იბ იგ იე ით იმ ის იქ იყ იძ იწ იჭ იჱ
იეს

იესუ // იისუ // იესო

Gk. Ἰησοῦς ὁ
 
ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე, დავითისგან ჴორციელისა ნათესავისაებრ შთამომავალმან (თტე., ამოს. 9.11-12, გელ., S 417, 115r); ანუ თუ ამას, ვითარმედ თჳთ იესოცა, რაჟამს ჩუენის ამის ცხოვნებითისა სახიერების მოქმედებისა საჩინოებითსა წესსა მოვიდა, ანგელოზ დიდისა ზრახვისა სახელ-ედვა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.4); შეიერთა ღმრთეებამან უკუანაჲსკნელი სიგლახაკე ჩუენი, რომლისა მიერ მარტივი იესუ ამოუთქუმელად შეიორკეცა და განვრცელებაჲ ჟამიერი მიიღო უჟამომან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); და კუალად ამათ შორის არს სხუაჲცა განთჳსებული იესუჲსი იგი ჩუენებრი ყოვლად გუამოვნებაჲ უქცეველი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3); ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველნი და ჩუენ მისსა მიმართ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.11); თჳთ მათდაცა ძალისაებრ თანა-მოქმედ ვართ საღმრთოთა შინა წინა-განმგებელობისაებრ იესუჲსსა, რომელი ყოველსა ყოველთა შორის იქმს და ჰყოფს მშჳდობასა გამოუთქუმელსა და საუკუნითგან წინა-განსაზღვრებულსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.5); ბჭეთა ზედა ცისათა მჯდომარისა იესუჲს წინაშე ურიცხჳ კაცის სახეობაჲ ანგელოზთაჲ წარმოდგომილ იყო (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.6) ხოლო იესუ მოწყალე ექმნა საქმესა მას და აღდგა ზეცისა საყდრით და ვიდრე მათდამდე შთამოვიდა (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.6); და თჳთ თავადსაცა იესუს იგავით ღმრთის-მეტყუელებად (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1); და თჳთ იესუცა, ღმერთ-მთავრობითი იგი გონებაჲ და ზეშთაარსებისა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა სიწმიდისა და ღმერთ-მოქმედებისა დასაბამი და არსებაჲ და ღმერთ-მთავრობითი ძალი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); ყოველი სული აღმსაარებელი იესუ ქრისტეს ჴორციელად მოსლვისაჲ, ღმრთისა მიერ არს (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); ყოველი სული განმწვალებელი იესუ ქრისტესი, არა არს ღმრთისა მიერ, და ესე არს ანტიქრისტე (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); სისხლი იესუჲსი, ძისა ღმრთისაჲ, განგწმედს თქუენ ყოვლისაგან ცოდვისა (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 219r); ვხედავ, ვითარმედ თჳთ იესუ, ზეშთაცათა მათ არსებათა ზეშთაარსებისა მიზეზი (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.4);
იესუ განმანათლებელი − Ἰησοῦς φωταγωγῶν ὁ − და შუენიერნი იგი საცნაურნი ხედვანი იესუჲს განმანათლებელისანი ვიხილნეთ ელვარედ გამომაბრწყინვებელნი ნეტარსა მას საჩინოებითსა სახეთ-დასაბამსა სიკეთესა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.2);
იესუ ზეშთაარსებისა − Ἰησοῦς ὑπερούσιος ὁ − ვითარ ზეშთაარსებისამან იესუ თავს-იდვა კაცობრივ აღმოცენებულითა ჭეშმარიტებითა არს-ყოფაჲ (არეოპ., საიდ., ეფრ., 3);
იესუ მახარებელი − Ἰησοῦς εὐφραίνειν ὁ − ვინაჲთგან მახარებელი იგი იესუ არს, იგი აღიყვანებს მათ [წმიდათა, სასუფეველსაცა შინა ღმრთისა] და სამსახურებელ ექმნების, მარადისსა განსუენებასა მიანიჭებს, შუებულებასა კეთილთასა მიამთხუევს და თანად აღავსებს მათ (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.5);
იესუ მღდელთ-მთავრობისა სრულ-მყოფელი − ἱεραρχιῶν τελείωσις Ἰησοῦς ὁ − აწ ჩუენისა ამის მღდელთ-მთავრობისა დასაბამსა და არსებასა… ჴელ-ვყო შემწედ მოწოდებითა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა დასაბამისა და სრულ-მყოფელისა იესუსითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2);
იესუ პირველი მღდელთ სრულ-მყოფელი − πρῶτος ἱεροτελεστὴς… Ἰησοῦς ὁ − ღმერთ-მთავრობითიცა იგი ჩუენი და პირველი მღდელთ სრულ-მყოფელი… იესუ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.5);
იესუ საღმრთო საკურთხეველი − τὸ θειότατον θυσιαστήριον Ἰησοῦς − რამეთუ უკუეთუ საღმრთო საკურთხეველ ჩუენდა არს იესუ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.12);
იესუ ღმერთ-მთავარი − θεαρχικώτατος Ἰησοῦς ὁ − გურწამს უკუე ყოფად ღმერთ-მთავარი იესუ ზეშთაარსებათა სულნელებაჲ საცნაურითა განყოფითა საცნაურებასა ჩუენსა აღმავსებელად საღმრთოჲთა სიტკბოებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.4);
იესუ ღმერთ-მთავრობითი − θεαρχικώτατος Ἰησοῦς ὁ − ვინაჲცა საღმრთომან მან ზეშთაცათაჲსა არსებისა დასმან არა აჩუენა უმეცრებაჲ ღმერთ-მთავრობითისა იესუჲსსა განწმედად გარდამომავალობასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.10);
იესუ ყოვლად კაცთ-მოყუარე − φιλανθρωπότατος Ἰησοῦς ὁ − რამეთუ ესე-ვითარადცა იქმნა ჩუენთჳს ყოვლად კაცთ-მოყუარე იესუ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.5);
იესუ ყოვლად წმიდაჲ − παναγιώτατος Ἰησοῦς ὁ − რამეთუ წმიდა ჰყოფს ჩუენთჳს თავსა თჳსსა ყოვლად წმიდაჲ იესუ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.12)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9