1. საუკუნოჲსა – სახელი მრავალსა რას მომასწავებელ არს (დამასკ., გარდ., ეფრ., 73); რაჲ-იგი არს ჟამისქუეშეთათჳს – ჟამი, იგივე სამარადისოთათჳს არს საუკუნე (დამასკ., გარდ., არს., 73) // უკუდავთა მათთჳს – საუკუნოჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 73); ნებება ვიდრემე და მოქმედება ღმრთისა არს საღმრთოჲსა ირინეოჲსებრ ყოვლისავე ჟამისა და ადგილისა და საუკუნოჲსა და ყოვლისა ბუნებისა შემოქმედებითი და წინაგანმგებელობითი მიზეზი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134r); რომლისაგან იშვა ძე უწინარეს ყოველთა საუკუნეთა (მიქ., მრწ., ეფთ., 2, Jer. 151, 82v) // პირველ ყოველთა საუკუნეთა (თტე., მრწ., თეოფ., 2, Jer. 23, 339v); და აღვაშენო იგი, ვითარცა დღენი საუკუნოჲსანი (αἱ ἡμέραι τοῦ αἰῶνος) (თტე., ამოს., გელ., 9.11-12, S 417, 114v); ყოველთა მიზეზი და აღმავსებელი იესუჲს ღმრთეებაჲ... საზომი არს არსთა და საუკუნეთაჲ და თჳთ ზეშთასაუკუნეთა და პირველ საუკუნეთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.10); და ყოველივე ჟამი და საუკუნე მის მიერ არს, ხოლო ყოვლისავე ჟამისა და საუკუნოჲსა და ყოვლისავე ვითარ-რაჲმე მყოფისა დასაბამ და მიზეზ პირველითგან მყოფი იგი არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.5); ხოლო ძუელად დღეთა იგალობების ღმერთი ყოველთა ამათ მისდად ყოფისათჳს, ესე იგი არიან: საუკუნე და ჟამი და პირველ დღეთაობაჲ და პირველ ჟამთა და საუკუნეთაობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 10.2); და ჰრქჳან სახელი მისი: ... მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ ყოფადისა საუკუნოჲსაჲ (πατὴρ τοῦ μέλλοντος αἰῶνος) (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 217v); 2. ღმერთის სახელი, ატრიბუტი – არს ღმერთი დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი, საუკუნოჲ, უჟამოჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 35); ვითარცა უფალსა უფალთასა, ვითარცა წმიდასა წმიდათასა, ვითარცა საუკუნესა, ვითარცა არსსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.6)