სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჰ საჴ

სამება-ჲ

Gk. Τριάς ἡ
სამგვამოვანი ერთარსება ღმერთი
 
სამებაო ზეშთაარსებისაო და ზეშთაღმერთთაო და ზეშთასახიერებისაო, რომელი-ეგე ხარ ზედამხედველ ქრისტეანეთა ღმრთივ განბრძნობილობასა, წარმიმართე ჩუენ ზეშთაუცნაურისა და ზეშთაბრწყინვალისა მიმართ უმწუერვალესისა თხემისა საიდუმლოთა სიტყუათაჲსა, სადა-იგი მარტივნი და წრფელნი და უქცეველნი ღმრთისმეტყუელებისა საიდუმლონი ნათელთა უზეშთაესითა მით დაფარულ არიან... და ჩემდა იყავნ სალოცველ! (არეოპ., საიდ., ეფრ., 1.1); იმსახურების სამებაჲ ერთარსებაჲ (ὁμοούσιος) და აუგებელი ღმრთეებაჲ, ერთ არს ღმერთი ჭეშმარიტი, უფალი დამბადებელი ყოველთაჲ (დამასკ., გარდ., 226, ეფრ.) // სამებაჲ თანაარსი, აუგებელი ღმრთეებაჲ იმსახურების, ერთი ღმერთი ჭეშმარიტი, დამბადებელი ყოველთაჲ და უფალი (დამასკ., გარდ., 226, არს.); ვინაჲცა ერთობად და სამებად რაჲ იგალობებოდის ზეშთა ყოველთა ღმრთეებაჲ, არა ჩუენებრი არს, არცა სხუათა რათმე არსთა მსგავსად ცნობილი ერთობაჲ გინა სამობაჲ მისი, არამედ რაჲთა ზეშთაშეერთებულსა მას და ღმერთმშობელსა ჭეშმარიტებით ვაქებდეთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 13.3); შეერთებით უკუე და საზოგადო არს ერთ-მთავრობისა სამებისა ზეშთაღმრთისა ღმრთეებაჲ, ზეშთასახიერებისა სახიერებაჲ, ყოველთა მიერ კერძოჲ, ყოველთა მიერ კერძოობისა ყოვლისა თჳთებისა იგივეობაჲ, ზეშთა ერთ-მთავრობისა ერთობაჲ, უთქუმელი, მრავალ-ჴმოვანობაჲ, უცნაური, ყოვლად საცნაურებაჲ, ყოველთა მატებაჲ და ყოველთა მოკლებაჲ, უზეშთაესი ყოვლისა მატებისა და მოკლებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.4); სამებაჲ სრული დიდებითა და სამარადისოებითა და მეუფებითა; არა განყოფელი, არცა უცხოქმნული, არცა-რაჲ უკუე დაბადებულთა, გინა მონათაგანი არს სამებასა თანა, არცა შემოკრებულთაჲ, რომელიმცა პირველ არაყოფილ იყო (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); ხოლო კუალად ვითარცა სამებად სამ-გუამოვნებისათჳს ზეშთაარსებისა მის მშობლობისა განცხადებისა, რომლისა მიერ ყოველნი მამობანი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა არიან და სახელ-იდებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); დოგმატ. სამებასა თაყუანის-ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა – სამებით (მიქ., მრწ., ეფთ., 5, Jer. 151, 83r); ერთარსებასა სამგუამოვანსა და სამებასა ერთარსებასა და ერთძლიერებასა, სწორსა პატივითა და დაუსაბამოებითა (მიქ., მრწ., ეფთ., 5, Jer. 151, 83v); ერთსა აღვიარებ წმიდისა სამებისა ღმრთეებასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა (მიქ., მრწ., ეფთ., 5, Jer. 151, 83v); ერთარსებასა სამგუამოვანსა და სამებასა ერთარსებასა, თანადაუსაბამოსა, სწორსა ძლიერებითა და პატივითა (მაქს., მრწ., ეფთ., 5, Q 34, 33v); ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა (მაქს., მრწ., ეფთ., 5, Q 34, 33v); სამებასა თაყუანის-ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა – სამებით (თტე., მრწ., თეოფ., 5, Jer. 23, 340r); ერთარსებასა – სამგუამოვნად და სამებასა – ერთარსებად და ერთძალად და ერთპატივად (თტე., მრწ., თეოფ., 5, Jer. 23, 340r); და ერთსა აღვიარებ წმიდისა სამებისა ღმრთეებასა (თტე., მრწ., თეოფ., 5, Jer. 23, 340r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9