გრძნობა
- ყოველნი იგი ასონი ხუთთა ხოლო საცნობელთა მიერ განგებულ იქმნებიან. არს-მე-ა გუამსა შინა კაცისასა სხუაჲ საგრძნობელი, მეექუსედ აღრიცხული და ზედადართული ხუთთაჲ მათ, თჳსითა სახელითა სახელდებული? (სტით., სომხ. წვალ., არს., II,23, II,22); საცნობელნი კაცისანი ხუთ არიან:
- ა) სახედველნი, ბ) სასმენელნი, გ) ყნოსაჲ, დ) გემოჲსხილვაჲ, ე) შეხებაჲ. და ამათვე საგრძნობელცა სახელედების, რამეთუ ამათ მიერ ვიგრძნობთ ყოველსავე (დამასკ., გარდ., 115, ეფრ.); პირველი საგრძნობელი არს ხედვაჲ, ხოლო საცნობელ ორღანო გრძნობითისა ხედვისა არიან ძარღუნი შუბლისანი და თუალნი (დამასკ., გარდ., 121, ეფრ.); ვნებასა ჰყოფენ საგრძნობელთა ჩუენთა შინა (დამასკ., დიალ., ეფრ. 38,11); – αἰσθητήριον τό – გრძნობათა ორგანო – ოცნებით[ი] უკუჱ არს ძალი უტყჳსა სულისა საგრძნობელთა-მიერ მემოქმედე (ნემეს., პეტრ., 72; 3-4); გრძნობაჲ არს ძალი სულისაჲ შემტყუებელობითი, ესე იგი არს, განმრჩეველობითი ნივთთაჲ, ხოლო საგრძნობელ – ასონი, რომელთა მიერ ვიგრძნობთ (დამასკ., გარდ., 120, არს.); გრძნობაჲ უკუე არს ხედვაჲ, ხოლო საგრძნობელ – ორღანო ხილვისა, ტჳნითგამონი ძარღუნი და თუალნი (დამასკ., გარდ., 121, არს.); – αἰσθητός – არცა იგრძნობების (αἰσθάνεται), არცა საგრძნობელ არს (αἰσθητή ἐστι) (არეოპ., საიდ., ეფრ., 4); – φρήν ἡ (ბერძნ. ცნობიერება, სული (სამშვინველი) – ჭაბუკ თუ ვინმე იყოს ვინმე ყრმა… და ვერ დაწყნარებულ საგრძნობელითა, განყიდვნინ მონაგებნი თჳსნი (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,90II)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.