შესაქმის მიზეზი და მიზანი
- ერთი იგი მიზეზი არსთა – სამებაჲ, რომლისა მიერ არს ყოფაჲცა და კეთილად ყოფაჲცა არსთაჲ სახიერებისათჳს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3); ვითარცა მიზეზთა არსთასა, რამეთუ ყოველივე ყოფად მოყვანებულ იქმნა არს-მყოფელისა მისგან სახიერებისა მისისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); ღმერთმან სახიერებისათჳს არაყოფისაგან ყოფად მოიყვანნა ქმნულნი (დამასკ., გარდ., არს., 283); ზეშთაარსებათამან მან ღმერთ-მთავრობამან მხოლოდ სახიერებისათჳს ოდენ დაჰბადნა და არსად მოიყვანნა არსებანი ყოველთა არსთანი (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1); – ვითარმედ ღმერთი თჳსითა მით ბუნებითითა სახიერებითა მოწყალე ექმნა ქუეყანისათა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.II.1); ვინაჲთგან უფალსა ჩუენსა... მიმსგავსებაჲ სახიერებისა თჳსისაჲ ჰნებავს ჩუენი (ლეონ., ეპ., არს., 6, S 1463, 219r); დაღათუ საღმრთოჲთა სახიერებითა გარდამოვალს მიმღებელთა მათ მისთა წმიდისა ზიარებისა მიმართ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.3); – ἀγαθόν τό – სახიერებაჲ არს, რომლისაგან ყოველი დაიბადა და არს, ვითარცა მიზეზისაგან ყოველთა მომყვანებელისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4); სახიერებაჲ... რომელი ყოველთა ზეშთასოფლისათა და სოფლისა ზედათა და სოფლისა შინათა გონებათა სავსებისაგან თჳსისა განაბრწყინვებს და ყოველთა მათ საცნაურთა ძალთა მათთა განაახლებს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.6); ყოველნი არსნი კეთილისაგან (ἐκ τοῦ καλοῦ) არიან და სახიერებისა და ყოველნი არაარსნი ზეშთაარსებისა კეთილსა შინა არიან და სახიერებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); რაოდენი-რაჲ არს სახიერებაჲ სულთაჲ, მონიჭებული ზეშთასახიერებათა სახიერებისაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.2);
- ბუნებითი სახიერებაჲ – ἔμφυτος χρηστότης ἡ – რომლისა ბუნებითისა სახიერებისა განზრახვასა ცვალებაჲ შეუძლებელ იყო (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r);
- საღმრთოჲ სახიერებაჲ – κηδεμονία τοῦ Θεοῦ ἡ – რაჲთა ყოფადთა ეუწყოს საღმრთოჲ სახიერებაჲ (თტე., რიცხ. 49, გელ., A 1108, 89r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.