბუნებითნი ნებანი აქუნდეს (მქს., პიროს., გელ., 25,32); არა ბუნებითი არსო ნებაჲ, არამედ გუამოვნებითი (ამონ., ტარიჭ. 12,31); ერთი შეზავებული გუამი ორითა სრულითა ბუნებითა, და ორითა ბუნებითითა ნებითა და ორითა საქმითა, ერთ გუამად შეერთებულითა უცვალებელად და შეურევნელად (მაქს., მრწ., ეფთ., 8; Q 34, 35r); ვნებულ და უძლურ არს კაცობრივი ნებაჲ და სხუაჲ და სხუაჲ ბუნებითი სანებელი (და-მასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134r); წმიდისა და თანაარსისა სამებისა ზედა ერთი არს სამთავე გუამოვნებათა ბუნებითი ნებებაჲ და ერთი ბუნებითი სახიერებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133r); რომელსა უკუე ნებასა იტყჳთ, მნებებელობითსა ძალსა და მარტივად ნებასა და ბუნებითსა სანებელსა ანუ გუარსა ნებისა ჴმარებისასა, ესე იგი არს ვითარ ნებებასა და გამორჩევისაებრ თჳსისა და გემოჲსა ნებებულისა მის, არამედ უკუეთუ მნებებელობითსა ძალსა და მარტივსა ნებასა გუამოვნებითად იტყჳთ, არაჭეშმარიტსა სწამებთ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135r);
ბუნებითი (ნებაჲ კაცისაჲ) – φυσικὸν θέλημα – კაცობრივი ნება – ბუნებითი ნებაჲ კაცისაჲ არს, ვითარცა იტყჳან წმიდაჲ ბასილი და კჳრილე, სიყუარული სიცოცხლისაჲ, რამეთუ ყოველსა კაცსა ბუნებით უყუარს სიცოცხლე და ხედვაჲ ნათლისაჲ. აჰა, საზოგადოჲ ნებაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 285-287);
ბუნებითი (რომელობაჲ) – ἡ φυσική ποιότης – ბუნებრივი თვისება – მეოთხე, მოქმედება არს ბუნებითი რომელობაჲ, ესე იგი არს, წესი ბუნებითი, ვითარ-იგი არს მჴურვალებაჲ ცეცხლისაჲ და სიზმარი მძინარისაჲ (დამასკ., დიალ., 45,4, ეფრ.);
ბუნებითი (საქმე) – τὸ φυσικός πράγμα – ფიზიკური საგანი, რეალობა – ყოველნი უკუე ბუნებითნი საქმენი ნივთისაგან არიან საკუთრად და სახისა (ამონ., ტარიჭ. 82,1); ბუნებითნი საქმენი უსწავლელ არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135r); რამეთუ უკუეთუ ორთა ნებათაგან შეერთებული ერთი ნებაჲ ითქუმის, და სხუათაცა ბუნებითთაჲ საქმეთაჲ თქუმად არს (მქს., პიროს., ეფთ., 5,16);
ბუნებითი სახიერება – φυσικὴ ἀγαθότης – ვითარმედ ღმერთი თჳსითა მით ბუნებითითა სახიერებითა მოწყალე ექმნა ქუეყანისათა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.II.1); რომლისა ბუნებითისა სახიერებისა განზრახვასა ცვალებაჲ შეუძლებელ იყო (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); ათთა ტომთა ვიდრემე "სახლად იაკობისა" უჴმო ბუნებითისა სახელისა მჴუმეველმან (თტე., მიქ. XXX, გელ., K 1, 391rv);
ბუნებითი (სიტყუაჲ) – φυσικός λόγος – არ ბუნებითისა სიტყჳსა, არამედ გუარისათჳს ჴორცისებრისა მყოფობისა მისისა შთამოთქუნა მამამან ეგენი (მქს., პიროს., გელ. 34,1);
ბუნებითი (სქესი) – ἡ κατά φύσις [σχήσις] – მიმართების ერთ-ერთი სახე – სქესი ითქუმის: ანუ ჴელოვნებისა-მიერი... ანუ ბუნებითი (ვითარ-იგი მამისაჲ ძისა მიმართ) (ამონ., ტარიჭ. 41,31);
ბუნებითი (სხეული) – τό φυσικός σῶμα – ფიზიკური სხეული – მუნ ვიდრემე [მოიჴსენა] ბუნებითისათჳს და შეზავებულისა სხეულისა, ხოლო აქა მათიმატიკისათჳს (ამონ., ტარიჭ. 145,19);
ბუნებითი (ქმნაჲ) – φυσικὴ γένεσις – არ შეერაბამების ესე ბუნებითსა ქმნასა და არცა ქმნის დასაბამთა მიზეზთა (პრ., კავშ., პეტრ., 27; 23.29);
ბუნებითი (წადიერებაჲ) – φυσικὴ ὄρεξις – სიტყჳსაგან უნაწილოსა ვერ ძალუც მყვანებელობაჲ, არამედ იყვანების ბუნებითისა წადიერებისაგან (დამასკ., გარდ., 207, არს.); ბუნებითი წადიერებაჲ პირუტყუთაცა ცხოველთა შორის დასთესა დამბადებელმან (დამასკ., გარდ., 207, არს.);
ბუნებითი (შეზავებაჲ) – ხოლო უკუეთუ ნებათა შეზავებასა იტყჳთ, სხუათაცა ბუნებითთა შეზავებისა თქუმა გეიძულოსყე (მქს., პიროს., გელ. 22,3);
ბუნებითი (შიში) – ἡ δειλία – არს ბუნებითი შიში სულისა, არ-მნებებელისაჲ განყოფასა ჴორცთაგან დასაბამითგან დამბადებელისა მიერ დადებულისათჳს მის შორის ბუნებითისა თანალმობისა და თჳსებისა, რომლისათჳს ბუნებითად ეშინის და უღონოებს და იჯმნის სიკუდილისაგან (დამასკ., გარდ., 214, არს.); არს ბუნებითიცა შიში და ბუნების გარეგანიცა: ბუნებითი იგი შიში ძალი არს არსებისა შემკრძალებელი (მქს., პიროს., ეფთ., 6,19) // არს ბუნებითიცა შიში: და ბუნებითი სადმე შიში არს ძალი წიწნეულობითი, მყოფობისა შემასრულებელი (მქს., პიროს., გელ., 23,18);
ბუნებითი (ცხორება) – αὐτοζωή ἡ – ეგრეთვე უკუეთუ ვინმე თქუას თჳთ ბუნებითისა ცხორებისათჳს, ვითარმედ ცხოველ არს, ანუ თჳთ ბუნებითისა ნათლისათჳს, ვითარმედ განათლდების, არა მართლ იტყჳს სიტყჳსაებრ ჩემისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8);
ბუნებითი (ძალი) – ἡ φυσικὴ δύναμις – მოქმედება არს თითოეულისა არსებისა ბუნებითი ძალი და ძრვაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r);
ბუნებითი (ძალი // თჳთებაჲ კაცებისაჲ) – αἱ φυσικαὶ δυνάμεις τῆς ἀνθρωπότητος – ქრისტეს ... ჰქონან ბუნებითნი თჳთებანი კაცებისანი, რომელ არიან ყოველნივე ბუნებითნი ძალნი კაცებისანი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131r);
ბუნებითი (წესი) – φυσικά τά // φυσικός λόγος // τάξις – არა ბუნებითისა წესისათჳს თქუა სიტყუა ესე მამამან ათანასე, არამედ სახისა მისთჳს განკაცებისა მისისა (მქს., პიროს., ეფთ. 9,39); არარაჲ არსთაგანი ბუნებითსა წესსა თჳსსა ზედა არნ და წინააღმდგომი თჳსისა ბუნებისაჲ ქმნის (მქს., პიროს., ეფთ., 14,32); ყოველივე ბუნებითი და უბრალოჲ წესი კაცებისაჲ თავს-იდვა (მაქს., მრწ., ეფთ., 9; Q 34, 35r); არამედ რამეთუ ყოველთა ახალთა უახლესი აჩუენა ბუნებითთა წესთა შინა ჩუენთა ზეშთაბუნებისა შჯულთაობაჲ და არსებასაცა ჩუენსა შინა არსებათა უზეშთაესობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.10); რომლითა იგი და რომლისა მიერ არაარსისაგან არსად მოიყვანა თითოეული არსთა და საჩინოთაგანი და წესი ბუნებითი (ეკლსტ., გელ., 26. I)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9