| | |
I. 1. სუბსტანცია, არსება; არსებითი ნიშანი; შინაგანი ბუნება საგნისა - φύσις ἡ - ბუნებაჲ არს საზოგადოჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r); და თჳთმყოფთაცა შორის ანუ ბუნებითი არს თჳსებაჲ მათი, ვითარ-იგი მამისა და ძისაჲ, ანუ არაბუნებითი (დამასკ., დიალ., 37,10, ეფრ.) // და თჳთ-გუამთა შორის ანუ ბუნებით არს თჳსებაჲ მათი, ვითარცა მამისა და ძისაჲ, ანუ არა ბუნებით (დამასკ., დიალ., 37,10, არს.); [არს-მყოფელსა] ყოველნივე არსნი უპყრიან, რაჲთა განუხრწნელად სცვიდენ თჳსთა ბუნებათა საკუთრებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); შეუძლებელ არს შემტკიცებაჲ ბუნებისაჲ, თჳნიერ ბუნებითთა თჳთებათა მისთასა შემამტკიცებელთა და განმყოფელთა მისთა სხუათა ბუნებათაგან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 128r); ეგრეთვე ბუნებაჲ არსთაჲ ბრძანებითა ერთითა აღიძრნეს არსებად (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 124, 17-19); სიტყუაჲ საღმრთოჲ არს ბუნებაჲ არსთაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 107,19-20) // სიტყუაჲ საღმრთოჲ არს ბუნება დაბადებულთა (ბას., ექუს., გ. ათ., 90, 22.); ვჰსცნენ იგავნი და გულისხმა-ვჰყვენ ბუნებანი საქმეთანი (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., 321ν); შემოქმედი უმცირესთაგან ურთი-ერთას შეახებს განთჳსებულთა ბუნებათა, რათა ერთ-ყოს და თანატომ ყოველი აგებული (ნემეს., პეტრ., 8. 2-4);
II. 1. ბუნებაჲ ღმრთისაჲ // საღმრთოჲ - ἡ τοῦF; ΘεοFῦ φύσις - უქცეველ არსო... და უცვალებელ ბუნებაჲ ღმრთისაჲ (თტე., რიცხ. 42, გელ., A 1108, 78v);
III. 1. ბუნებაჲ კაცთაჲ (// კაცობრივი) - ἡ ἀνθρωπίνη (// τῶν ἀνθρώπων) φύσις - რამეთუ ესენი უკუჱ – ღმრთისა, ხოლო იგი – კაცობრივისა ბუნებისა არს თჳს (თტე., მსჯ. 20, გელ., A 1108,189v); კაცობრივი რა ბუნება დასაბამითგანვე საღმრთოთა კეთილთაგან შეცთომილ იქმნა უგუნურებით (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11); განიზრახე ბუნებისა მისთჳს კაცობრივისაჲსა და მოიჴსენე იგავი იგი ბრძნისა ესაიაჲსი (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 65, 10-11); ეშმაკთანი დაამჴუნა მწყობრნი და ბუნებაჲ კაცთაჲ განარინა (თტე., მსჯ. 16, გელ., A 1108, 183v); რამეთუ შვილისწულ სეითისსა იყო ნოე, ხოლო ნოესგან აქუს დასაბამი მეორე ბუნებასა კაცთასა (თტე., რიცხ. 44, გელ., A 1108 78v); ვინაჲთგან მამათა და დედათაჲ ერთ არს ბუნებაჲ (თტე., მსჯ. 12, გელ., A 1108, 180r); ხოლო უკუანაჲსკნელ, ყოველი კაცთა ბუნებაჲ ღირს იქმნა რაჲ საღმრთოთა ნიჭთა (თტე., მსჯ. 15, გელ., A 1108, 183v); დაღაცათუ ერთ-ბუნებად ითქუმის კაცი, არამედ არა ერთისა ოდენ ბუნებისაგან არს აგებულებაჲ თითოეულისა კაცისაჲ... ხოლო ერთ-ბუნებად არა ითქუმის თითოეული გუამოვნებაჲ კაცთაჲ, რამეთუ თითოეული გუამი კაცთაჲ ორთა ბუნებათაგან შეზავებულ არს: სულისაგან, ვიტყჳ, და ჴორცთა (დამასკ., დიალ. 27,6, ეფრ.) // დაღათუ ერთი ბუნებაჲ ითქუმის კაცთაჲ, არამედ არა ერთ-ბუნებად ითქუმის თითოეული... ხოლო ერთისა ბუნებისად არა ითქუმის თითოეული კაცი, ამისთჳს, რამეთუ თითოეული გუამი კაცთაჲ ორთა ბუნებათაგან შემოკრებულ არს: სულისაგან, ვიტყჳ, და სხეულეანთა ჴორცთა (დამასკ., დიალ. 27,6, არს.); ორთა ბუნებათაგან ერთისა ბუნებისა, შეზავებულისა, შესრულებაჲ... ყოვლითურთ შეუძლებელ არს (დამასკ., დიალ., 53,5, არს.); - εἲδος το - დამბადებელისა მიერ მიენიჭა მოძრაობად თითოეულსა ბუნებასა (დამასკ., დიალ., 13,1, ეფრ.); სახე, ესე იგი არს, ბუნებაჲ კაცთაჲ (დამასკ., დიალ., 30,2, ეფრ.);
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |