სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჰ საჴ

საზოგადო-ჲ

Gk. κοινότης ἡ
საზოგადო
 
პირსა და ხატთა ვიტყჳთ ღმრთისა ზედა უჴორცოთა და გარეშეუწერელთა და დაუსახველთა. პირ, ესე იგი არს გუამ წმიდათა მამათაებრ განთჳსებული საზოგადოჲსაგან, რამეთუ საზოგადო არს ბუნებაჲ თითოეულისა საქმისაჲ, ხოლო განთჳსებული არიან გუამნი, ვითარ რასა ვიტყჳ (ანასტ. სინ., არს., II, 170-173); თქუმისა მიერ უკუე საზოგადოჲსაჲსა დანიშნა ყოვლისაობაჲ (ამონ., ტარიჭ., 133,23); არა შესაძლებელ არს საზოგადოჲსა სახისა ესევითარსა შეერთებასა ზედა მოღებაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., I,8); ბუნება უკუე არს წმიდათა მამათაებრ საზოგადოჲ და განუსაზღვრებელი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r); ყოველი არსებაჲ საზოგადოჲ არს ყოველთა მის მიერ გარეშეცვულთა გუამთაჲ (დამასკ., გარდ., არს., 163); ბუნებით ვიდრემე პირველნი არიან ნივთი და სახე, ამის შემდგომად საზოგადონი ასონი (ამონ., ტარიჭ., 125,30);κοινός – ძალსა ვარსკულავთასა მიზეზსა ყოველთა ქმნადთასა აჩემებენ, არა მხოლოდ საზოგადოთა გონებრივთა მბრძოლ არიან, არამედ ყოველთა მოქალაქობათა უჴმრად აღმოაჩენენ (ნემეს., პეტრ., 35; 141.3-5);κοινός – საერთო – გარნა აქუს სადმე ქრისტესა ვითარცა ხატსა ღმრთისასა ნებებით ნებაჲ მეუფებრი, რომელი-იგი საზოგადოჲ არს მამისაჲ და თჳთ მის ძისაჲ და მათ თანა სულისა წმიდისაჲ (ანასტ. სინ., არს., I, 94-100); ხოლო საზოგადო სულისა და ჴორცთა არიან, რომელთა სული მისცემს ჴორცთა: ცხოველობითი, ოცნებითი, ცხოველობითისა შემწეობითი... (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131r); საზოგადონი სულისა და ჴორცთანი ცხოვლობითი ვიდრემე უფროჲსღა მოქმედებაჲ არს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132r);
საზოგადოჲ ნებაჲ – κοινὸν θέλημα τό – ბუნებითი ნებაჲ კაცისაჲ არს ვითარცა იტყჳან წმიდაჲ ბასილი და კჳრილე, სიყუარული სიცოცხლისაჲ, რამეთუ ყოველსა კაცსა ბუნებით უყუარს სიცოცხლე და ხედვაჲ ნათლისაჲ. აჰა, საზოგადოჲ ნებაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 285-287);
ლოგიკ. – საზოგადოჲ განყოფილებაჲ – κοινὴ διαφορά ἡ – ესეცა შემთხუევითი განიყოფების ორად: საზოგადოდ განყოფილებად და განთჳსებულად განყოფილებად. საზოგადოჲ ვიდრემე განყოფილებაჲ არს განშორებადი შემთხუევითი (დამასკ., დიალ., არს., 6,2);
საზოგადოჲ ვნებაჲ – κοινὸς πάθος τό – საზოგადოჲ, ესე იგი არს ნათესავობითი ვნებაჲ ესრეთ განისაზღვრების: ვნებაჲ არს მოძრავობაჲ სხჳსაგან სხჳსა შორის (დამასკ., გარდ., არს., 126)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9