პრაქტიკული
- ამისთჳს უფროჲსღა საქმითითა გამომაჩინებელობითა აღიჭურვოდედ შემძლებელი წინააღმდგომთა მიმართ (ანასტ. სინ., არს., შეს. 23-26); ხოლო გაგონებისა გუარნი ორ, და ამათ შორისცა უწმიდეს მხედველობითი მოქმედებით[ი]სა, რამეთუ ორ ვინაჲმე არიან, ვითარ იგი საქმითი და ხედვითი (ნემეს., პეტრ., 106; 6-8); სიტყჳერისაჲ რომელიმე არს ხედვითი, ხოლო რომელიმე – საქმითი და ხედვითი ვიდრემე არს გონებითი მიწთომაჲ ვითარ-ყოფისა მყოფთაჲსაჲ (დამასკ., გარდ., არს., 139) // ეწოდების ხედვითსა მას გონება, ხოლო საქმითსა, – სიტყუა და ხედვითსა მას – სიბრძნე, ხოლო საქმითსა – ცნობა (დამასკ., გარდ., ეფრ., 139); – δραστικός – მოქმედებაჲ არს ძრვაჲ ბუნებისაჲ საქმითი. ხოლო საქმითად ითქუმის, ვითარცა თჳთ თავით თჳსით მოძრავი (დამასკ., გარდ., არს., 133);
- საქმითი ფილოსოფოსობაჲ – პრაქტიკული ფილოსოფია – πρακτικη (φιλοσοφία) ἡ – ფილოსოფოსობისანი ორნი არიან ნაწილნი: ხედვითი თანად და საქმითი (ამონ., ტარიჭ., 103,25); განიყოფების ფილოსოფოსობაჲ ხედვითად და საქმითად... საქმითი განიყოფვის სწავლითად, განგებითად და მოქალაქობითად (დამასკ., დიალ., ეფრ. 42,7);
- საქმითი (დასასრული) – პრაქტიკული მიზანი – πρακτικὸν τέλος τό – ოდეს ვიტყოდით წურთა სიკუდილისა ყოფასა ფილოსოფოსობისასა, საქმითისაგან დასასრულისა განვასაზღვრებთ მას ყოფად (ამონ., ტარიჭ., 7,30)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.