დამახასიათებელი მდგომარეობით
- [ყოველნი ზიარებით ღმერთნი] არიან კეთილობა და არცა ბუნებით, და არცა არსებით (რამეთუ ბუნებასა და არსებასა შემდგომი და უკუანაჲსკნელი ხუდა წესი ზიარებით ღმერთთაგან), მაგრა ზესთარსებით (პრ., კავშ., პეტრ., 119; 72.30-31); – κατὰ φύσιν – თანტომი ღმრთივთაჲ თჳთ მით მყოფობითა თჳსითა... აღთხზულ არს მებრ ბუნებით, და წადნოჲს მათდამი ზიარებასა, მეწადე კეთილობისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 28; 24.21-23); ბუნებით პირველნი საჩუენოდ უკუანაჲსკნელებ არიან, ხოლო ბუნებით მეორენი – საჩუენოდ პირველებ (ამონ., ტარიჭ., 42,37);
- ბუნებით (ბოროტი) – τῆ φύσει κακόν – რამეთუ ოდესმე თჳთ ბუნებით ბოროტისა რასმე წარმოაჩინებს, რომელი წინააღმდგომი არს სათნოებისა და ნებისა ღმრთისაჲ (დამასკ., გარდ., 280, არს.); ეშმაკის ბუნება – არამედ არცაღა ეშმაკნი ბუნებით ბოროტ არიან. რამეთუ უკუეთუმცა ბუნებით ბოროტ იყვნეს, არცამცა სახიერებისაგან იყვნეს, არცა არსთა შორის იყვნეს, არცამცა შეცვალებულ ბუნებითისაგან კეთილისა მარადის ბოროტ-ყოფილ თუმცა იყვნეს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23);
- ბუნებით (სახიერი // სახიერებაჲ) – ἀγαθοφυὴς – რამეთუ თჳთ იგივე ბუნებით სახიერი სიტყუაჲ იტყჳს: "მე სახიერ ვარ" (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); – φυσικὸν τὸ ἀγαθόν – წმიდისა და თანაარსისა სამებისა ზედა ერთი არს სამთავე გუამოვნებათა ბუნებითი ნებებაჲ და ერთი ბუნებითი სახიერებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133r);
- ბუნებით (შესმენაჲ) – ἡ κατὰ φύσιν κατηγορία – სინამდვილის კატეგორია – ბუნებით შესმენა, კატიღორია იქნების ამის განუკუეთელისა არსებისად, ქუემდებარისად და შემასმენლისა მისისა ანუ სახედ, ანუ ნათესავად (ამონ., ტარიჭ., 127,4);
- ბუნებით (უპირატესობაჲ // უპირველესი) – φύσει πρότερος – ზოგადი, რომელიც პირველადია კერძოსთან შედარებით – ბუნებით უპირატესობაჲ, რომელი თანად შემოიყვანების, ხოლო არა თანა-შემოიტანებს, თანად მოიკლვის, ხოლო არა თანა-მოჰკლავს (დამასკ., დიალ., 46,2, არს.) // ბუნებით უპირველესი არს, რომელი თანა-შემოიყვანებს, ხოლო არა თანა-შემოიყვანების და თანა-მოსპობს, ხოლო არა თანა-მოისპობვის (დამასკ., დიალ., 46,2, ეფრ.); τὸ τῆ φύσει πρότερον – ცხოველი ბუნებით უპირველესი არს აგებულებასა შინა კაცისასა (დამასკ., დიალ., 15,1, ეფრ.);
- ბუნებით (მარტივობაჲ) – τὸ ἁπλοῦν κατὰ φύσιν – უქცეველობა, უცვალებელობა მოქმედობითობაჲ... ბუნებით მარტივობაჲ... ყოველნი, რაოდენნი ჰქონან ღმერთსა, ძისანი არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 130 v-131r); ბუნებით უპირველესი მეცნიერებისა ჩუენისათჳს უუკანაჲსკნელეს იქმნებიან (ამონ., ტარიჭ. 43,10);
- ბუნებით (წინააღდგომი ბუნებისაჲ) – τὰ ἐναντία φυσικά – ბუნების საწინააღმდეგო – შეუძლებელ არს თანად ერთბუნება-ყოფაჲ ბუნებით წინააღდგომთა ბუნებათაჲ (დამასკ., გარდ., 273, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.