- მარადის ქმნითა ყოვლად სამარადისოობისა მიმართ მყოფსა აქუს მიუწდომელობაჲ (ამონ., ტარიჭ., 66,37); – ἀϊδιότης ἡ – მარადისობა – ყოველი სამარადისოობაჲ უსაზღვრო ვინაჲვე არს, ხოლო არა ყოველი უსაზღვროობაჲ – სამარადისოობა (პრ., კავშ., პეტრ., 94; 58.11-12); – ორი არს სამარადისობაჲ: საუკუნოჲ უკუე სხუაჲ, და მებრ ჟამითი – სხუაჲ; რომელიმე მდგომარეობითი სამარადისოობაჲ და მიუდრეკელი, ხოლო რომელიმე ნიადაგ ქმნადი და მიდრეკადი; და რომელსამე შეერთებულად აქუს მყოფობაჲ და ერთბამ ყოველნი, ხოლო რომელიმე წარმოითხია და განეფინა განსაზიდსა თანა ჟამებრივსა: და რომელიმე ყოველი განთჳთებულად, ხოლო რომელიმე ნაწილთაგან, რომელნი ესე განყოფილ ურთიერთას, ვითარ პირველი და შემდგომი (პრ., კავშ., პეტრ., 55; 37.14-21); – ἀεί – ნეოპლატ. მუდმივობა – [მზიარებელი ჟამისაჲ] სამარადისოდ მიდრკების, ხოლო სამარადისოობაჲ ესე არა არს საუკუნო, არამედ ჟამებრივ, საჭირვო არს, რაჲთა [იგი] იჴმარებდეს გზავნითთა მოქცევთა (პრ., კავშ., პეტრ., 198; 118.18-20)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.